FM97.5 / LIVE

თბილისიდან ანდეზიტში დაბრუნებული დალაქი – BP და მისი პარტნიორები სოფლისათვის [R]

მთავარისიახლე, ეკონომიკა, საზოგადოება, რეკლამა 25.05.2018
სოფელი ანდეზიტი ბორჯომის მუნიციპალიტეტში, ბაკურიანთან ახლოს მდებარეობს. სოფელში დღესდღეობით დაახლოებით 400 -მდე ადამიანი ცხოვრობს, რომლებიც ძირითადად ბაკურიანში არიან დასაქმებულები და ხშირ შემთხვევაში სეზონური სამსახურით ირჩენენ თავს.

თბილისიდან ანდეზიტში დაბრუნებული დალაქი – BP და მისი პარტნიორები სოფლისათვის [R]


ანდეზიტი 33 სოფლიდან ერთ-ერთია, რომელიც პროგრამაში - "ადგილობრივი მოსახლეობის განვითარების ინიციატივა" (CDI) მოხვდა. პროგრამა ინიცირებული და დაფინანსებულია კომპანია BP–სა და მისი პარტნიორების მიერ. CDI 2003 წლიდან ხორციელდება და მიზნად ისახავს ბორჯომის, ახალციხისა და ადიგენის მუციპალიტეტების 33 სოფელში მოსახლეობის კეთილდღეობის გაუმჯობესებას.

პროგრამა სამიზნე სოფლებში ხელს უწყობს მოსახლეობას მცირე ბიზნესის, სასოფლო სამეურნეო კოოპერატივების განვითარებაში, სასოფლო სადემონსტრაციო ნაკვეთების მოწყობაში, სოფლის ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციასა და სათემო ორგანიზაციების შექმნა-გაძლიერებაში. პროგრამის ფარგლებში ხდება საუკეთესო პროექტების შერჩევა და თანადაფინანსება. აღნიშნულ პროექტებს სამცხე–ჯავახეთში 2012 წლიდან "რეგიონული განვითარების ასოციაცია" (RDA) ახორციელებს.

"ადგილობრივი მოსახლეობის განვითრების ინიციატივა" CDI თავისი საქმიანობის დაწყების დღიდან ცდილობს ხელი შეუწყოს სოფლად ქალების განვითარებასა და მათი როლის გაძლიერებას. BP-მიერ თანადაფინანსებულია არაერთი ქალი, რომლებიც დღესაც წარმატებით უძღვებიან თავიანთ ბიზნესს.

სწორედ ერთ-ერთი ასეთია სილამაზის სალონი ანდეზიტში, რომელიც დიდი მოთხოვნით სარგებლობს მაღალი ხარისხის, თანამედროვე ინვენტარისა და პროფესიონალი სტილისტის წყალობით. ნატო გელაშვილმა ჟურნალისტის განათლება თბილისში მიიღო და თავისი პროფესიით მუშაობა თბილისშივე გააგრძელა, თუმცა, შვილის გაჩენის შემდეგ ნატოს მოუწია პროფესიას 5 წლით ჩამოშორებოდა, რადგან ბავშვს ყურადღება სჭირდებოდა და მიუხედავად საკუთარი პროფესიის სიყვარულისა, ნატო მიხვდა, რომ ჟურნალისტობას და ბავშვის აღზრდას ერთად ვერ მოახერხებდა. სწორედ ამიტომ, გადაწყვიტა სტილისტობა შეესწავლა და თბილისის ერთ-ერთ სალონშიც მოეწყო.

ერთ-ერთ ზაფხულს ნატო ჩვეულებისამებრ თბილისიდან თავის მშობლებთან ანდეზიტში დასასვენებლად წავიდა. მეგობრებმა სთხოვეს სტილისტის არ არსებობის გამო ერთი სეზონი ბაკურიანის სალონში ემუშავა. ნატოს იმდენად მოეწონა, რომ თბილისიდან ანდეზიტში გადაწყვიტა გადასვლა და იქ საკუთარი ბიზნესის წამოწყება.

ნატომ დღეს უკვე შვილიც ანდეზიტის სკოლაში შეიყვანა სასწავლებლად და საკუთარი სალონის გახსნაც შეძლო. სამი დღე ბაკურიანის სალონშია დასაქმებული, ხოლო დანარჩენი სამი დღე კი საკუთარ სალონში იღებს კლიენტებს.

ადგილობრივი მოსახლეობის განვითარების ინიციატივის (CDI5) პროექტამდე ნატოს მხოლოდ ფართი ჰქონდა და ოცნება, რომ ოდესმე საკუთარ სალონს გახსნიდა. დღესდღეობით კი პროექტის ფინანსური მხარდაჭერით მოახერხა შეეძინა სპეციალური სკამი, თავის დასაბანი და სალონისთვის საჭირო სხვადასხვა ინვენტარი, რამაც საშუალება მისცა თანამედროვე სტანდარტების სალონი გაეხსნა ანდეზიტში.

