FM97.5 / LIVE

დამწყები ბიზნესის ხელშეწყობა და წარმატებული ბენეფიციარები

მთავარისიახლე, ეკონომიკა, რეკლამა 25.08.2016
სოფელ ზემო სხვილისში, პროგრამა "ადგილობრივი მოსახლეობის განვითარების ინიციატივის" (CDI) ფარგლებში დაფინანსებული მექანიზატორების შეხვედრა გაიმართა. მათ შეძენილი სახნავი, სათესი, სათიბი, საფრეზი და მიწათმოქმედებისათვის საჭირო სხვა მექანიზაცია გამოფინეს და საკუთარი გამოცდილება ერთმანეთს გაუზიარეს.

დამწყები ბიზნესის ხელშეწყობა და წარმატებული ბენეფიციარები
ფოტოზე: CDI პროგრამის ფარგლებში დაფინანსებული ბენეფიციარები ერთმანეთს გამოცდილებას უზიარებენ. სამცხე-ჯავახეთი, სოფ. ზემო სხვილისი, 2016

პროგრამა "ადგილობრივი მოსახლეობის განვითარების ინიციატივა“ (CDI) კომპანია ბი-პი-ს დაფინანსებით 2003 წელს სამცხე–ჯავახეთსა და ქვემო ქართლში დაიწყო. უკვე ექვსი წელია სამცხე-ჯავახეთის ნაწილში პროგრამას "რეგიონული განვითარების ასოციაცია“ (RDA) ახორციელებს.

გამარჯვებული ბენეფიციარი – ზაალ ხითარიშვილი

"მექანიზაციის დღეზე“ სოფელ ზემო სხვილისში მცხოვრებმა ზაალ ხითარიშვილმა ფერმერებს, პროგრამა "ადგილობრივი მოსახლეობის განვითარების ინიციატივის“ (CDI) ფარგლებში ნაყიდი სათიბელა აჩვენა. მექანიზატორმა "რეგიონული განვითარების ასოციაციასთან“ (RDA) თანამშრომლობა 2015 წელს დაიწყო. მან სასოფლო–სამეურნეო ტექნიკის შესაძენად, ასოციაციის მიერ გამოცხადებულ კონკურსში მონაწილეობა მიიღო, შემდეგ პროექტი წარადგინა, კონკურსში გაიმარჯვა და დაფინანსება მოიპოვა. ამბობს, რომ ინფორმაცია მცირე გრანტის შესახებ სოფელში ჩატარებული კრების საშუალებით გაიგო.

"ამიხსნეს როგორ უნდა შემევსო განაცხადი, შემდეგ ეტაპზე პროექტი დავწერე და გასაუბრებაც გავიარე. სათიბელა დამიფინანსეს და სხვა მისაბმელები თავად შევიძინე, რაშიც სულ 3650 ლარი დამეხარჯა. ტრაქტორი უკვე მყავდა და თიბვა დავიწყე. ახლა ერთი დღის განმავლობაში სამი ჰექტრის მოთიბვას ვახერხებ და ჩემი შემოსავლის ძირითადი წყაროა.“– ამბობს ზაალ ხითარიშვილი.

პროგრამის ფარგლებში ნაყიდი ხელსაწყოები


"რეგიონული განვითარების ასოციაციის“ მიერ მოწყობილ "მექანიზაციის დღეზე“ ის მეწარმეებიც იმყოფებოდნენ, რომლებმაც პროექტის ფარგლებში, სასოფლო–სამეურნეო ტექნიკის შექმნის ან გადაწყობისათვის საჭირო ხელსაწყოები შეიძინეს. ერთ–ერთი მათგანი გევონტ პოღოსიანია. იგი ხელოსანია და ტექნიკის შეკეთების გარდა, შეუძლია: დანადგარების მიმაგრება, ახალი დანადგარების გამოგონება, რამდენიმე მისაბმელის ერთმანეთთან დაკავშირება, რომლითაც ფერმერი ორ სხვადასხვა ოპერაციას ერთდროულად შეასრულებს, საქმე გაუადგვილდება და ამავდროულად ხარჯი შეუმცირდება.

