FM97.5 / LIVE

'მთავრობავ, გამოფხიზლდი', - ჟურნალისტების აქცია ახალციხეში

მთავარისაზოგადოება 25.06.2013
ლეიკემიითა და სოლიდური სიმსივნეებით დაავადებული ბავშვების გადასარჩენად დღეს თბილისში დაგეგმილ ჟურნალისტთა აქციას ახალციხელი ჟურნალისტებიც შეუერთდნენ

'მთავრობავ, გამოფხიზლდი', - ჟურნალისტების აქცია ახალციხეში
თბილისისა და საქართველოს სხვა დიდი ქალაქების პარალელურად, ჟურნალისტებმა აქცია ახალციხეშიც 13.00 საათზე ადმინისტრაციის შენობასთან გამართეს, შემდეგ კი ტრანსფარანტებით - „ერთი ჯიპით ნაკლები მთავრობავ!“ „მირზას ვჭირდებით“, „მთავრობავ გამოფხიზლდი“, „ლეიკემიითა და სიმსივნით დაავადებულ ბავშვებს ჩვენი დახმარება სჭირდებათ“, „მთავრობავ ბავშვების სიცოცხლის გადარჩენა შენი პასუხისმგებლობაა“ ქალაქში მსვლელობა მოაწყვეს.

გაზეთის „სამხრეთის კარიბჭისა“ და ადგილობრივი ტელევიზიის მე-9 არხის ჟურნალისტებს სამხარეო ადმინისტრაციის პრესამსახურის წარმომადგენელი ია გოგატიშვილი შეუერთდა.

ლეიკემიით დაავადებული 12 წლის მირზა ცეცხლაძის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა. მისი გადარჩენა მხოლოდ ძვლის ტვინის ტრანსპლანტაციის შემთხვევაშია შესაძლებელი. თუკი 10 დღის განმავლობაში ბავშვის კლინიკაში ( ვერონა, იტალია) გაგზავნა ვერ მოხერხდება, ის დაიღუპება. კლინიკა მოწვევას მხოლოდ მაშინ გამოგზავნის, როცა სამკურნალოდ საჭირო თანხა კლინიკის ანგარიშზე ჩაირიცხება. თანხა 100 000 ევროს შეადგენს.

„დიმიტრი ცინცაძის სახელობის ფონდმა“ და მირზა ცეცხლაძის ოჯახმა კეთილი ადამიანების დახმარებით ამ თანხის ნახევრის მობილიზება შეძლეს. დრო ამოიწურა, ბავშვის სიცოცხლის გადარჩენა კი მხოლოდ ამ თანხაზეა დამოკიდებული.

აქციის ორგანიზატორია „დიმიტრი ცინცაძის სახელობის ფონდი“.

ამავე თემაზე იხილეთ ვიდეო და ფოტორეპორტაჟი.

[www.sknews.ge]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ლეიკემიით დაავადებული ბავშვების გადასარჩენად ჟურნალისტები აქციას ახალციხეშიც გამართავენ
მირზა ცეცხლაძის მკურნალობას ჯანდაცვის სამინისტრო დააფინანსებს

დაჩი გრძელიშვილი - მთავრობავ, გააკეთე რა, შენი საქმე
ბორჯომში ლეიკემიით დაავადებული ბავშვებისათვის სისხლი გაიღეს
‘ნუ გვესვრი’– ახალციხეში ჟურნალისტებმა აქცია გამართეს
არჩილ თალაკვაძე: ბევრი სიცოცხლის და ჯანმრთელობის გადარჩენა შეგვიძლია ერთად