FM97.5 / LIVE

ბორჯომის საკრებულოში ორი ფრაქცია დარეგისტრირდა

მთავარისიახლე, საზოგადოება 25.04.2018
ბორჯომის მუნიციპალიტეტის სარებულოს ორი ფრაქცია დაემატა „ქართული ოცნება–კონსერვატორები“ და „ქართული ოცნება– მრეწველები“.

ბორჯომის საკრებულოში ორი ფრაქცია დარეგისტრირდა
ფრაქციების დარეგისტრირების შესახებ საკრებულოს დეპუტატებმა ინფორმაცია დღეს, 25 აპრილს გამართულ საკრებულოს სხდომაზე, ცნობად მიიღეს.

„ქართული ოცნება–კონსერვატორებს“ ვარლამ ხვინგია, ხოლო „ქართული ოცნება–მრეწველებს“ ივანე შალუტაშვილი უხელმძღვანელებს.

შეგახსენებთ, რომ ბორჯომის საკრებულოში ორი ახალი ფრაქციის შექმნის მიზნით „ოცნების“ პარტია სამმა დეპუტატმა იანვარში დატოვა. იმისთვის, რომ საკრებულოში მეტი ფრაქცია შექმნილიყო ანდრო გედიაშვილი „კონსერვატორებში“ გადავიდა, ხოლო ივანე შალუტაშვილი და ოთარ არბოლიშვილი „მრეწველებში“.

მიუხედავად პარტიების შეცვლისა, ბორჯომის საკრებულოს ოპოზიცურმა წევრებმა ახალი ფრაქციების შექმნას მხარი არ დაუჭირა, ამიტომ დეპუტატებმა ახალციხის რაიონულ სასამართლოში საჩივარი შეიტანეს. ბორჯომის საკრებულოს დეპუტატები მორიგებაზე მას შემდეგ შეთანხმდნენ, რაც საკრებულოს თავმჯდომარე, ზაზა ჩაჩანიძე გადააყენეს.

[თინათინ ზაზაძე, ბორჯომი]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ბორჯომის საკრებულოს დეპუტატები ორი ფრაქციის შექმნის მოთხოვნით სასამართლოში ჩივიან
ბორჯომში „ოცნების“ სამმა დეპუტატმა პარტია დატოვა
ბორჯომის საკრებულოს დეპუტატები ფრაქციების შექმნაზე მორიგდნენ
გიორგი გოგიჩაიშვილი:‘საკრებულოში სადავო ფრაქციების შექმნაზე თანახმა ვარ’
ბორჯომის საკრებულოს დეპუტატების სარჩელი სასამართლომ წარმოებაში მიიღო
ბორჯომის საკრებულოში ‘ოცნება’ ფრაქციებს ვერ ქმნის
სასამართლო ბორჯომის საკრებულოს ფრაქციების საქმის განხილვას იწყებს