FM97.5 / LIVE

დაზიანებული კედლები, ტუალეტი და ღობე – ჩორჩანში სკოლის რეაბილიტაციას ითხოვენ

მთავარისიახლე, საზოგადოება 11.05.2018
ადიგენში, სოფელ ჩორჩნის სკოლის ეზოში, ფიცრულში მოწყობილი საპირფარეშო პერიოდულად ფეკალიებით ისე ივსება, რომ ტუალეტით სარგებლობა შეუძლებელი ხდება. ასევე, დაბზარულია სკოლის კედლები და მორღვეულია ღობე. მშობლები მოუწესრიგებელ ინფრასტრუქტურაზე ჩივიან.

დაზიანებული კედლები, ტუალეტი და ღობე – ჩორჩანში სკოლის რეაბილიტაციას ითხოვენ
ერთსართულიან სკოლის შენობაში, სადაც ხუთი დაწყებით კლასის მოსწავლე სწავლობს, კედლები დაბზარულია. შენობაში, სულ სამი საკლასო ოთახია და ხუთი მერხი დგას. სკოლის ეზოს ხის ღობე მონგრეული აქვს. აქ მხოლოდ ერთი ხის ტუალეტი დგას და იმით როგორც მოსწავლეები, ასევე, მასწავლებლებიც სარგებლობენ, თუმცა, პერიოდულად საპირფარეშოში ვერ შედიან. სკოლის ტუალეტს ბუნებრივი არხით სოფლის კანალიზაცია უერთდება, ამიტომ ტუალეტი პერიოდულად ისე ივსება, რომ შიგნით შესვლა შეუძლებელი ხდება.

„როცა ასეა, ბავშვები შესვენებაზე ტუალეტში სახლში მორბიან, სხვა გზა არაა“, – გვიყვებიან მშობლები.

ჩორჩნის სკოლის მასწავლებელი გულო სხირტლაძე ამბობს, რომ თუ სოფლიდან წამოსულ კანალიზაციას მილს გაუკეთებენ, სკოლის ტუალეტი ფეკალიებით აღარ გაივსება, თუმცა ეს პრობლემა წლებია დგას და ჯერ ვერ მოგვარდა.

დაზიანებული კედლები, ტუალეტი და ღობე – ჩორჩანში სკოლის რეაბილიტაციას ითხოვენ"იმ ტუალეტში თუ შევიდა ბავშვი, იქიდან რომ გამოვა ხელსაც ვერ დაიბანს, არც ეზოში და არც სკოლაში წყალი არაა“, – ამბობს ერთ–ერთი მოსწავლის მშობელი თამარ ჭაბუკიანი და ამატებს, რომ ბავშვებს ჩორჩნის სკოლაში სწავლა მძიმე პირობებში უხდებათ – „ოცდამეერთე საუკუნეა და ბავშვებს ელემენტარული სპორტდარბაზი, ან მოედანიც კი არ აქვთ, ამიტომ ზამთარში დერეფანში თამაშობენ. ზაფხულში კი ეზოში გამოდიან, მაგრამ ისე არაა შემოღობილი, რომ დაცულები იყვნენ“.

წვიამიან ამინდებში მიუვალია სკოლამდე მისასვლელი გზაც.

დაზიანებული კედლები, ტუალეტი და ღობე – ჩორჩანში სკოლის რეაბილიტაციას ითხოვენ„როცა წვიმს, ბავშვს ფეხსაცმლით სკოლაში ვერ ვუშვებ, წვიმის წყალს გზაზე კანალიზაციის არხიდანაც ერევა წყალი და თუ „ვალინკები“ არ ჩავაცვი ეზომდეც ვერ მივა“, – ამბობს თამარ ჭაბუკიანი.

სკოლის დირექტორი ირმა ქიმაძე წლების განმავლობაში პრობლემების მოუწესრიგებლობას იმით ხსნის, რომ სკოლა დახურვის პირას იყო, აქ მხოლოდ ორი მოსაწლვე სწავლობდა და ამიტომ მისი რეაბილიტაცია ვერ დაიგეგმებოდა: „ახლა შევეცდებით ნელ–ნელა ყველა პრობლემა მოვაგვაროთ. აღარც დახურვის საფრთხე დგას, სექტემბრიდან შვიდ პირველკლასელს ველოდებით“.

ქიმაძე ამბობს, რომ სკოლის რეაბილიტაცია არა, თუმცა ეზოს შემოღობვა და ახალი საპირფარეშოს აშენება გეგმაში აქვს: „კოსმეტიკური რემონტი აუცილებლად ჩაუტარდება შენობას, თუმცა ახლა ამისთვის თანხა არ გვაქვს. პირველ ეტაპზე სჯობს საპირფარეშო და ღობე მოვაწესრიგოთ“.

რაც შეეხება სკოლამდე მისასვლელ გზას, ქიმაძე ამბობს, რომ ამ საკითხის მოსაგვარებლად თვითმმართველობას უკვე მიმართა. ადიგენის მერიაში კი ამბობენ, რომ აღნიშნულის შესახებ არაფერი იციან.

„არ ვიცი იქ რა ხდება. ორშაბათს მივალთ, გავეცნობით ვითარებას და გვეცოდინება პასუხი რისი გაკეთება შეგვიძლია და რისი არა“, – ამბობს „სამხრეთის კარიბჭესთან“ სატელეფონო საუბარში ადიგენის მერის მოადგილე არსენ ბალახაშვილი.

სოფელ ჩორჩნის სკოლა 1953 წელს გაიხსნა და ის თავიდანვე მხოლოდ დაწყებითი კლასებისთვის იყო გათვლილი. მეოთხე კლასის დასრულების შემდეგ კი ბავშვები ადიგენის, ან მიმდებარე სოფლების სკოლებში აგრძელებენ სწავლას.

დაზიანებული კედლები, ტუალეტი და ღობე – ჩორჩანში სკოლის რეაბილიტაციას ითხოვენ

დაზიანებული კედლები, ტუალეტი და ღობე – ჩორჩანში სკოლის რეაბილიტაციას ითხოვენ

[ლუბა გიორგაძე, ადიგენი]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ადიგენის მერია  ჩორჩნის სკოლის ეზოში გამავალ არხს მოაწესრიგებს
ჩორჩნის სკოლის ეზოში ჩამავალი საკანალიზაციო არხი გაიწმინდა
სოფელ  ჩორჩნის სკოლის  ეზო და საპირფარეშო  მოწესრიგდა
ადიგენის სკოლაში ბავშვებს სასმელი წყალი სახლიდან მიაქვთ
კახარეთის სკოლაში ახალ საპირფარეშოს ააშენებენ
‘ტუალეტში კარი არ იკეტება, არც ქაღალდია და არც საპონი’– ახალციხის პირველი სკოლის მოსწავლეები
‘ბავშვები ვერ იცავენ ჰიგიენას’– პირველი სკოლის დირექტორი მოუწესრიგებელ საპირფარეშოებზე