FM97.5 / LIVE

გიორგი გოგიჩაიშვილი:‘საკრებულოში სადავო ფრაქციების შექმნაზე თანახმა ვარ’

მთავარისიახლე, პოლიტიკა 18.04.2018
ბორჯომის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი გოგიჩაიშვილი აცხადებს, რომ საკრებულოს წევრებს შორის მორიგებაზე, საკრებულოში კიდევ ორი ფრაქცია შეიქმნას, თანახმაა.

გიორგი გოგიჩაიშვილი:‘საკრებულოში სადავო ფრაქციების შექმნაზე თანახმა ვარ’

ბორჯომის საკრებულოს თავმჯდომარის გიორგი გოგიჩაიშვილის თქმით, აპარატის უფროსი ირმა გელაშვილი, სასამართლოში მის ინტერესებს წარმოადგენს და შესაბამისად მას სრულ ნდობას უცხადებს: „თანახმა ვარ მორიგებაზე, რომელიც მათ სასამართლოში წარადგინეს, რომ საკრებულოში ორი ფრაქცია შეიქმნას“.

შეკითხვაზე, მაშინ რატომ განაცხადა მან გუშინ, 17 აპრილს, სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ „სამხრეთის კარიბჭესთან“, რომ მოსამართლისთვის წარდგენილ მორიგებაზე ის თანახმა არ იყო და ფრაქციების რეგისტრირებას მხარს მხოლოდ მას შემდეგ დაუჭერდა, რაც სასამართლო ამის შესახებ გადაწყვეტილებას მიიღებდა, გვიპასუხა: „შეიძლება შემეშალა რაღაცა, ან შეკითხვა ვერ გავიგე სწორად“.

შეგახსენებთ, რომ სასამართლოში ის დეპუტატები დავობენ, რომლებსაც საკრებულოში ორი ფრაქციის „ქართული ოცნება – კონსერვატორები“ და „ქართული ოცნება – მრეწველების“ შექმნაზე უარი ეთქვათ. მათ შორის არის ისეთი სამი დეპუტატი, ანდრო გედიაშვილი, ივანე შალუტაშვილი და ოთარ არბოლიშვილი, რომლებმაც ფრაქციების შექმნის მიზნით, „ოცნების“ პარტია დატოვეს. იმისთვის, რომ საკრებულოში მეტი ფრაქცია შექმნილიყო ანდრო გედიაშვილი „კონსერვატორებში“ გადავიდა, ხოლო ივანე შალუტაშვილი და ოთარ არბოლიშვილი „მრეწველებში“.

თუმცა, მათ სწორედ ამ მიზეზით საკრებულოს უმრავლესობამ, (რომელიც ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებისგან არის დაკომპლექტებული) ფრაქციების დარეგისტრირებაზე უარი უთხრა.

თუმცა, გუშინდელ სხდომაზე სასამართლოში მხარეებმა მოსამართლეს საკუთარი ინიციატივით მორიგების შესახებ დოკუმენტი წარუდგინეს. მორიგების მიხედვით, საკრებულო თანახმაა, რომ მომჩივანმა დეპუტატებმა, საკრებულოში ფრაქციები შექმნან.

[თამუნა უჩიძე, ბორჯომი]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ბორჯომის საკრებულოს დეპუტატები ფრაქციების შექმნაზე მორიგდნენ
ბორჯომის საკრებულოს დეპუტატები ორი ფრაქციის შექმნის მოთხოვნით სასამართლოში ჩივიან
ბორჯომის საკრებულოს დეპუტატების სარჩელი სასამართლომ წარმოებაში მიიღო
ბორჯომის საკრებულოში ორი ფრაქცია დარეგისტრირდა
სასამართლო ბორჯომის საკრებულოს ფრაქციების საქმის განხილვას იწყებს
ბორჯომის საკრებულოში ‘ოცნება’ ფრაქციებს ვერ ქმნის
ბორჯომში „ოცნების“ სამმა დეპუტატმა პარტია დატოვა