FM97.5 / LIVE

ბორჯომში ლეიკემიით დაავადებული ბავშვებისათვის სისხლი გაიღეს

მთავარისაზოგადოება 29.03.2016
"გაიღეთ სისხლი, აჩუქეთ ბავშვებს სიცოცხლე"- ამ სახელწოდებით დღეს ბორჯომში უანგარო დონაციის აქცია გაიმართა.

ბორჯომში ლეიკემიით დაავადებული ბავშვებისათვის სისხლი გაიღეს

ბორჯომის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ორგანიზებულ აქციაში აქტიური მონაწილეობა მიიღეს ბორჯომის მუნიციპალიტეტის გამგეობისა და საკრებულოს თანამშრომლებმა, დეპუტატებმა და საჯარო სკოლების პედაგოგებმა. დონორებმა სისხლი მ. იაშვილის კლინიკის ლეიკემიით დაავადებული ბავშვებისათვის გაიღეს.

აქცია პარალელურად მიმდინარეობდა დაბა ბაკურიანის საჯარო სკოლაშიც.

საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსის იზოლდა ლომიძის განცხადებით, აქცია განათლების სამინისტროსა და შპს „სისხლის ბანკს“ შორის გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში გაიმართა: „ამ სასიკეთო საქმის შესახებ განათლების სამინისტრომ გვაცნობა, ჩვენ კი მუნიციპალიტეტის ყველა საჯარო სკოლის ინფორმირება მოვახდინეთ, აქციაში მონაწილეობა მიიღეს ასევე სხვადასხვა დაწესებულებების თანამშრომლებმა".

მ. იაშვილის სახელობის ცენტრალური საავადმყოფო ერთადერთია საქართველოში, სადაც ლეიკემიითა და სხვა მძიმე პათოლოგიით დაავადებული ბავშვები (0-8 წლამდე) მკურნალობენ. მათ ყოველდღიურად სჭირდებათ ახალი სისხლისაგან დამზადებული კომპონენტები დღეში 15-20 ერთეულის ოდენობით. ძალიან ხშირად იქმნება დეფიციტი, პაციენტის მშობლებს და მათ ახლობლებს სტრესულ მდგომარეობაში უწევთ დონორთა მოძიება. სწორედ, ამ გარემოების გათვალისწინებით გააფორმა თანამშრომლობის მემორანდუმი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ მ. იაშვილის სახელობის ცენტრალურ საავადმყოფოსთან და ამით ჩაერთო ბავშვთა ლეიკემიურ დაავადებებთან ბრძოლის პროცესში.

[sknews.ge]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

შსს–ს თანამშრომლებმა ლეიკემიით დაავადებული ბავშვებისთვის სისხლი ჩააბარეს
'გაიღე სისხლი – გადაარჩინე სიცოცხლე'
შსს-მ ლეიკემიით დაავადებული ბავშვებისთვის სისხლი გაიღო
ლეიკემიით დაავადებული ბავშვების გადასარჩენად ჟურნალისტები აქციას ახალციხეშიც გამართავენ
დაბა წაღვერში დასუფთავების აქცია გაიმართა
”დარგე შენი ხე და იზრუნე მასზე”
15 სექტემბერს სწავლა ბორჯომის ყველა საჯარო სკოლაში განახლდება