FM97.5 / LIVE

'მივწერე ყველა სკოლას, რომ პრობლემა მოეგვარებინათ' – ასპინძის სკოლებში საპირფარეშოები შეაკეთეს

მთავარისიახლე, საზოგადოება, განათლება 14.12.2017
ასპინძის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ინფორმაციით, ასპინძის საჯარო სკოლებში, საპირფარეშოების კარები და საკეტები მოაწესრიგეს.

'მივწერე ყველა სკოლას, რომ პრობლემა მოეგვარებინათ' – ასპინძის სკოლებში საპირფარეშოები შეაკეთეს

რესურსცენტრის უფროსის ტრისტან მურადაშვილის განცხადებით, მას შემდეგ რაც „სამხრეთის კარბჭემ“ მუნიციპალიტეტის სკოლების საპირფარეშოებში არსებული ვითარების შესახებ სტატია გამოაქვეყნა, მან ყველა სკოლას მისწერა და ხარვეზების აღმოფხვრა დაავალა.

სტატიის მიხედვით ასპინძაში საროს, ტოლოშის, ხიზაბავრისა და ოშორის სკოლების საპირფარეშოებს კარები არ ჰქონდა, თმოგვში კი ფანჯარა. სხვა სკოლებში კი ბევრგან საპირფარეშოების კარებს საკეტები არ ჰქონდა.

„მივწერე ყველა სკოლას, რომ ეს პრობლემა მოეგვარებინათ. ამის შემდეგ ყველა სკოლამ, რომლებზეც თქვენ გეწერათ, ვითარება გამოსწორა და ტუალეტს კარი გაუკეთა“, – ამბობს ტრისტან მურადაშვილი.

მისი თქმით, ოშორის სკოლის დირექტორს საპირფარეშოს კარი რესურსცენტრიდან გაატანეს: „როცა რესურსცენტრის შენობა გაარემონტეს, ძველი კარი დაგვრჩა და მივეცით. აბსოლუტურად ყველა სკოლის დირექტორს შეეძლო ამ ვითარების გამოსწორება, მითუმეტეს ტოლოშს ამის საშულება ჰქონდა და ამ საკითხზე ამხელა ამბავი არ უნდა ამტყდარიყო“.

ტრისტან მურადაშვილის განცხადებით, იმ სკოლებში, სადაც კარები იყო, მაგრამ საკეტები არა, საკეტები დაამაგრეს: „ეს ყველაფერი ლიტონი სიტყვები რომ არ ყოფილიყო, სკოლებს ფოტოები გადმოვაგზავნინეთ. ეს მასალა განათლების სამინისტროსაც გადავუგზავნეთ“.

შეგახსენებთ, რომ ასპინძის სკოლების საპირფარეშოები, „სამხრეთის კარიბჭემ“ ნოემბრის ბოლოს გადაიღო. ასპინძაში, 18–დან 15 სკოლაში, საპირფარეშო მოსაწესრიგებელი იყო.

[თამუნა უჩიძე, ასპინძა]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ასპინძის სკოლებში საპირფარეშოების მოწესრიგება დაიწყეს[Photo]
ასპინძის სამ სკოლაში საპირფარეშოს მოაწესრიგებენ
ტოლოშის სკოლაში აუდიტის სამსახური შევიდა
ტოლოშის სკოლაში არსებულ ვითარებას ომბუდსმენის აპარატი  სწავლობს
ასპინძაში, 18–დან 15 სკოლაში მოუწესრიგებელი საპირფარეშოა
2018 წელს ასპინძის ექვს სკოლაში საპირფარეშოებს გაარემონტებენ
ასპინძის შვიდ სოფელში საპირფარეშოები მოეწყობა