დამწყები ბიზნესის ხელშეწყობა და წარმატებული ბენეფიციარები
ფოტოზე: გევონტ პოღოსიანი (მარცხნივ) მექანიზაციის დღეზე საკუთარი გამოგონების დემონსტრირებას ახდენს. სამცხე-ჯავახეთი, სოფ. ზემო სხვილისი, 2016

გევონტ პოღოსიანი ამბობს, რომ დამწყები ბიზნესის ხელშეწყობის ინიციტივა, საკუთარი საქმიანობის გაუმჯობესებაში ძალიან დაეხმარა.

"სახელოსნო დანადგარები მჭირდებოდა, რაც ჩემი საქმისათვის აუცილებელია: საჭრელები, შედუღების აპარატი, რკინის გასაპრიალებელი მოწყობილობა და ა.შ. აღნიშნული დანადგარებიდან ნაწილი მქონდა, მაგრამ იყო ძველი და უხარისხო . დაფინანსების შემდეგ ყველაფერი ახალი შევიძინე. ადრე არ მქონდა ასეთი საჭრელები, ახლა მიადვილდება რკინის გაჭრა, იოლად, სწრაფად და ხარისხიანად ვაკეთებ საქმეს. ამ ეტაპზე, მაქვს გაკეთებული კარტოფილის ამოსაყრელი, რომლის მსგავსი ქვეყნის მასშტაბით ვფიქრობ, რომ არ არის, ასევე სათიბელა გავაკეთე და ძალიან კმაყოფილი ვარ. ჩემი წილი 1,300 ლარი იყო, 2 600–ით კი პროგრამამ დამაფინანსა“,– ამბობს გევონტ პოღოსიანი.

სოციალური საწარმო ივლიტაში

პროგრამა "ადგილობრივი მოსახლეობის განვითარების ინიციატივის“ (CDI) ერთ–ერთი კომპონენტის ფარგლებში, სოფელ ივლიტას მაცხოვრებლებმა ტრაქტორი 2012 წელს ერთობლივად შეიძინეს.

"გადავწყვიტეთ შეგვეძინა ტრაქტორი. 8,000 ჩვენი წილი იყო, 12,000 ასოციაციამ დაგვაფინანსა. მოსახლეობამ რაც დადო თანხა, ხვნისა და თესვის პროცესში ერთ სეზონზე ავანაზღაურეთ. მანამდე სოფელში ტექნიკა არ იყო, მეორე სოფლიდანაც ვერ მოგვყავდა. ასე, რომ ეს პროექტი ძალიან დაგვეხმარა. ამავე პროგრამის ფარგლებში აღვადგინეთ სარწყავი წყლის მილსადენიც, მთლიანად გავასარწყავიანეთ მიწები და ამ ყველაფერმა ის შედეგი გამოიღო, რომ სოფელში, ვისაც მიწა ჰქონდა მიტოვებული და არ ამუშვებდა, ახლა უკვე დამუშავება დაიწყო. პრობლემა აღარ არის ხვნაზე, ფრეზვასა თუ თიბვაზე“, – ამბობს სოფელ ივლიტას მკვიდრი და საინიციატივო ჯგუფის წევრი გიორგი გიქოშვილი.

პროექტის ორგანიზატორები

პროგრამა - „ადგილობრივი მოსახლეობის განვითარების ინიციატივა“ (CDI) ინიცირებული და დაფინანსებულია კომპანია ბი-პი-სა და მისი პარტნიორების მიერ ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის (BTC), სამხრეთ-კავკასიური გაზსადენის (SCP) და მისი გაფართოების (SCPX) კომპანიებში.
რეგიონული განვითარების ასოციაცია ადგილობრივი მოსახლეობის განვითარების ინიციატივას 2011 წლიდან სამცხე–ჯაავხეთის 28 სოფელში ახორციელებდა, 2013 წლიდან მას კიდევ 5 სოფელი დაემატა. ამ დროისათვის, ასოციაცია პროექტებს ადიგენის 4, ბორჯომის 8 და ახალციხის 21 სოფელში ახორციელებს.

