FM97.5 / LIVE

ახალციხის ციხეზე 80 რეწვის ოსტატის ნამუშევრებია გამოფენილი [Video]

მთავარისიახლე, საზოგადოება, SK TV 14.09.2018
ახალციხის ციხეზე მოწყობილ 25–მდე სტენდში, ადგილობრივი და უცხოელი რეწვის ოსტატების ნამუშევრების გამოფენა–გაყიდვა იმართება. აქ შეხვდებით ხის უნაგირებს, მუსიკალურ საკრავებს, ფარდაგებს, ვერცხლის სამკაულებს და ბევრ სხვა საინტერესო ნივთს.

ახალციხის ციხეზე 80 რეწვის ოსტატის ნამუშევრებია გამოფენილი [Video]

ადგილობრივ რეწვის ოსტატებთან ერთად ფესტივალში მონაწილეობენ თურქეთიდან, ლატვიიდან, ყაზახეთიდან, ყირგიზეთიდან, ტაჯიკეთიდან და თურქმენეთიდან მოწვეული ოსტატებიც.

სტუმრები თავიანთი ქვეყნების კულტურასა და ტრადიციებს, ციხეზე გამოფენილი ნივთებით წარმოადგენენ. უზბეკებს ბამბის ნამუშევრები აქვთ გამოფენილი, ყირგიზებს აბრეშუმით და ხავერდით ნაქსოვი სამოსი, თურქებს კერამიკის ნიმუშები.

ფესტივალზე გამოტანილი ნივთების გაკეთებას ოსტატები მსურველებს ადგილზე ასწავლიან.

ფესტივალის ფარგლებში პირველად მოეწყო მე–19–მე– 20 საუკუნეების ტრადიციული სახელოსნოების გამოფენა. ახალციხის ციხეზე წარმოდგენილია ძველი სახელოსნოების ფოტომასალა, ასევე ძველი ფოტოების მიხედვით დამზადებული მაკეტები.

“ეს არის უკვე ტრადიციად ქცეული ფესტივალი,რომელიც 2015 წელს ხალიჩების გამოფენით დავიწყეთ. ფესტივალზე ასევე არის მხატვრების სახელოსნოებიც. ველოდებით 30–მდე ტურისტულ სააგენტოს, რომლებიც ჩამოსულ სტუმრებს ქართულ ხალხურ ხელოვნებას გააცნობენ,“ – გვითხრა ხალხური და გამოყენებითი ხელოვნების მუზეუმის დირექტორმა და ფესტივალის ორგანიზატორმა ირინა ყოშელიძემ.

ახალციხის მერიის კულტურის სამსახურის უფროსის ზაზა თამარაშვილის თქმით, ეს რეწვის სახელოსნოების პირველი გამოფენაა და განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ისაა, რომ ასეთი ღონისძების მოწყობა ახალციხეში დაიგეგმა. ფესტივალი ქალაქის და ახალციხის ციხის ცნობადობას გაზრდის, რაც ტურუსტული თვალსაზრისით ძალიან მნიშვნელოვანია.



ფესტივალს საქართველოს ხალხური და გამოყენებითი მუზეუმი, ასევე, საქართველოს ტრადიციული რეწვის ასოციაცია, ახალციხის მერიასა და ახალციხის ციხესთან თანამშრომლობით ატარებენ.

გამოფენა–გაყიდვა ახალციხის ციხის როგორც ქვედა, ისე ზედა ნაწილში მიმდინარეობს. ფესტივალიდღეს, 14 სექტემბერს დაიწყო და 16 სექტემბერს დასრულდება.

ახალციხის ციხეზე 80 რეწვის ოსტატის ნამუშევრებია გამოფენილი [Video]

[ავთო ინასარიძე, ნანა ინასარიძე – ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

რეწვის სახელოსნოების ფესტივალს ტურისტული კომპანიის წარმომადგენლები სტუმრობენ
ახალციხეში რეწვის სახელოსნოების საერთაშორისო ფესტივალი გაიხსნა
ახალციხეში ტრადიციული რეწვის სახელოსნოების ფესტივალი გაიმართება
ახალციხე რეწვის სახელოსნოების საერთაშორისო ფესტივალს უმასპინძლებს
ახალციხის ციხეზე ტრადიციული რეწვის ფესტივალი გრძელდება [ფოტო]
ახალციხის ციხეზე ტრადიციული რეწვის  ფესტივალი დაიწყო [ფოტო/ვიდეო]
28-30 ივნისს, ახალციხეში ‘რეწვის სახელოსნოების ფესტივალი’ გაიმართება [R]