FM97.5 / LIVE

მექანიზაციის დღე ზემო სხვილისში

მთავარისიახლე, ეკონომიკა 21.06.2016
21 ივნისს, ახალციხეში, სოფელ ზემო სხვილისში „მექანიზაციის დღე“ მოეწყო. ფერმერებმა ერთმანეთს სასოფლო–სამეურნეო ტექნიკა წარუდგინეს და გამოცდილება გაუზიარეს.

მექანიზაციის დღე ზემო სხვილისში

სახნავი, სათესი, სათიბი და საფრეზი მოწყობილობა და მიწათმოქმედების სხვა იარაღი ზემო სხვილისში 20–მდე მექანიზატორმა გამოფინა. სასოფლო–სამეურნეო ტექნიკა მათ "რეგიონული განვიტარების ასოციაციის“ (RDA) პროექტის, "ადგილობრივი მოსახლეობის განვითარების ინიციატივის“ ფარგლებში შეიძინეს.

პროექტის ერთ–ერთი კომპონენტის, დამწყები ბიზნესის ხელშეწყობის ფარგლებში, სასურველი ტექნიკის შესაძენად, მათ პროექტები დაწერეს და ასოციაციისგან 2 600 ლარის ოდენობით გრანტი მიიღეს.

"წელს შევიტანე პროექტი. გასაუბრებაც მქონდა, შემდეგ ეტაპზე კი დამიფინანსეს სათიბელა. 2 600 ლარით მათ დამაფინანსეს, 30%, 700 ლარი ჩემი მონაწილეობა იყო. ტრაქტორიც მყავდა და თიბვა დავიწყე. ერთი დღის განმავლობაში სამი ჰექტრის მოთიბვას ვახერხებ. ჩემი შემოსავლის წყაროა. შემდეგში ფოცხის შეძენა მინდა, თუ გამოცხადდება პროექტი“,– ამბობს სოფელ ზემო სხვილისის მკვიდრი ზაალ ხითარიშვილი.

"ადგილობრივი მოსახლეობის განვითარების ინიციატივა“ (CDI) კომპანია BP-ს დაფინანსებით, ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენის გასწვრივ მდებარე, სამცხე–ჯაავხეთის 33 სოფელში ხორციელდება.

"ჩვენ გვაქვს რამდენიმე მიმართულება, რომლითაც ვცდილობთ მოსახლეობის სოციალურ–ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას, ერთ–ერთი არის მცირე, დამწყები ბიზნესის ხელშეწყობა. თითქმის ყოველ წელს ვაცხადებთ კონკურსებს. მაქსიმალური დაფინანსების ზღვარი, დამწყებ ბიზნეს კომპონენტში, ჩვენი მხრიდან 2 600 ლარია და თავისი წილი მინიმუმ 30 % უნდა იყოს“, - ამბობს პროექტ "ადგილობრივი მოსახლეობის განვითარების ინიციატივის“ დირექტორი ნიკოლოზ საყვარელიძე.

[თაკო ფეიქრიშვილი, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

დამწყები ბიზნესის ხელშეწყობა და წარმატებული ბენეფიციარები
”მცირე და საშუალო ბიზნესი ქვეყნის განვითარების ხერხემალი უნდა იყოს”
სათემო კავშირები და მათი როლი სოფლის განვითარებაში [R]

BP ქალების ჩართულობისთვის (R)
'რეგიონული განვითარების ასოციაცია' საგრანტო კონკურსს აცხადებს ®
2000–მდე სოფელს მაღალსიჩქარიანი ინტერნეტი ექნება
BP ადგილობრივ ფერმერებს ეხმარება (R)