FM97.5 / LIVE

ახალციხის ტბა სეზონს ჩაბნელებული შეხვდა

მთავარისაზოგადოება, მოქალაქე ჟურნალისტები 12.07.2015
ახალციხის ხელოვური ტბა ტურისტულ სეზონს მოშლილი ინფრასტრუქტურითა და ჩაბნელებული გარემოთი შეხვდა. ამ დრომდე არ გახსნილა ტბაზე მდებარე კერძო კაფე, ამფითეატრში კი ამ სეზონზე არაფერი გამართულა.

ახალციხის ტბა სეზონს ჩაბნელებული შეხვდა

ახალციხის ხელოვნურ ტბაზე მდებარე გასართობი კომპლექსი, რომლის მოწყობაზე 2012 წელს 2 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯა, ჩაბნელებულია და უფუნქციოდაა დარჩენილი. ადგილობრივები და ტურისტები, საღამოს, სიბნელეში სეირნობენ.

გარდა ამისა, დამსვენებლები ტბაზე დაუსუფთავებლობასაც უჩივიან.

„უფრო ლამაზი და სუფთა იყო აქაურობა. კარგი იქნება თუ ბავშვებისთვის გასართობებიც დაემატება“, – ამბობს თამუნა ქურდაძე.

„დაუმთავრებელია აქაურობა“, – გვეუბნება ადგილობრივი დავით აზარიაშვილი.

ახალციხის მერიაში ტბის მდგომარეობის შესახებ იციან. მეტიც, მერიას ტბასთან დაკავშირებით სერიოზული გეგმები აქვს, რომლის განსახორციელებლად პირველ ეტაპზე ტბის ააიპ–ად ჩამოყალიბებას აპირებს.

ახალციხის მერიაში განმარტავენ, რომ იურიდიული პროცედურები დაახლოებით 10 დღეში მოგვარდება. ამის შემდეგ კი ტბის სარემონტო სამუშაოები დაიწყება.

„დარეგისტრირდება ააიპ–ი, შემდეგ მისი დირექტორი და თანამშრომლები დაინიშნებიან . ამის შემდეგ კი დაიწყება ტბის რეაბილიტაცია“, – ამბობს ახალციხის მერის მოადგილე ზაზა გელაძე.

გელაძე ირწმუნება, რომ ყველა ის დანაპირები, რაც ტბასთან დაკავშირებით გაისმა შესრულდება.

შეგახსენებთ, ქალაქ ახალციხის მერმა გიორგი კოპაძემ განაცხადა, რომ ტბის სრული რეაბილიტაციისთვის 100 ათასი ლარი დაიხარჯება. პირველ რიგში ახალციხის ტბაზე სანაპიროსა და ტბაზე შემავალი წყლის სათავე ნაგებობის გაკეთება იგეგმება.მოეწყობა სანაპირო, რისთვისაც მერია საჩხერიდან 1000 კუბური მეტრი სილის ჩამოტანას გეგმავს. გარდა ამისა, მერის თქმით, ტბაზე იქნება ოთხი ნავი და წყლის ველოსიპედები. გამოიყოფა ადგილი, სადაც უცხოელ ტურისტებს კარვების დადგმა და ღამის გათენება შეეძლებათ. ამოქმედდება ის საზოგადოებრივი საპირფარეშო, რომელიც ტბის ტერიტორიაზე ჯერ კიდევ გასულ წელს გაკეთდა. იგეგმება ტრენაჟორების დადგმაც.

[ვარლამ წიკლაური, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

მერია ახალციხის ტბის რეაბილიტაციას იწყებს
კეთილმოწყობის მოლოდინში - რა სჭირდება დამსვენებელს ახალციხის ტბაზე
ახალციხის ტბაზე შადრევნებს რეაბილიტაცია ჩაუტარდება
ქვეწარმავლები ‘ახალციხის ტბაზე’ – რას აპირებს ტბის ადმინისტრაცია [Video]
ახალციხის ტბა  სეზონის ბოლოს – დაპირებები და შედეგი
რა ეღირება ახალციხის ტბაზე ნავით გასეირნება
ახალციხის ტბაზე შადრევანი ამუშავდა