FM97.5 / LIVE

ასპინძის სამ სკოლაში საპირფარეშოს მოაწესრიგებენ

მთავარისიახლე, ეკონომიკა 18.04.2018
ასპინძის, ტოლოშის და თმოგვის სკოლებში საპირფარეშოების რეაბილიტაციისთვის ტენდერი გამოცხადდა.

ასპინძის სამ სკოლაში საპირფარეშოს მოაწესრიგებენ
თმოგვის სკოლა

საპროექტო დოკუმენტების მოსამზადებლად, ტენდერს ასპინძის მუნიციპალიტეტის მერია აცხადებს. ადგილობრივ თვითმმართველობაში განმარტავენ, რომ ასპინძის საგანმანათლებლო რესურსცენტრთან ერთად, პირველ ეტაპზე, რეაბილიტაციისთვის ისეთი სკოლების საპირფარეშოები შეირჩა,სადაც მძიმე მდგომარეობაა.

სატენდერო დოკუმენტების მიხედვით, ტოლოშის სკოლის ეზოში იგეგმება ძველი საპირფარეშოს დემონტაჟი და ახალი, შშმ პირებისთვის ადაპტირებული შენობის აშენება, სადაც სამი განყოფილება იქნება გოგონებისთვის,ბიჭებისთვის და მასწავლებლებისთვის.

რაც შეეხება თმოგვის სკოლის საპირფარეშოს, აქ არსებულ შენობას ჩაუტარდება რეაბილიტაცია. ასევე შეიცვლება სკოლის შენობის სახურავი.

ასპინძის პირველ საჯარო სკოლაში, მეორე და მესამე სართულებზე,საკლასო ოთახების ნაცვლად, მოეწყობა ორი საპირფარეშო, გოგონებისთვის და ბიჭებისთვის. გარდა ამისა, სკოლაში რეაბილიტაცია ჩაუტარდება ცენტალური გათბობის სისტემას, რომელიც ბუნებრივ აირზე იმუშავებს.
2018 წლიდან საჯარო სკოლებში სარეაბილიტაციო სამუშაოებზე პასუხისმგებელი ადგილობრივი თვითმმართველობებია. ასპინძის მუნიციპალიტეტის მერის როსტომ მაგრაქველიძის გამარტებით, თვითმმართველობამ განათლების სამინისტროსთან მემორანდუმი ორი თვის წინ გააფორმა.

„პირველ ეტაპზე განათლების სამინისტრო თითო მუნიციპალიტეტს 200 000 ლარს გამოუყოფს. ადგილობრივი თვითმმართველობა სკოლის ადმინისტრაციასთან და საგანმანათლებლო რესურსცენტრთან ერთად გადაწყვეტს, პირველ ეტაპზე რომელ სკოლას უფრო სჭირდება რეაბილიტაცია, საპირფარეშოები იქნება, გაზიფიცირება თუ სხვა რამ. ამ ყველაფერს გავაკეთებთ ჩვენ, მუნიციპალიტეტი“, – ამბობს ასპინძის მუნიციპალიტეტის მერი როსტომ მაგრაქველიძე.

2017 წლის ბოლოს ასპინძის მუნიციალიტეტის 18 საჯარო სკოლიდან 14–ის საპირფარეშო მოუწესრიგებელი იყო. ტოლოშის სკოლაში გოგონების და ბიჭების საპირფარეშოებს წლების განმავლობაში კარი არ ქონდა, თმოგვის სკოლის საპირფარეშოში კი ტუალეტს ფანჯრები არ ქონდა, არ იკეტებოდა კარები, გამოცლილი აგურებიდან კი ავარიული შენობის შიგნით მთელი სივრცე ჩანდა. მას შემდეგ რაც ამ თემით „ სამხრეთის კარიბჭე“ დაინტერესდა, საპირფარეშოებს კარები და საკეტები გაუკეთეს.

ასპინძის სამ სკოლაში საპირფარეშოს მოაწესრიგებენ
ტოლოშის სკოლა

[თინათინ ზაზაძე, ასპინძა]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

2018 წელს ასპინძის ექვს სკოლაში საპირფარეშოებს გაარემონტებენ
'მივწერე ყველა სკოლას, რომ პრობლემა მოეგვარებინათ' – ასპინძის სკოლებში საპირფარეშოები შეაკეთეს
ტოლოშის სკოლაში აუდიტის სამსახური შევიდა
ტოლოშის სკოლის დირექტორი უკარო საპირფარეშოებზე:  „გარედან არაფერი ჩანდა“
ტოლოშის სკოლაში არსებულ ვითარებას ომბუდსმენის აპარატი  სწავლობს
კახარეთის სკოლაში ახალ საპირფარეშოს ააშენებენ
ასპინძის სკოლებში საპირფარეშოების მოწესრიგება დაიწყეს[Photo]