FM97.5 / LIVE

ახალციხის მერია: ‘გზებზე ორმოების შეკეთება წვიმების გამო ვერ მოესწრო’

მთავარისიახლე, ეკონომიკა 04.04.2018
ახალციხის ცენტრალურ ქუჩებზე გაჩენილი ორმოების გამო, მესამე თვეა, მოძრაობა სახიფათოა. მერიაში ამბობენ, რომ სამუშაოების განხორციელებას ხელი უამინდობამ შეუშალა, ამის გამო კი კომპანიას მუშაობის ვადა ისე ამოეწურა, რომ თანხის ნახევარი გაუხარჯავი დარჩა.

ახალციხის მერია: ‘გზებზე ორმოების შეკეთება წვიმების გამო ვერ მოესწრო’

დაზიანებული ადგილების გამო ახალციხის ცენტრალურ და შიდა ქუჩებზე ხშირად საცობები იქმნება. განსაკუთრებით რთული გადაადგილება კოსტავას, რუსთაველის, ცხრა აპრილისა და ასპინძის ქუჩებზეა.

გზების ორმული შეკეთება შპს „დავითს“, ახალციხის მერიასთან გაფორმებული ხელშეკრულების მიხედვით, გუშინ, სამ აპრილს უნდა დაესრულებინა. თუმცა, ვადა ისე ამოიწურა, რომ არა ერთ ქუჩაზე ორმოები ისევ რჩება.

„მერიასთან პროგნოზული შეთანხმება მქონდა, რაც იმას ნიშნავს, რომ რასაც მერია დამიკვეთავდა, იმას ვაკეთებდი. არ მქონდა უფლება გზებზე იმაზე მეტი გამეკეთებინა ვიდრე დამავალებდნენ. მერია თანხასაც სამუშაოს შესაბამისად მირიცხავდა“, – ამბობს შპს „დავითის“ გენერალური დირექტორი დავით კეღოშვილი.

მისმა კომპანიამ ახალციხის მერიის მიერ გამოცხადებულi ტენდერი 63 541 ლარით მოიგო, ამ თანხით შპს „დავითს“, სამი იანვრიდან სამ აპრილამდე. გზების მოვლა–შენახვაზე უნდა ეზრუნა, თუმცა, ვადა ისე გაუვiდა, რომ მხოლოდ 36 379 ლარი, ანუ 57.25% აითვისა.

ახალციხის მერიაში შეკითხვებზე, თუ რატომ არ დაავალეს კომპანიას გზების ორმული შეკეთება და რატომ დარჩა თანხის ნახევარი ასათვისებელი, გვპასუხობენ: „თანხის ოდენობა თავიდანვე იმის მიხედვით გავითვალისწინეთ, რომ ზამთარში საჭიროების შემთხვევაში სათანადოდ გაგვეხარჯა და პრობლემები არ შეგვქმნოდა. წელს მკაცრი ზამთარი არ იყო, ამიტომ, მაგალითად, სკვერებისა და ქვაფენილების მოვლა–პატრონობისთვის თანხა არ გახარჯულა და ასათვისებელი ამიტომ დარჩა“.

რაც შეეხება ავარიულ გზებს, მერიაში ამბობენ, რომ მათი გაკეთება უამინდობის გამო ვერ მოხერხდა: „ერთდროულად ვერ შეკეთდება, დრო სჭირდება. გარემოპირობებმა შეგვიშალა ხელი, წვიმები იყო და გზების შეკეთება ამიტომ ვერ მოესწრო“.

ახალციხის მერია: ‘გზებზე ორმოების შეკეთება წვიმების გამო ვერ მოესწრო’

ახალციხეში გზების ორმულ შეკეთებაზე პასუხისმგებლობას ახალი კომპანია შპს „ოცხე“ ჩაიბარებს. მან მუნიციპალიტეტის მერიის მიერ ცხრა მარტს გამოცხადებული ტენდერი 100 000 ლარით მოიგო. თუმცა, ჯერ კომპანია სამუშაოების განხორციელებას ვერ დაიწყებს, რადგან მასთან ხელშეკრულება არ გაფორმებულა.

ახალციხის მუნიციპალიტეტის მერია ქალაქის ცენტრალურ ქუჩების კაპიტალურ რემონტს ჯერ არ გეგმავს. მიმდინარე წლის ბიუჯეტში ამისთვის თანხა გათვალისწინებული არაა. მძღოლები კი ფიქრობენ, რომ ავარიული გზები ორმული შეკეთების შემდეგ მალევე ზიანდება, ამიტომ კაპიტალური რემონტი სჭირდება.

ახალციხის მერია: ‘გზებზე ორმოების შეკეთება წვიმების გამო ვერ მოესწრო’

[მარიამ ბარძიმაძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ახალციხეში გზების  ორმული შეკეთება დაიწყო
ეტაპი II - ახალციხეში გზების ორმული შეკეთება გრძელდება [Photo]
ახალციხეში გზების ორმული შეკეთება დროებით შეჩერდა
რა თანხას დახარჯავს ახალციხის მერია გზების მოვლა–პატრონობისთვის
ახალციხის ნაზამთრალ გზებს ორმულად შეაკეთებენ [Photo/Video]
2016 წელს ქალაქის შიდა გზებისთვის 178.490 ლარია გათვალისწინებული
ახალციხელ მძღოლებს ‘ორმოებთან’ ბრძოლა, გაზაფხულამდე მოუწევთ