FM97.5 / LIVE

'შეკერილი ზღაპარი' - BP და მისი პარტნიორები სოფლისთვის [R]

მთავარისიახლე, ეკონომიკა, საზოგადოება, რეკლამა 17.05.2018
სოფელი საკირე, პროგრამაში "ადგილობრივი მოსახლეობის განვითარების ინიციატივა"(CDI) მოხვედრილი ერთ - ერთი სოფელია, რომელიც სამცხე-ჯავახეთში, ბორჯომის მუნიციპალიტეტში მდებარეობს.

'შეკერილი ზღაპარი' - BP და მისი პარტნიორები სოფლისთვის [R]

2014 წლის მონაცემებით, სოფელში 955 მოსახლე ცხოვრობს. 2004 წლის მონაცემებთან შედარებით მოსახლეობის რაოდენობა სხვა სოფლების მსგავსად აქაც (9.4%) შემცირებულია, რაც მრავალი მიზეზით შეიძლება აიხსნას - მათ შორის ერთ-ერთი კი სოფლად არასაკმარისი სამუშაო ადგილებია.

"ადგილობრივი მოსახლეობის განვითარების ინიციატივის" (CDI) ფარგლებში თანადაფინანსებული პროექტები არა მხოლოდ კონკრეტულად რომელიმე ოჯახს ეხმარება, არამედ, ხელს უწყობს, ზოგადად სოფლად სამუშაო ადგილების შექმნას. CDI ფარგლებში დაფინანსებული ადამიანები თავის მხრივ ასწავლიან და ასაქმებენ თანასოფლელებს. სწორედ ერთ-ერთი ასეთი ადამიანია - თამარ კაპანაძე, რომელმაც დიდი ხნის ოცნება აიხდინა და საკირეში საკუთარი სამკერვალო გახსნა.

თამარს კერვა ბავშვობიდან იტაცებდა, ჯერ კიდევ სკოლის პერიოდში ის საკუთარ კაბებს იკერავდა და აღნიშნავს, რომ სწორედ ამიტომ, სოფელში ყველაზე განსხვავებულად იცვამდა. უკვე შემდგომ, თამარი ბორჯომში სწავლობდა კერვას და იქვე მუშაობდა ბორჯომის პირველ ატელიეში.

CDI თანადაფინანსება თამარმა 2015 წელს მოიპოვა და თვლის, რომ სწორედ აქედან დაიწყო მის ცხოვრებაში მნიშვნელოვანი ცვლილებები. თამარმა თანადაფინანსებით შეძლო ცალკე სამკერვალო აეშენებინა და თანამედროვე დანადგარებიც შეეძინა.

'შეკერილი ზღაპარი' - BP და მისი პარტნიორები სოფლისთვის [R]"ძველი საკერავი მანქანა მქონდა, რომელსაც არ შეეძლო ბევრი ოპერაციის გაკეთება. მიუხედავად იმისა, რომ ხელითაც მეხერხება რაღაცეების კეთება, ამას მაინც ბევრი დრო და ენერგია მიაქვს და შესაბამისად, რაოდენობაზეც აისახება. ახლა, რადგან ახალი დანადგარების შეძენა მოვახერხე, შეკვეთასაც მეტს ვიღებ. ხანდახან იმდენი შეკვეთა მქონდა, რომ ვერც ვასწრებდი და ბევრისთვის უარის თქმა მიწევდა. შემდეგ უკვე მოწაფე ავიყვანე, ჩვენივე სოფლიდან -სამი შვილის დედაა და სამსახური აქვე ახლოს სჭირდებოდა, რადგან ბავშვებსთვის ყურადღების მიქცევაც მოეხერხებინა. ხელობა ვასწავლე და ახლა უკვე ერთად ვმუშაობთ".

თამარმა კონკურსის შესახებ შვილისგან გაიგო, რომელსაც სოფლის კრებაზე გამოატანეს თამართან განაცხადი და ურჩიეს, დედასთან მიეტანა, რადგან სწორედ ეს პროექტი დაეხმარებოდა საყვარელი საქმე მომგებიან ბიზნესად ექცია, რომელიც შემდგომში სოფელსაც გამოადგებოდა.
შემდეგ უკვე იყო რეგიონული განვითარების ასოციაციის მიერ ჩატარებული ბიზნეს განაცხადის შევსების ტრენინგი, რომელიც თამარს განაცხადის სწორად შევსებაში დაეხმარა. თამარს მიაჩნია, რომ უკვე ნებისმიერი სხვა პროექტის კონკურსისთვის მზად არის.

