FM97.5 / LIVE

არჩილ თალაკვაძე: ბევრი სიცოცხლის და ჯანმრთელობის გადარჩენა შეგვიძლია ერთად

მთავარისაზოგადოება 06.12.2015
თუ მარჯვენა/მარცხენას აღრევა გზებზე სრულიად უსაფრთხოა, მაშინ სხვა ქვეყნებმა რატომ არ შეურიეს ავტოპარკი აქამდე? – საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე არჩილ თალაკვაძე მარჯვენასაჭიანი ავტომობილების მძღოლებისა და დილერების აქციას ეხმაურება.

არჩილ თალაკვაძე: ბევრი სიცოცხლის და ჯანმრთელობის გადარჩენა შეგვიძლია ერთად

ლოზუნგით: „მე არ ვარ საშიში“, დღეს, 6 დეკემბერს, თბილისში, მტკვირის მარჯვენა სანაპიროზე მარჯვენასაჭიანი ავტომობილების მძღოლებისა და დილერების საპროტესტო აქცია გაიმართა.

აქციის მონაწილეების განცხადებით, ის მიზეზები, რომლითაც ხელისუფლება აპირებს აკრძალოს მარჯვენასაჭიანი ავტომობილების რეგისტრაცია, გაუმართლებელია.

დღეს აქცია გაიმართა ქუთაისშიც.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე არჩილ თალაკვაძე, აქცის მონაწილეებს გამოეხმაურა.

არჩილ თალაკვაძე: ბევრი სიცოცხლის და ჯანმრთელობის გადარჩენა შეგვიძლია ერთად „ჩემო ძვირფასო თანამოქალაქეებო, მშვიდად ატარეთ თქვენი ავტოები, მათ არავინ ეხება. შეგიძლიათ მომავალში გაყიდოთ და მარცხენით შეცვალოთ. შეგიძლიათ სპორტული შეჯიბრისთვის გამოიყენოთ. ვისაც უკვე ნაყიდი გყავთ და გზაშია ისინიც დაირეგისტრირებთ უპრობლემოდ. იაპონიიდანაც შეძლებთ მარცხენასაჭიანი მანქანების ჩამოყვანას ყოველთვის. თუ ვინმე მოგიწოდებთ იმის დასაცავად და მოსაპოვებლად, რაც უკვე გაქვთ - თქვენ შეცდომაში შეყავხართ.

აქციაზე სჯობს განიხილოთ რომელი ავტომობილებით უნდა იარონ თქვენმა შვილებმა ხვალინდელ საქართველოში? საით უნდა დაიგეგმოს მოძრაობა ჩვენს ქვეყანაში თუ კი ორივესაჭიანი მანქანები მალე გათანაბრდება? უნდა ვუყიდოთ თუ არა ცოლებს, ქმრებს და შვილებს მარჯვენასაჭიანი ავტომობილი როცა ჩვენ მარცხენასაჭიანს ვარჩევთ ჩვენთვის? თუ მარჯვენა/მარცხენას აღრევა გზებზე სრულიად უსაფრთხოა, მაშინ სხვა ქვეყნებმა რატომ არ შეურიეს ავტოპარკი აქამდე?

ჩემს პირად სატრანსპორტო საშუალებას - მოტოციკლეტს, საჭე არც მარცხნივ აქვს და არც მარჯვნივ, თუმცა მაშინაც კი, როცა ავტომობილი ძალიან მინდოდა და ფული არ მყოფნიდა - მარჯვენასაჭიანი არ მიყიდია... რადგან ჩემი ქვეყანა მარცხენა სტანდარტს აღიარებდა.

ღიად დაუჭირეთ მხარი საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების პროგრამას - ეს პროგრამა მხოლოდ მარჯვენასაჭიან მანქანებს არ ეხება და ბევრი სიცოცხლის და ჯანმრთელობის გადარჩენა შეგვიძლია ერთად“, – წერს თალაკვაძე ფეისბუქის გვერდზე.

შეგახსენებთ, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო, საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების პროგრამას იწყებს.პროგრამა არაერთ კომპონენტს მოიცავს, ერთ–ერთი არის ის, რომ 2016 წლის მარტიდან მარჯვენასაჭიანი ავტომობილების რეგისტრაცია იკრძალება.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში განმარტავენ, რომ მფლობელებს, ვისაც გააჩნიათ უკვე რეგისტრირებული მარჯვენასაჭიანი ავტომანქანები ან ავტომანქანები გადატანილი საჭით, შეუძლიათ მთელი ცხოვრება გამოიყენონ ეს მანქანები. იკრძალება რეგისტრაცია და არა - იმპორტი, ტრანზიტი, დროებითი შემოყვანის რეჟიმი, რეექსპორტი.

[ნინო ნარიმანიშვილი, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

2016 წლის მარტიდან მარჯვენასაჭიანი ავტომანქანების რეგისტრაცია აიკრძალება
უნდა აიკრძალოს თუ არა მარჯვენასაჭიანი ავტომობილები [Video]
რა შემთხვევაში ვერ გაივლიან მარჯვენასაჭიანი მანქანები ტექდათვალიერებას
შსს საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების პროგრამას იწყებს
ამოქმედდა თუ არა მართვის მოწმობის 100 ქულიანი სისტემა – შსს–ს განმარტებები
‘ჯარიმას ხომ ვიხდი და მაინც დავარღვევ ვეღარ იმუშავებს’– მინისტრის მოადგილე ცვლილებებზე
საქართველოში ფარული პატრულირების შემოღება იგეგმება