FM97.5 / LIVE

მირზა ცეცხლაძის მკურნალობას ჯანდაცვის სამინისტრო დააფინანსებს

მთავარი 25.06.2013
12 წლის მირზა ცეცხლაძის საზღვრგარეთ მკურნალობისთვის საჭირო თანხის დარჩენილ ნაწილს საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრო დაფარავს

მირზა ცეცხლაძის მკურნალობას ჯანდაცვის სამინისტრო დააფინანსებს
ლეიკემიითა და სოლიდური სიმსივნეებით დაავადებული ბავშვების გადასარჩენად გაერთიანებული ჟურნალისტებმა საქართველოს სხვადასხვა ქალაქებში აქცია გამართეს. აქციის დაწყებიდან დაახლოებით 15 წუთის შემდეგ, თბილისში, რუსთაველის გამზირზე შეკრებილ ჟურნალისტებთან ჯანდაცვის მინისტრი მივიდა და სამინისტროს გადაწყვეტილება გააცნო.

„მირზა ცეცხლაძის მკურნალობას ესაჭიროებოდა 102 ათასი ამერიკული დოლარი, 2013 წლის დასაწყისში ჯანდაცვის სამინისტრომ ის 20 ათასი დოლარით დააფინანსა. 2013 წლის 3 აპრილს მათ ისევ მოითხოვეს 95 ათსი ევრო, ამჯერად უკვე იტალიის ქალაქ ვერონაში სამკურნალოდ და რეფერალური პროგრამის ფარგლებში მისი მკურნალობა დაფინანსდა 10 ათასი ევროთი, მთლიანობაში მირზასთვის გამოყოფილი იყო 10 ათასი ევრო და 11 440 დოლარი. დღეს უკვე სამინისტრომ ვერონაში მისი მკურნალობის სრული კურსის დაფინანსების გადაწყვეტილება მიიღო“, - განაცხადა სამინისტროს პრესსამსახურის ხელმძღვანელმა თამარ ბოდოკიამ.

მირზა ცეცხლაძეს რამდენიმე თვის წინ აპლაზური ანემია დაუდგინდა, რისთვისაც აუცილებელია ძვლის ტვინის გადანერგვა.

შეგახსნებთ, რომ დღევცანდელი აქცია „დიმიტრი ცინცაძის ფონდის“ ორგანიზებით გაიმართა. ჟუნრალისტებმა აღნიშნეს, რომ ლეიკემიითა და სოლიდური სიმსივნეებით დაავადებული ბავშვებს ისინი მომავალშიც დაეხმარებიან.

„ცხოვრებაში პირველად (და იმედია არა უკანასკნელად) მადლობა, მთავრობავ!
ეს-ესაა ალბათ, მსოფლიოში ყველაზე მოკლე და ყველაზე შედეგიანი აქციიდან დავბრუნდი - რუსთაველზე, ჟურნალისტების აქციის მე-15 წუთზე ჯანდაცვის მინისტრი, დავით სერგეენკო მოვიდა და გვითხრა, რომ მთავრობა მირზა ცეცხლაძის ოპერაციისთის დარჩენილ თანხას დაფარავს. ბატონი მინისტრი სხვა ბავშვების დახმარებასაც დაგვპირდა. ჰოდა, კიდევ ერთხელ, მადლობა მთავრობავ - ჩვენ კი მომავალშიც დაგეხმარებით მსგავსი აქციებით. არც მოვდუნდებით და არც მოგადუნებთ:) ეს ერთობლივი შედეგია - მადლობა ჩვენს კოლეგებს ბათუმიდან, ჩოხატაურიდან, ახალციხიდან, ქუთაისიდან, ზუგდიდიდან, გურჯაანიდან... მთელი საქართველოდან. ძალა ერთობაშია!“, - წერს ჟურნალისტი დაჩი გრძელიშვილი საკუთარ ფეისბუქის გვერდზე.

შეგახსენებთ, რომ 12 წლის მირზა ცეცხლაძის დასახმარებლად აქციას ახალციხელი ჟურნალისტებიც შეუერთდნენ.

[თამარ თოთაძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

'მთავრობავ, გამოფხიზლდი', - ჟურნალისტების აქცია ახალციხეში
ლეიკემიით დაავადებული ბავშვების გადასარჩენად ჟურნალისტები აქციას ახალციხეშიც გამართავენ
დაჩი გრძელიშვილი - მთავრობავ, გააკეთე რა, შენი საქმე

სტუდენტური თვითმმართველობის პრეზიდენტი მირზა ბურძენიძე გახდა
C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამაში ჩართვა ნებისმიერ პაციენტს შეეძლება
საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ერთწლიანი შედეგი