FM97.5 / LIVE

სოფელ ჩორჩნის სკოლის ეზო და საპირფარეშო მოწესრიგდა

მთავარისიახლე, საზოგადოება 17.09.2018
ადიგენში, სოფელ ჩორჩნის სკოლაში, სადაც ამორტიზებული საპირფარეშო, მორღვეული ღობე და სკოლის ეზოდან შენობამდე ავარიული გზა იყო, სასწავლო წლის დაწყებამდე მოწესრიგდა, თუმცა სკოლის კედლები ისევ ავარიულია.

სოფელ  ჩორჩნის სკოლის  ეზო და საპირფარეშო  მოწესრიგდა

დღეს, 17 სექტემბერს, ჩორჩნის სკოლის მოსწავლეებს სკოლის ეზოში ახლადაშენებული საპირფარეშო დახვდათ, ასევე, მოწყობილია სკოლის ეზოდან შენობამდე მისასვლელი ბილიკი. რაც შეეხება ღობეს, სკოლა ლითონის ბადით შემოისაზღვრება. ამისთვის კი სამუშოები ამ დრომდე მიმდინარეობს.

„ღობის შემოვლება ჯერ არ დაგვისრულებია, მაგრამ მალე მოვრჩებით, ამით ბავშვებს სწავლაში ხელი არ შეეშლებათ. ამ ღობეს დროებით ვაკეთებთ, რომ უფრო უსაფრთხო იყოს, მომავალი წლიდან უფრო მყარ ლითონის ბადეს შემოვავლებთ“,– ამბობს ჩორჩნის სკოლის დირექტორი ირმა ქიმაძე.

მიმდინარე წელს, განხორციელებული ინფრასტრუქტურული სამუშაოებისათვის, სკოლის ბიუჯეტიდან 3 000 ლარზე მეტი დაიხარჯა. დირექტორი ამბობს, რომ მომავალი წლიდან სკოლაში სხვა ინფრასტრუქტურული სამუშაოებიც შესრულდება.

ჩორჩნის დაწყებითმა სკოლამ დღეს შვიდი პირველკლასელი მიიღო. სკოლაში სულ 12 მოსწავლეა.

შეგახსენებთ, რომ ჩორჩნის სკოლის საპირფარეშო პერიოდულად ფეკალიებით იტბორებოდა, მიუვალი იყო გზა ეზოს შესასვლელიდან შენობამდე და მორღვეული იყო ღობეც.

სოფელ  ჩორჩნის სკოლის  ეზო და საპირფარეშო  მოწესრიგდა

სოფელ  ჩორჩნის სკოლის  ეზო და საპირფარეშო  მოწესრიგდა

[ლუბა გიორგაძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ჩორჩნის სკოლის ეზოში ჩამავალი საკანალიზაციო არხი გაიწმინდა
ადიგენის მერია  ჩორჩნის სკოლის ეზოში გამავალ არხს მოაწესრიგებს
დაზიანებული კედლები, ტუალეტი და ღობე – ჩორჩანში სკოლის რეაბილიტაციას ითხოვენ
ახალციხის პირველ სკოლაში სწავლა ისე განახლდა, რომ ეზოს მშენებლობა არ დასრულებულა
სკოლა წყლის გარეშე
ახალციხის საჯარო და კერძო სკოლებში 330 პირველკლასელი დარეგისტრირდა
ახალციხის მეორე სკოლის ეზოდან  მოტეხილი ხე გაიტანეს