დღეისთვის თამარს თავი წარმატებულ ადამიანად მიაჩნია. აქვს უწყვეტი შეკვეთები, ხანდახან შეკვეთებზე უარის თქმაც კი უწევს, დროის უქონლობის გამო. იგი ფიქრობს, რომ სამკერვალოს კიდევ ერთი სართული დაუმატოს, შეიძინოს დამატებითი დანადგარები, რის შემდეგაც უკვე მეტი მოწაფის აყვანას და დასაქმებას შეძლებს. სამომავლო გეგმები კი მართლაც ბევრი აქვს და თუ ადრე კრედიტზე ფიქრს ნამდვილად ვერ გაბედავდა, დღეისთვის უკვე თვლის, რომ გაფართოების მიზნით კრედიტის აღება დასჭირდება:

"ამ ეტაპზე, უკვე მაქვს სტაბილური შემოსავალი. გაფართოების მიზნით ავიღებ კრედიტს და მჯერა, რომ მალეც დავფარავ, ჩემი ბიზნესის მომგებიანობიდან გამომდინარე. ადრე ვერ გავრისკავდი, რადგან ხან იყო შეკვეთები, ხან - არა, ზოგს ტექნიკის უქონლობის გამო ვერ ვიღებდი, ეხლა კი ვთვლი, რომ ჩემი ბიზნესი სტაბილურია. კლიენტიც რომ არ მოვიდეს, შემიძლია საკუთარი ნაჭრებით შევკერო თეთრეული, ლოგინის პირები, გადასაფარებლები, საბავშვო ტანსაცმელი და ჩავაბარო მაღაზიაში".

თამარი ადგილობრივი ბაღის მოსწავლეებსაც უკერავს საკარნავალო სამოსს, როგორც ბაღის გამგე ხათუნა აღნიშნავს, იდეა, ბავშვებისთვის საკარნავალო კოსტუმების შეკერვის, სულ არსებობდა, თუმცა არავინ ჰყავდათ, ვინც ამ იდეის განხორციელებაში დაეხმარებოდათ, ამიტომაც წლების განმავლობაში სურვილი სურვილად რჩებოდა.

როგორც ხათუნა აღნიშნავს, თამარი არა მარტო დაეხმარა ბაღს იდეის განხორციელებაში, ასევე ჩაუტარა ბავშვებს პრაქტიკული გაკვეთილები და მას შემდეგ ისინი წარმატებით თანამშრომლობენ.'შეკერილი ზღაპარი' - BP და მისი პარტნიორები სოფლისთვის [R]

"ერთ საინტერესო ამბავს მოგიყვებით, ბაღში დავგეგმეთ ღია კარის დღე "მოდა და ბავშვები", სადაც თამარმა ძალიან აქტიური მონაწილეობა მიიღო. სპეციალურად ამ დღისთვის მან შეკერა სხვადასხვა ქვეყნის ნაციონალური ტანსაცმელი, გარდა ამისა ღონისძიებაზე
იგი თავისი საკერავი მანქანით და ნაჭრებით მოვიდა ჩვენთან. სპეციალურად ამ დღისთვის ზოგმა ბავშვმა სახლიდან წამოიღო სხვადასხვა ნაჭრები. თამარმა ბავშვებს აჩვენა დანადგარი, აუხსნა თუ როგორ მუშაობს, ასევე დაათვალიერებინა სხვადასხვა ნაჭრები, და გადაწყვიტეს რომ ვიდრე ღია გაკვეთილი დასრულდებოდა შეეკერათ ერთი ზღაპრული კოსტიუმი ბავშვების სურვილით. სწორედ ღონისძიების მსვლელობისას შეიკერა "კონკიას" კაბა. ბავშვები აღფრთოვანებულები იყვნენ, ბიჭებიც ძალიან აქტიურად ჩაერთნენ პროცესში. სახლიდან მოტანილი ნაჭრებით კი სხვადასხვანაირი აპლიკაციები შეიკერა".


"ბავშვი რასაც ხელით ეხება იმას უფრო ადვილად ითვისებს. თამარის ღია გაკვეთილმა ბავშვებს შრომის ინტერესი გაუღვივა", - აღნიშნავს ბაღის გამგე.

რეგიონული განვითარების ასოციაცია


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

უდის მეფრინველეობა ახალციხეს კვერცხებით ამარაგებს – BP და მისი პარტნიორები სოფლისთვის [R]
უდის ოსტატის მონდომება მეტალსაც ამარცხებს –   BP და მისი პარტნიორები სოფლისათვის [R]
თბილისიდან ანდეზიტში დაბრუნებული დალაქი – BP და მისი პარტნიორები სოფლისათვის [R]
 ცხრა შვილიანი ოსტატის  შედეგიანი შრომა - BP და მისი პარტნიორები სოფლისთვის [R]


დამწყები ბიზნესის ხელშეწყობა და წარმატებული ბენეფიციარები
BP ქალების ჩართულობისთვის (R)
”მცირე და საშუალო ბიზნესი ქვეყნის განვითარების ხერხემალი უნდა იყოს”