FM97.5 / LIVE

ტოლოშის სკოლაში არსებულ ვითარებას ომბუდსმენის აპარატი სწავლობს

მთავარისიახლე, საზოგადოება, განათლება 14.12.2017
ასპინძაში, სოფელ ტოლოშის სკოლაში არსებულ ვითარებას, ასევე, ასპინძის მუნიციპალიტეტის სკოლების საპირფარეშოების ინფრასტრუქტურულ მდგომარეობას, სახალხო დამცველის აპარატი სწავლობს;

ტოლოშის სკოლაში არსებულ ვითარებას ომბუდსმენის აპარატი  სწავლობს

სახალხო დამცველის აპარატმა ტოლოშის სკოლაში, ასევე მუნიციპალიტეტის სკოლების საპირფარეშოებში არსებული მდგომარეობის შესაწვლა „სამხრეთის კარიბჭეში“ გამოქვეყნებული სტატიების საფუძველზე დაიწყო.

როგორც სახალხო დამცველის აპარატის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში გვიხსნიან, მათ განათლების სამინისტროს წერილობით უკვე მიმართეს: „წერილში სამინისტროს ვწერთ, რომ უნდა შეამოწმონ, იკვეთება თუ არა ბავშვებს შორის რაიმე ფორმის ძალადობის, ბულინგის შემთხვევა, ანუ ფოტოს გადაღება ბულინგის ნაწილია ამ გოგონას მიმართ თუ სხვა შემთხვევასთან გვაქვს საქმე“.

ასევე, სახალხო დამცველის აპარატი სამინისტროს ავალებს მოიკვლიოს რამდენად სწორად მოხდა სკოლის ადმინისტრაციის მხრიდან აღნიშნულზე რეაგირება და დასტურდება თუ არა არასრულწლოვნებისთვის მათ საკუთრებაში არსებული ტელეფონების ცხრა დღით ჩამორთმევის ფაქტი: „დავინტერესდით რა ზომები გაატარეს სკოლაში აღნიშნულთან დაკავშირებით. გარდა ამისა, გვაინტერესებს, შეესაბამება თუ არა სინამდვილეს ბავშვების პერსონალური მონაცემების შემოწმების ფაქტი. ველოდებით პასუხს“.

ვიდრე სამინისტრო სახალხო დამცველის აპარატს პასუხს დაუბრუნებს, ომბუდსმენის წარმომადგენლები ასპინძის მუნიციპალიტეტის სკოლების საპირფარეშოებს შეამოწმებენ: „ადგილზე გადავამოწმებთ ყველა სკოლის საპირფარეშოს ინფრასტრუქტურულ მდგომარეობას“.

შეგახსენებთ, რომ ტოლოშის სკოლაში უფროსკლასელი გოგონა, ასევე, უფროსკლასელ ბიჭს, ადანაშაულებს, რომ მას საპირფარეშოში ჭერთან გამოღებული კედლიდან მობილურით უღებდა. ამის შემდეგ უფროსი კლასების მოსწავლეებს მობილურები ცხრა დღით ჩამოართვეს. ამ ფაქტზე მუშაობის დროს კი „სამხრეთის კარიბჭემ“ დააფიქსირა, რომ სკოლაში მოსწავლეების საპირფარეშოს კარი არ ჰქონდა, მასწავლებლებისას კი კარი ჰქონდა, თუმცა საკეტები არა.

ანალოგიური აღმოჩნდა ვითარება ასპინძის სხვა სოფლების სკოლების საპირფარეშოებშიც.

[თამუნა უჩიძე, ასპინძა]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ტოლოშის სკოლაში აუდიტის სამსახური შევიდა
ტოლოშის სკოლაში მოსწავლეების მობილურების შემოწმების ფაქტს არცერთი უწყება არ სწავლობს
ახალციხის სკოლაში ბულინგის შემთხვევებს სახალხო დამცველი შეისწავლის
11 წლის ბიჭის შესაძლო ბულინგის საქმეს სახალხო დამცველის აპარატი სწავლობს
სახალხო დამცველის აპარატი მოხეს სკოლაში მომხდარზე
მეხუთე სკოლაში მომხდარ ფაქტს სახალხო დამცველის აპარატი შეისწავლის
სახალხო დამცველის აპარატმა ანის სკოლის საქმის შესწავლა დაიწყო