FM97.5 / LIVE

აწყურის ტყეში ხეები ხმება

მთავარისიახლე, საზოგადოება 10.05.2018
ახალციხეში, სოფელ აწყურში, ადგილობრივები ამბობენ, რომ დაახლოებით, 60 წლის წინ გაშენებულ ხელოვნურ ტყეში ფიჭვის ხეები ხმება.

აწყურის ტყეში ხეები ხმება
სოფელ აწყურთან ახლოს, მდინარე მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე, მთის ფერდობზე გაყვითლებული ფიჭვის ხეები ადგილობრივებმა პირველად გასულ წელს შენიშნეს. მათი თქმით, წელს გამხმარი ხეების რაოდენობამ იმატა.

„შეიძლება რაიმე დაავადება გაჩნდა და ხეები იმიტომ ხმება. მაგ ტყეში ხის მოსაჭრელად არავინ შედის“, – ამბობს აწყურში მცხოვრები იზოლდა გაჩეჩილაძე.

მის მოსაზრებას იზიარებს მეზობლად მცხოვრები ეთერ გოგოლაძე: „ალბათ ლაფნიჭამია ყავს ხეებს, სხვა არ ვიცი მიზეზი რა შეიძლება იყოს“.

ტყეში წელს გამხმარი ხეების რაოდენობამ რომ იმატა, ამაზე აწყურში მერის წარმომადგენელი ალექსი ლაბაძეც საუბრობს: „წვერი თუ გაუხმა წიწვოვან ხეს, ის მერე მთლიანადაც ხმება. ეგ ტერიტორია სატყეოს ეკუთვნის, ალბათ მიზეზს იქ უკეთ გეტყვიან“.

ეროვნულმა სატყეო სააგენტომ აწყურის ტყეში ხეების ხმობის შესახებ „სამხრეთის კარიბჭედან“ შეიტყო: „რამდენიმე დღეში სპეციალისტების ჯგუფს გამოვგზავნით და შეისწავლიან ვითარებას. მანამდე ხეების ხმობის მიზეზებზე საუბარი გაგვიჭირდება“.

[თინათინ ზაზაძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ადიგენი–ახალციხის გზის მონაკვეთზე ფიჭვის ხეები ხმება
აწყურის ტყეში ფიჭვის ხეებს მავნებლები ახმობენ
სატყეო სამცხე–ჯავახეთში ხეებს ვირუსულ და სოკოვან დაავადებებზე იკვლევს
სოფელ წინუბნის ტყეში მავნებლის გამო ხეები ხმება
ლაბორატორიული კვლევით გაირკვა, რომ ხეების ხმობის მიზეზი სოკოვანი დაავადებები არ არის
წინუბნის ტყეში მბეჭდავი ქერქიჭამიას წინააღმდეგ სანიტარული ჭრები დაიწყება
‘ხეებს კვარისთვის თლიან’– ყვიბისში 30–მდე ფიჭვის ხე დააზიანეს