FM97.5 / LIVE

სამცხე–ჯავახეთის მუზეუმს 300–მდე ახალი ექსპონატი შეემატა

მთავარისიახლე, საზოგადოება 11.07.2018
სამცხე–ჯავახეთის მუზეუმში რეგიონის მასშტაბით ახლადაღმოჩენილი ექსპონატები გამოფინეს.

სამცხე–ჯავახეთის მუზეუმს 300–მდე ახალი ექსპონატი შეემატა

ახალი საგამოფენო სივრცე დღეს, 11 ივლისს საქართველოს ეროვნული მუზეუმის გენერალურმა დირექტორმა დავით ლორთქიფანიძემ გახსნა. გახსნის ცერემონიას „ბრითიშ პეტროლიუმის“ გენერალური დირექტორი კრის შლიტერი, ახალციხისა და ტაო–კლარჯეთის მიტროპოლიტი თეოდორე ჭუაძე, ახალციხის მერი ზაზა მელიქიძე, რეგიონის გუბერნატორის მოადგილე გიორგი მიქელაძე და სამცხე–ჯავახეთის უნივერსიტეტის თანამშრომლები ესწრებოდნენ.

„მუზეუმი განახლდა ტექნოლოგიურად, ასევე, დაემატა ახალი ექსპონატები. ეს ყველაფერი ძირითადად „BP”–ის დახმარებით გაკეთდა“, – ამბობს დავით ლორთქიფანიძე.

ახალი საგამოფენო სივრცის მოწყობა, 2015–2016 წლებში ადიგენში, სოფელ ორჭოსანში სამხრეთ კავკასიის მილსადენის გაფართოების პროექტის (SCPX) მშენებლობის დროს ჩატარებულმა არქეოლოგიურმა გათხრებმა განაპირობა.

„არქეოლოგიური გათხრების დროს აღმოჩნდა ძალიან მნიშვნელოვანი მასალა, რომელიც უკვე აქ არის წარმოდგენილი, ამას ასევე, თბილისიდან, ჩვენი საცავებიდან დაემატა კიდევ სხვა ექსპონატები. მთლიანად მუზეუმი წარმოადგენს, როგორც მხარის ისტორიას, ისე მთლიანად საქართველოს ისტორიას და ეს არის ერთ–ერთი უმნიშვნელოვანესი კულტურულ საგანმანათლებლო ცენტრი,“ – აცხადებს ლორთქიფანიძე.

ახლადაღმოჩენილი ექსპონატებისთვის საგამოფენო სივრცე "ბრითიშ პეტროლიუმის" ფინანსური მხარდაჭერით მოეწყო.

"ძალიან დიდი სიხარულია ჩემთვის, რომ ჩვენ, როგორც კომპანიას შეგვიძლია გავხდეთ ნაწილი იმ დიდი კვლევებისა, გამოფენებისა და კულტურული ცხოვრებისა, რომელიც საქართველოშია", – ამბობს კრის ლიტერი.

სამცხე–ჯავახეთის მუზეუმს 300–მდე ახალი ექსპონატი შეემატა

სამცხე–ჯავახეთის მუზეუმს 300–მდე ახალი ექსპონატი შეემატა

[თორნიკე ზაზაძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

სამცხე–ჯავახეთის მუზეუმში ხვალ ახალი საგამოფენო სივრცე გაიხსნება
სამცხე–ჯავახეთის მუზეუმში ძველსა და ჭობარეთში აღმოჩენილ  ჭურჭელს გამოფენენ
განახლებულ მუზეუმს ახალი ექსპონატებიც შეემატა
სამცხე–ჯავახეთის მუზეუმის ფონდსაცავისთვის პროექტი მზადდება
Sk Travel - სამცხე–ჯავახეთის ისტორიის მუზეუმი [Video]
კორონავირუსთან დაკავშირებით სამცხე-ჯავახეთის ისტორიის მუზეუმი დაიხურა
ბორჯომის პარკში ღვინის მუზეუმი გაიხსნა