პროგრამის ერთ–ერთი მიმართულება მცირე მეწარმეთა მიერ ბიზნესის წამოწყებას ან/და გაფართოებას აფინანსებს 2,600 ლარამდე თანამონაწილეობრივი გრანტით. მთლიანი თანხის 30%-40% კი დაფინანსებულმა თავად უნდა დახარჯოს. გრანტი კონკურსის წესით გაიცემა და მის მისაღებად საწყის ეტაპზე საჭიროა ბიზნეს იდეის განაცხადის შევსება. წარმატებული იდეის ავტორები გადიან სპეციალურ ტრენინგს, რომლის შედეგადაც იდეას ბიზნეს-გეგმად აქცევენ და სპეციალურად მოწვეულ შეფასების კომისიას პირის-პირ ინტერვიუზე აცნობენ. რეგიონული განვითარების ასოციაცია მეწარმეებს მუდმივად გვერდში უდგას. დაფინანსებული მეწარმეები სხვადასხვა ტრენინგებით და ინდივიდუალური კონსულტაციებით სარგებლობენ და ბიზნესის შედეგებს ასოციაციას პერიოდულად უზიარებენ.

2015-2016 წლის განმავლობაში კონკურსის წესით უკვე 77 მცირე ბიზნესის პროექტი დაფინანსდა და მათგან 18 კი სასოფლო-სამეურნეო ტექნიკით ემსახურება საკუთარ და მიმდებარე სოფლებს.

"გვქონდა მექანიზატორების შეკრება. ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში დაფინანსებული 20–მდე მექანიზატორი შეიკრიბა. ხშირად ვაცნობთ ერთი და იგივე ტიპის ბიზნესებს ერთმანეთს, ვაკავშირებთ, რომ ერთიანი მონაცემთა ბაზა ჰქონდეთ, ისაუბრონ პრობლემატიკის შესახებ, სიახლეები გაუზიარონ ერთმანეთს. ვცდილობთ, რომ მეწარმეების მძლავრი გუნდი შევქმნათ. მცირე ბიზნესის ხელშეწყობა არის ის კომპონენტი, რომელიც მუდამ აქტიურია, იმიტომ, რომ სოფლად, მომსახურების და წარმოების დეფიციტი ჯერ კიდევ არ აღმოფხვრილა“ – განმარტავს პროექტის დირექტორი ნიკოლოზ საყვარელიძე.

დამწყები ბიზნესის ხელშეწყობა და წარმატებული ბენეფიციარები

RDA-ს ინფორმაციით, ბოლო 5 წლის განმავლობაში, სამცხე–ჯავახეთის 33 სოფელში 120-ზე მეტი ბიზნესია დაფინანსებული, აქედან 50-მდე ბიზნესი მხოლოდ მექანიზაციას შეეხება.

"ეს არის ნაბიჯები, რომლებიც სოფლებს საკმარისი ტექნიკით გაჯერებაში უნდა დაეხმაროს. აუცილებელია ფერმერი აგრო ვადებში ჩაეტიოს. როდესაც არის მიწის დამუშავების დრო, უნდა იყოს ბევრი ტექნიკა, რომ ვთქვათ ერთ კვირაში მთელმა სოფელმა მოხნას, დაფრეზოს. თუ ერთ ტრაქტორს 40 ფერმერი რიგში დაელოდება, ხან წვიმა მოუსწრებს, ხან სხვა ხელისშემშლელი ფაქტორები გამოჩნდება და ვადებში ვეღარ ჩაეტევიან. ამიტომ კარგია, როცა ტექნიკით მარაგდება სოფელი“– ამბობს მცირე ბიზნესის განვითარების ოფიცერი გიორგი ჯანაშვილი.

[თაკო ფეიქრიშვილი, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

მექანიზაციის დღე ზემო სხვილისში
”მცირე და საშუალო ბიზნესი ქვეყნის განვითარების ხერხემალი უნდა იყოს”
'რეგიონული განვითარების ასოციაცია' საგრანტო კონკურსს აცხადებს ®
BP ქალების ჩართულობისთვის (R)
სათემო კავშირები და მათი როლი სოფლის განვითარებაში [R]

მიკრო და მცირე მეწარმეებს სახელმწიფო პროგრამის დეტალები გააცნეს
BP ადგილობრივ ფერმერებს ეხმარება (R)