FM97.5 / LIVE

სამცხე–ჯავახეთის მუზეუმში ძველსა და ჭობარეთში აღმოჩენილ ჭურჭელს გამოფენენ

მთავარისიახლე, საზოგადოება 08.06.2018
სამცხე–ჯავახეთის ისტორიულ მუზეუმში 2016–2017 წლებში ძველისა და ჭობარეთის ნასახლარებში არქეოლოგიური გათხრების შედეგად აღმოჩენილ ექსპონატებს გამოფენენ.

სამცხე–ჯავახეთის მუზეუმში ძველსა და ჭობარეთში აღმოჩენილ  ჭურჭელს გამოფენენ

ახალციხის ციხეზე, სამცხე–ჯავახეთის ისტორიულ მუზეუმში სარემონტო სამუშაოები იწყება. რის გამოც მუზეუმი ექვსი ივნისიდან პირველ ივლისამდე დამთვალიერებლებს ვერ მიიღებს. მუზეუმის დირექტორის, ციური ლაფაჩის განმარტებით საგამოფენო დარბაზში, თითქმის 50% ახალი ექსპონატები გამოიფინება. ეს იქნება ის ჭურჭელი, რომელსაც სამცხე–ჯავახეთის მოსახლეობა ადრე, შუა და გვიან ბრინჯაოს ხანაში იყენებდა.

„ამავე პერიოდის ექსპონატები ჩვენ მუზეუმში აქამდეც გვქონდა, თუმცა ფრაგმენტულად და მისი აღქმა ძალიან ძნელი იყო. ახლა იგივე ჭურჭელი იქნება სრული სახით წარმოდგენილი. ფრაგმენტებს საგამოფენო დარბაზიდან ავიღებთ, სხვა ადგილზე განვათავსებთ, მათ ადგილზე კი ახალ ექსპონატებს დავაწყობთ:, – ამბობს ციური ლაფაჩი.

ძველი ბრინჯაოს ხანის პერიოდის ჭურჭელი, 2016–2017 წლებში საქართველოს ეროვნული მუზეუმისა და „ბი–პის“ ინიციატივით ჩატარებული არქეოლოგიური გათხრების შედეგად, ასპინძის სოფლებში ძველსა და ჭობარეთში ნასახლარებში აღმოჩნდა.
სარემონტო სამუშაოები მუზეუმში სწორედ ახალი ექსპონატების გამოფენისთვის ვიტრინების შესაცვლელად იწყება. ასევე, შენობაში შეიცვლება ელექტროგაყვანილობა.

„საგამოფენო დარბაზში თითოეული ექსპონატი დაინომრება და მათი აღწერილობა ვიტრინის შიგნით განთავსდება. აქამდე გარედან ეწერა, დანომრილიც არ იყო და დამთვარიელებლი კარგად ვერ აღიქვამდა ესა თუ ის ინფორმაცია რომელ ექსპონატს ეკუთვნოდა“, – ამბობს ლაფაჩი.

სამცხე–ჯავახეთის ისტორიული მუზეუმი განახლებული ექსპონატებით დამთვალიერებელს ივლისიდან უმასპინძლებს.

[ლუბა გიორგაძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

განახლებულ მუზეუმს ახალი ექსპონატებიც შეემატა
„მოდი ღამე მუზეუმში"– სამცხე–ჯავახეთის მუზეუმი დამთვალიერებლებს უფასოდ უმასპინძლებს
'მოდი ღამე მუზეუმში' – სამცხე–ჯავახეთის მუზეუმი აქციას უერთდება
სამცხე–ჯავახეთის მუზეუმს 300–მდე ახალი ექსპონატი შეემატა
სამცხე–ჯავახეთის მუზეუმში ხვალ ახალი საგამოფენო სივრცე გაიხსნება
კორონავირუსთან დაკავშირებით სამცხე-ჯავახეთის ისტორიის მუზეუმი დაიხურა
სარდაფში გამოკეტილ მუზეუმის ფონდს ახალციხის ციხეზე გადაიტანენ