FM97.5 / LIVE

მზადება ფეხბურთის რეგიონული ჩემპიონატისთვის

მთავარისიახლე, საზოგადოება 01.04.2017
სამცხე–ჯავახეთის საფეხბურთო გუნდები რეგიონული ჩემპიონატისთვის ემზადებიან.

მზადება ფეხბურთის რეგიონული ჩემპიონატისთვის

დღეს, 1 აპრილს, სამცხე–ჯავახეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა და გუნდების მწვრთნელებმა ჩემპიონატზე გასამართი მატჩების განრიგზე იმსჯელეს. გადაწყდა, რომ რეგიონის პირველობისთვის, პირველი ოთხი მატჩი, 22 აპრილს, ბორჯომში გაიმართება.

„ყოველი რეგიონული ჩემპიონატის დაწყების წინ მწვრთნელებს ვხვდებით და თითოეული თამაშის განრიგს ერთად ვგეგმავთ, იმისათვის, რომ ორგანიზებული თამაშები ჩავატაროთ“, –ამბობს სამცხე–ჯავახეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გელა მაისურაძე.

ჩემპიონატში ახალციხის, ადიგენის, ასპინძის, ბორჯომის, ახალქალაქისა და ნინოწმინდის 8 გუნდი ჩაერთვება. თამაშებში მონაწილეობას 2001, 2003 და 2005 წლებში დაბადებული ვაჟები მიიღებენ.

ჩემპიონატი წრიული სისტემით გაიმართება. გამოვლინდება ყველაზე მაღალი ქულების მქონე პირველი, მეორე და მესამე ადგილის მფლობელი გუნდი.

გელა მაისურაძის თქმით, იმ შემთხვევაში თუ ჩემპიონატში ჩართვის სურვილს რომელიმე მუნიციპალიტეტის გოგონათა გუნდი გამოხატავს, თამაშებს ისინიც შეუერთდებიან.
მზადება ფეხბურთის რეგიონული ჩემპიონატისთვის

[ლუბა გიორგაძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

საფეხბურთო კლუბ ‘მესხეთს’  დაშლა ემუქრება
ასპინძაში ფეხბურთის ჩემპიონატი დაიწყო
ახალციხეში მინი–ფეხბურთის ტურნირი იწყება
ახალციხეში ფეხბურთის ჩემპიონატი მიმდინარეობს
გარდამავალი ჩემპიონატი ფეხბურთში დასრულდა
სამცხე–ჯავახეთის საფეხბურთო გუნდებმა ჩემპიონატის პირველი მატჩები გამართეს
სამცხე–ჯავახეთის ფეხბურთის ფედერაციაში  საპრეზიდენტო არჩევნებისთვის ემზადებიან