FM97.5 / LIVE

დაპირისპირება ‘რესპუბლიკელების’ ახალციხის ორგანიზაციაში

მთავარიპოლიტიკა 11.06.2013
‘საქართველოს რესპუბლიკური პარტიის’ ახალციხის ორგანიზაციაში შიდა შეუთანხმებლობაზე ალაპარაკდნენ.

დაპირისპირება ‘რესპუბლიკელების’ ახალციხის ორგანიზაციაში

‘რესპუბლიკელების’ ახალციხის რაიონული ორგანიზაციის კომიტეტმა დღეს გაავრცელა ოფიციალური განცხადება, რომელშიც ნათქვამია, რომ პარტიის ახალციხის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარის მისამართით 25 მაისს გამოთქმული ბრალდებები აბსურდულია და ემსახურება არამხოლოდ თავმჯდომარის, არამედ პარტიის დისკრედიტაციას.

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის 25 მაისს, კოალიცია ‘ქართული ოცნების’ წევრებმა გამართეს საპროტესტო აქცია ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის ოლეგ სანდროშვილის გადადგომის მოთხოვნით. აქციას ‘რესპუბლიკელებიც’ ესწრებოდნენ, რომლებმაც განაცხადეს, რომ დაკავებული პოსტი ასევე უნდა დატოვოს მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილემ თამარ გოგოლაძემ.

- ‘ჩვენი უფლებები დაირღვა, ასი პროცენტით თუ ირღვეოდა ”ნაციონალების” დროს, დღეს ორასი პროცენტით ირღვევა. ჩვენ ვიცავ ჩვენ უფლებებს. ჩვენი პარტიის ლიდერმა, ქალბატონმა თამარ გოგოლაძემ, რომელიც გამგებლის მოადგილეა, ასეთი პასუხი გაგვცა, რომ ის საკუთარი კარიერის მოწყობითაა დაკავებული და ჩვენი სამსახურების გამო არაფერს გააკეთებს’, - განაცხადა ‘რესპუბლიკური პარტიის’ წევრმა კახაბერ ლომიძემ აქციაზე.

‘აქციაზე ‘რესპუბლიკური პარტიის’ წევრების (სამი წევრი) დასწრება არ იყო შეთანხმებული ორგანიზაციასთან, შესაბამისად, მათ მიერ გამოხატული პოზიცია არ ასახავს რეგიონული ორგანიზაციის პოზიციას. ‘რესპუბლიკური პარტიის’ ახალციხის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარის მისამართით გამოთქმული ბრალდებები აბსურდულია, ემსახურება არამხოლოდ ღავმჯდომარის, არამედ პარტიის დისკრედიტაციას’, - ნათქვამია კომიტეტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

[ნინო ნარიმანიშვილი, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

”რესპუბლიკელებმა” ახალციხეში თავმჯდომარე აირჩიეს
„რესპუბლიკური პარტია“ ახალციხეში თავმჯდომარემ და წევრებმა დატოვეს
”ოცნების” აქცია საკრებულოს თავმჯდომარის წინააღმდეგ
ასპინძაში  ”ოცნების” რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარის დანიშვნას აპროტესტებენ
‘რესპუბლიკელების’ ვიზიტი სამცხე–ჯავახეთში
ბრძოლა პარტიის თავმჯდომარეობისთვის
”რესპუბლიკელების”  უჩვეულო გააქტიურება ჯავახეთში