FM97.5 / LIVE

‘ბოლო ზარი’ ახალციხის სკოლებში [Photo]

მთავარისიახლე, საზოგადოება 18.05.2018
საჯარო და კერძო სკოლების მეთორმეტე კლასელებისთვის დღეს ბოლო ზარი დაირეკა. სასწავლო წლის ბოლო დღე კურსდამთავრებულებმა განსხვავებულად აღნიშნეს.

‘ბოლო ზარი’ ახალციხის სკოლებში [Photo]

დღეს, 18 მაისს, სკოლის დამთავრება, ქალაქ ახალციხის კერძო სკოლა "მზექას" და მეხუთე საჯარო სკოლის კურსდამთავრებულებმა აღნიშნეს. მათ ტრადიციულად, "ბოლო ზარს" ღონისძიება მიუძღვნეს, სადაც სიმღერები, ცეკვები და მასწავლებლების პაროდიები შეასრულეს.

ია იაძე ახალციხის კერძო სკოლა "მზექას" ოქროსმედალოსანი კურსდამთავრებულია. მიუხედავად იმისა, რომ იცის, წინ საინტერესო და დამოუკიდებელი ცხოვრება ელოდება, სკოლის დამთავრების გამო, გული მაინც სწყდება – "ძალიან მომენატრებიან მასწავლებლები და კლასელები, თუმცა ახალ ცხოვრებას, უფრო დამოუკიდებელს დავიწყებ. ჯავახიშვილში მინდა ჩაბარება საერთაშორისო ურთიერთობებზე. ვნერვიულობ, თუმცა ჩემი თავის იმედი მაქვს".

კიდევ ერთი კურსდამთავრებული ნესტან ნებაძეა. უნდა, რომ არქეოლოგიაზე ისწავლოს – "სამცხე–ჯავახეთის უნივერსიტეტში ვაბარებ. ძალიან მომწონს არქეოლოგია, განსაკუთრებით გათხრები. როდესაც, მაგალითად უძველესი ადმაიანის ძვლებს ან ჩონჩხს აღმოაჩენენ ხოლმე".

ახალციხის N3 საჯარო სკოლის კურსდამთავრებულები ღონისძიებას ხვალ, 19 მაისს გამართავენ, ხოლო ქალაქის დანარჩენი საჯარო სკოლები სასწავლო წლის დასრულებას, 25 მაისს იზეიმებენ.

ახალციხის მუნიციპალიტეტის მასშტაბით, სკოლა 500–ზე მეტმა მოსწავლემ დაასრულა.

‘ბოლო ზარი’ ახალციხის სკოლებში [Photo]

‘ბოლო ზარი’ ახალციხის სკოლებში [Photo]

‘ბოლო ზარი’ ახალციხის სკოლებში [Photo]

‘ბოლო ზარი’ ახალციხის სკოლებში [Photo]


[მარიამ ბარძიმაძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

‘ბოლო ზარი’ ახალციხის სკოლებში
ახალციხის სკოლებში ბოლო ზარი დაირეკა [Photo]
ახალციხის სკოლებში მეთორმეტეკლასელებისთვის ბოლო ზარი დაირეკა
რამდენი მოსწავლე ჩაიჭრა მათემატიკასა და ფიზიკაში ახალციხის სკოლებში
სკოლის საატესტატო გამოცდები დასრულდა
ახალციხის მერმა მეთორმეტეკლასელებს სკოლის დამთავრება მიულოცა
რამდენი ადგილი დარჩა პირველკლასელებისთვის ახალციხის სკოლებში