FM97.5 / LIVE

ბორჯომის საკრებულოს დეპუტატები ფრაქციების შექმნაზე მორიგდნენ

მთავარისიახლე, პოლიტიკა 17.04.2018
ბორჯომის საკრებულოს ექვსი დეპუტატი, ორი ფრაქციის შექმნაზე, საკრებულოს უმრავლესობასთან მორიგდა, თუმცა, მოსამართლემ მათი მორიგების კანონიერების გადასამოწმებლად დრო ითხოვა.

ბორჯომის საკრებულოს დეპუტატები ფრაქციების შექმნაზე მორიგდნენ

ბორჯომის საკრებულოს ექვსი დეპუტატი, სასამართლოს წესით, ორი ფრაქციის შექმნას ითხოვს. დღეს, 17 აპრილს, მათ საქმეზე გამართულ მორიგ სხდომაზე, მხარეებმა საკუთარი ინიციატივით, მოსამართლეს მორიგება წარუდგინეს. დოკუმენტის მიხედვით, საკრებულო თანახმაა, რომ მომჩივანმა დეპუტატებმა, საკრებულოში ფრაქციები შექმნან.

მოსამართლე გია ბერაიამ, დაახლოებით, ერთსაათიანი თათბირის შემდეგ, სასამართლოში მხარეებს განუცხადა, რომ იგი, დღეს, მათ მორიგებას ვერ დაამტკიცებდა: „მორიგების კანონიერება უნდა გადავამოწმო“.

„რა მიზეზით ამოწმებთ მორიგების კანონიერებას?“ – ჰკითხა მოსამართლეს მოსარჩელე მხარემ.

„სასამართლოს მიზეზებს არ ეკითხებიან, თუ წინააღმდეგი ხართ, გადაწყვეტილებას რომ გამოვაცხადებ, გაასაჩივრეთ“, – უპასუხა მოსამართლემ.

ბორჯომის საკრებულოს დეპუტატები მორიგებაზე მას შემდეგ შეთანხმდნენ, რაც საკრებულოს თავმჯდომარე, ზაზა ჩაჩანიძე გადააყენეს. თუმცა, მორიგებაზე თანახმა, არც ჩაჩანიძის შემდეგ არჩეული თავმჯდომარე გიორგი გოგიჩაიშვილია: „მე ვუთხარი, რომ გადაწყვეტილებას მივიღებ იმის მიხედვით, რასაც სასამართლო გადაწყვეტს. მორიგებაზე თანახმა არ ვარ“.

მორიგების დოკუმენტს ხელს, საკრებულოს წარმომადგენელი, იურისტი ირმა გელაშვილი და მოსარჩელე მხარის ადვოკატი აწერს.

„რწმუნებულება მაქვს საკრებულოდან და არ არის სავალდებულო მორიგებაზე თანახმა იყოს თავმჯდომარე. ამაზე საკრებულოს დეპუტატების უმრავლესობა შეთანხმდა“, – გვითხრა გელაშვილმა.

მომავალ სხდომაზე გაირკვევა მოსამართლე მორიგებას დაამტკიცებს თუ არა. თუმცა, ჯერ სასამართლოს სხდომის თარიღი არ დანიშნულა.

სასამართლოში ის დეპუტატები დავობენ, რომლებსაც საკრებულოში ორი ფრაქციის „ქართული ოცნება – კონსერვატორები“ და „ქართული ოცნება – მრეწველების“ შექმნაზე უარი ეთქვათ. მათ შორის არის ისეთი სამი დეპუტატი, ანდრო გედიაშვილი, ივანე შალუტაშვილი და ოთარ არბოლიშვილი, რომლებმაც ფრაქციების შექმნის მიზნით, „ოცნების“ პარტია დატოვეს. იმისთვის, რომ საკრებულოში მეტი ფრაქცია შექმნილიყო ანდრო გედიაშვილი „კონსერვატორებში“ გადავიდა, ხოლო ივანე შალუტაშვილი და ოთარ არბოლიშვილი „მრეწველებში“.

თუმცა, მათ სწორედ ამ მიზეზით საკრებულოს უმრავლესობამ, (რომელიც ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებისგან არის დაკომპლექტებული) ფრაქციების დარეგისტრირებაზე უარი უთხრა.

[ლუბა გიორგაძე, ბორჯომი]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

გიორგი გოგიჩაიშვილი:‘საკრებულოში სადავო ფრაქციების შექმნაზე თანახმა ვარ’
ბორჯომის საკრებულოს დეპუტატების სარჩელი სასამართლომ წარმოებაში მიიღო
ბორჯომის საკრებულოს დეპუტატები ორი ფრაქციის შექმნის მოთხოვნით სასამართლოში ჩივიან
ბორჯომის საკრებულოში ორი ფრაქცია დარეგისტრირდა
სასამართლო ბორჯომის საკრებულოს ფრაქციების საქმის განხილვას იწყებს
ბორჯომში „ოცნების“ სამმა დეპუტატმა პარტია დატოვა
ბორჯომის საკრებულოში ‘ოცნება’ ფრაქციებს ვერ ქმნის