FM97.5 / LIVE

სამცხე–ჯავახეთს ამერიკის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი სტუმრობდა

მთავარისიახლე, პოლიტიკა 20.04.2018
ამერიკის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი ელიზაბეთ რუდი ორი დღის განმავლობაში, 19–20 აპრილს, სამცხე–ჯავახეთში მართავდა შეხვედრებს.

სამცხე–ჯავახეთს ამერიკის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი სტუმრობდა

რუდის ვიზიტი 19 აპრილს, ჯავახეთიდან დაიწყო. ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა ახალქალაქში სოფელ კარტიკამში ახალგარემონტებული სკოლა გახსნა. ასევე, ადგილობრივ მეწარმეებსა და ჟურნალისტებს შეხვდა.

ელიზაბეთ რუდმა ასპინძაში, მესხური ტერასებიც მოინახულა. 20 აპრილს შეხვედრები ახალციხეში გაიმართა. ელჩის მოვალეობის შემსრულებელი ახალციხეში ადგილობრივი ხელისუფლების წევრებს შეხვდა, ასევე, დაათვალიერა ახალციხის ამერიკის კუთხე და უპასუხა მოსწავლეების შეკითხვებს.

„სასიამოვნო შეხვედრა იყო, მოსწავლეები არიან ძალიან კარგები და მოტივირებულები. ბავშვებს აინტერესებდათ რა განსხვავება ქართულ და ამერიკულ განათლებას შორის, რას ნიშნავს იყო დიპლომატი. ასევე მკითხეს საქართველოს განვითარების პერსპექტივებზც“, – განაცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ ელიზაბეთ რუდმა.

ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრა მედიისთვის დახურული იყო.

„ვისაუბრეთ რა გამოწვევებს ხედავენ ისინი ამ რეგიონში, რამდენად დაიძლია ეს გამოწვევები ამერიკული პროგრამებით და რა უნდა გავაკეთოთ მომავალში, როგორი პროგრამები უნდა შევიმუშაოთ. ვისაუბრეთ ადგილობრივი და ცენტრალური ხელისუფლების ურთიერთდამოკიდებულებაზეც“, – განაცხადა ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა შეხვედრის შემდეგ.

სამცხე–ჯავახეთს ამერიკის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი სტუმრობდა

[თინათინ ზაზაძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ამერიკის ელჩის პირველი ვიზიტი ახალქალაქში [Photo]
ბრიტანეთის ელჩის ვიზიტი ახალციხის უნივერსიტეტში
სოფელ კარტიკამში რეაბილიტირებული სკოლა გაიხსნა
ახალციხის ციხეზე DMO–ს დაფუძნების ცერემონია გაიმართა
სომხეთის ელჩის ვიზიტი ახალციხეში
ელიზაბეთ რუდი: ‘რუსულენოვანი არხებიდან დეზინფორმაცია მოდის'
იაპონიის ელჩის ვიზიტი სოფელ ხევაშენში