პროექტის შესახებ კი შემთხვევით, გაჩერებაზე გამოკრული განცხადებით შეიტყო, რომელმაც მისი ყურადღება მაშინვე მიიპყრო, ჯერ ინტერნეტში მოიძია ინფორმაცია, ხოლო შემდეგ კი უკვე პროექტის მცირე ბიზნესის განვითარების ოფიცერს გაესაუბრა.

"ბევრი მირჩევდა, რომ მიმეღო მონაწილეობა პროექტში, ბევრიც მეუბნებოდა, რომ არაფერი გამოვიდოდა და ტყუილი დროის ფლანგვააო. ვიღაცეები ამბობდნენ, მეც მინდა მონაწილეობაო, მეც მინდა დაფინანსებაო. მონდომება ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ მარტო "მინდა“-ზე ხომ არ არის, თუ რაღაც არ შეგიძლია რეალურად მარტო "მინდა"-თი საქმე არ გამოვა".

ნატო იხსენებს, როგორ ნერვიულობდა რეგიონული განვითარების ასოციაციის თანამშრომლებთან გასაუბრებაზე მისული, თუმცა იქ შესულს ნერვიულობა დაავიწყდა და თავის იდეაზე თამამად ალაპარაკდა.

გასაუბრებამ და ბიზნეს გეგმის წერის ტრენინგებმა ნატოს გამბედაობა შემატა და სხვა კონკურსშიც გაბედა მონაწილეობის მიღება, სადაც ასევე გაიმარჯვა.

"ადგილობრივი მოსახლეობის განვითარების ინიციატივის მიერ გამოცხადებულ კონკურსში გამარჯვების შემდეგ საკუთარი თავის უფრო ვირწმუნე და გადავწყვიტე, ბიზნესის განვითარების მიზნით კიდევ სხვა კონკურსებშიც მიმეღო მონაწილეობა, რის შემდეგაც "მიკრო და მცირე მეწარმეობის" პროექტის კონკურსშიც გავიმარჯვე".თბილისიდან ანდეზიტში დაბრუნებული დალაქი – BP და მისი პარტნიორები სოფლისათვის [R]

თანადაფინანსების მოპოვებისა და ინვენტარის შეძენის შემდეგ, ნატოსთან კლიენტებმა არა მარტო ანდეზიტიდან, არამედ გარშემო მდებარე სოფლებიდანაც დაიწყეს მისვლა.

"ხანდახან, ბაკურიანიდან სახლში რომ ვბრუნდები აქ კლიენტები მელოდებიან. საახალწო პერიოდებში, მაგალითად, ღამის 12 საათამდე და 2 საათამდეც მიმუშავია, სოფლად ხშირად ბევრს პატარა ბავშვი ყავს და ვერ ახერხებენ შორს წასვლას და ურჩევნიათ აქვე, ჩემთან მოვიდნენ. ძალიან ბევრი ადამიანი ჩამოდის ციხისჯვარიდანაც".

როგორც ნატო აღნიშნავს, ადამიანები, როდესაც მის დამოკიდებულებას, სალონში არსებულ ხარისხს ხედავენ, მეზობლებსაც ეუბნებიან მის შესახებ და კლიენტების რაოდენობაც დღითიდღე იზრდება.

დღეს ნატოს სალონში ერთი თანასოფლელი ჰყავს დასაქმებული და გაფართოებასთან ერთად თანამშრომლების დამატებასაც აპირებს. სამომავლო გეგმები კი დიდი აქვს, ამბობს რომ მიუხედავად იმისა, რომ კლიენტების სიმცირეს არ განიცდის, აპირებს, რომ მუდმივად მიაწოდოს სიახლე მათ, დაამატოს კოსმეტოლოგის კაბინეტი, რომ მოსულმა მომხმარებელმა ერთ სივრცეში მიიღოს ყველა მისთვის საჭირო მომსახურება და აღარ მოუწიოს ქალაქში წასვლა.

ნატო ახლა უკვე წარმატებული ადამიანია, თუმცა გაჩერებას არ აპირებს და უახლოეს მომავალში კრედიტის აღებასაც გეგმავს ბიზნესის გასაფართოებლად.

"შევიძინე ძალიან დიდი გამოცდილება. აღარაფრის მეშინია და ვფიქრობ, რომ არაფერი იქნება ისეთი პრობლემა და დაბრკოლება, რომელსაც ვერ გადავლახავ".


რეგიონული განვითარების ასოციაცია


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

უდის ოსტატის მონდომება მეტალსაც ამარცხებს –   BP და მისი პარტნიორები სოფლისათვის [R]
უდის მეფრინველეობა ახალციხეს კვერცხებით ამარაგებს – BP და მისი პარტნიორები სოფლისთვის [R]
BP ქალების ჩართულობისთვის (R)
”მცირე და საშუალო ბიზნესი ქვეყნის განვითარების ხერხემალი უნდა იყოს”
 ცხრა შვილიანი ოსტატის  შედეგიანი შრომა - BP და მისი პარტნიორები სოფლისთვის [R]


მექანიზაციის დღე ზემო სხვილისში
დამწყები ბიზნესის ხელშეწყობა და წარმატებული ბენეფიციარები