FM97.5 / LIVE

სოფელ ანდაში სტიქიისგან დაზიანებული გზა აღდგება

მთავარისიახლე, ეკონომიკა 28.05.2018
ახალციხის მერია, სოფელ ანდაში, 22 მაისს ძლიერი წვიმისა და სეტყვის შედეგად დაზიანებულ გზას აღადგენს.

სოფელ ანდაში სტიქიისგან დაზიანებული გზა აღდგება
როგორც მერიაში ამბობენ, რა თანხა დაიხარჯება გზის აღდგენისათვის, სამუშაოების დასრულების შემდეგ გახდება ცნობილი. თვითმმართველობაში ჯერ ვერც იმას აკონკრეტებენ, ვინ აღადგენს სტიქიისაგან დაზიანებულ გზას.

ძლიერი წვიმა და სეტყვა ახალციხის სოფელ ანდაში 22 მაისს იყო. ადგილობრივების თქმით, დაზიანდა სასოფლო–სამეურნეო ნაკვეთები და ხეხილის ბაღები, დაიტბორა ეზოები და სარდაფები.

თვითმმართველობაში განმარტავენ, სტიქიას ადგილობრივების სასოფლო– სამეურნეო ნაკვეთებისა და ხეხილისთვის მნიშვნელოვანი ზიანი არ მიუყენებია. შესაბამისად, მუნიციპალიტეტი მხოლოდ სოფლის ცენტრალურ გზას აღადგენს.

სოფელ ანდასთან ერთად, 22 მაისს სტიქია იყო ახალციხის კიდევ სამ სოფელში. ძლიერმა წვიმამ, წყალთბილის, სხვილისისა და ვალის ე.წ მეორე შახტის მცხოვრებლები დააზარალა. რაც შეეხება ქალაქ ახალციხეს, წვიმისაგან ადიდებულმა ე.წ ღრელის წყლებმა მიქელაძეების სახლი დატბორა.

[ლუბა გიორგაძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ძლიერმა სეტყვამ და წვიმამ სოფელ ანდაში  ადგილობრივები დააზარალა
ადიდებულმა ხევმა ახალციხეში მიქელაძეების სახლი დატბორა
ვალესა და წყალთბილაში სტიქიისგან დაზიანებულ ტერიტორიას წმენდენ
ძლიერმა წვიმამ ბორჯომში საცხოვრებელი შენობები დააზიანა
სოფელ ურაველში სეტყვამ ხეხილი დააზიანა
ხეოთელ ფერმერებს სტიქიისგან მიყენებული ზარალი ვერ აუნაზღაურდებათ
ახალციხის სოფლებში რამდენიმე ჰექტარი მიწის ნაკვეთი დაიტბორა [Photo/Video]