FM97.5 / LIVE

ახალციხის ქუჩებში ორმოები ისევ პრობლემაა

მთავარისიახლე, ეკონომიკა 19.06.2018
ახალციხეში, ადგილობრივები დაზიანებული გზის შესახებ ჩივიან. გზების მოვლა–პატრონობაზე პასუხისმგებელი კომპანია კი ორმოებს "ანაფრეზით" ავსებს. ქუჩებში სავალი ნაწილის სრული რეაბილიტაციისათვის მერია ახალი ტენდერის გამოცხდებას გეგმავს.

ახალციხის ქუჩებში ორმოები ისევ პრობლემაა

ქალაქ ახალციხის მცხოვრებელები დაზიანებული სავალი გზის შესახებ ჩივიან. მათი თქმით, გზაზე გაჩენილი ორმოების გამო, ავტომანქანები ზიანდება, გადაადგილებსას კი მძღოლებს პრობლემა ექმნებათ.

"პრობლემა ის არის, რომ მანქანები იმტვრევა. რამდენჯერ შევცვალე მაგრამ ამორტიზატორები აღარ ვარგა. გინდა სოფელში გივლია და გინდა ამ გზებზე", – ამბობს ახალციხელი ფრიდონ მაისურაძე.

უყურადღებობაზე ჩივის გია კაჭკაჭაშვილი. მისი თქმით, გადათხრილი ქუჩები ფეხით მოსიარულეებისთვისაც სახიფათოა – "აბა ფეხი ჩაუვარდეს ვიღაცას "იამკაში", რა დაემართება. არაფერი კარგი, ხომ?! აი მაგ დღეში ვართ ახლა. ყურადღებას არავინ არ გვაქცევს".

ახალციხის მცხოვრები იზა გოგოლაური მიიჩნევს, რომ შეუკეთებელი ორმოებისა და დაზიანებული გზის სავალი ნაწილის გამო, ქალაქის ქუჩებში ძლიერი მტვერი დგება – "ახალციხისათვის მოუშორებელ პრობლემად იქცა ეს გადათხრილი და სილაჩაყრილი გზები. დღე გარეთ ვერ გამოხვალ, მთელი ქალაქი მტვერს მიაქვს. ბავშვების გასეირნებაზე ხომ ლაპარაკი ზედმეტია. მთელი დღე შინაპატიმრობაში ვართ".

ახალციხის ქუჩებში არსებულ ორმოებს, "ანაფრეზით" კომპანია "ოცხე" ავსებს. "ორმოები რომ არ იყოს, დროებით ღონისძიებას ვატარებთ და ანაფრეზით ვავსებთ", – განმარტავს კომპანიის დირექტორი ოთარ ჩილინგარაშვილი.

გზების სრულყოფილი რეაბილიტაციისათვის ახალციხის მერია ახალი ტენდერის გამოაცხადებას გეგმავს.

"კომპანია "ოცხე" მხოლოდ და მხოლოდ ქალაქში ახორციელებს მოფრეზვით სამუშაოებს და ორმულ შეკეთებას. კომპანიას არ აქვს ვალდებულება ასფალტის გადაგებაზე", – ამბობენ ახალციხის მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში.

ამ ეტაპზე, შპს "ოცხე" ორმოებს „ანაფრეზით“რამდენიმე ქუჩაზე ავსებს. ესენია კოსტავას, თაბუკაშვილის,სულხან–საბას, ასპინძის, რუსთაველისა და 9 აპრილის ქუჩები.

რა თანხა დაჯდება ქუჩების ორმული შეკეთება ცნობილი არ არის. მერიაში განმარტავენ, რომ ახალი ტენდერის გამოცხადების შემდეგ, ახალციხის ცენტრალური ქუჩებზე გზის საფარი მთლიანად შეიცვლება.

ახალციხის ქუჩებში ორმოები ისევ პრობლემაა

[თორნიკე ზაზაძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ახალციხის მერია: ‘გზებზე ორმოების შეკეთება წვიმების გამო ვერ მოესწრო’
ახალციხელ მძღოლებს ‘ორმოებთან’ ბრძოლა, გაზაფხულამდე მოუწევთ
ახალციხეში გზების ორმული შეკეთება დროებით შეჩერდა
ახალციხეში ნაზამთრალი გზების დროებით შეკეთებას იწყებენ
ახალციხეში გზების  ორმული შეკეთება დაიწყო
ახალციხეში ნაზამთრალი გზის შეკეთება დაიწყეს [Photo]
'იამკებს' ხრეშით ამოავსებენ და ჰგონიათ, რომ საქმე გაკეთდა'