FM97.5 / LIVE

ფრენბურთში რეგიონის პირველობა ახალქალაქის და ასპინძის გუნდებმა მოიპოვეს

მთავარისიახლე, საზოგადოება 10.03.2019
„სასკოლო სპორტული ოლიმპიადა 2019“- ის ფარგლებში, რეგიონიული შეხვედრა ახალციხის სასპორტო სკოლაში გაიმართა. გოგონებიდან პირველ ადგილზე ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭობარეთის გუნდი გავიდა, ბიჭებში კი ახალქალაქის, ვაჩიანის გუნდი.

ფრენბურთში რეგიონის პირველობა ახალქალაქის და ასპინძის გუნდებმა მოიპოვეს

რეგიონის პირველობისთვის სამცხე-ჯავახეთის ექვსი მუნიციპალიტეტის გამარჯვებული გუნდები დაუპირისპირდნენ.

თამაშები დაძაბულად და საინტერესოდ წარიმართა. პირველი ადგილი გოგონებში ასპინძის მუნიციპალიტეტის,სოფელ ჭობარეთის საჯარო სკოლის გუნდმა დაიკავა, მეორეზე ბორჯომის მესამე საჯარო სკოლა გავიდა. რაც შეეხება ბიჭებს, აქ პირველ ადგილზე ახალქალაქის მუნიციპალიტეტის, სოფელ ვაჩიანის საჯარო სკოლის გუნდი გავიდა, მეორე ადგილი კი ადიგენის მუნიციპალიტეტის, სოფელ უდის მეორე საჯარო სკოლის გუნდს ხვდა წილად.

მონაწილე გუნდები მედლებითა და სიგელებით დაჯილდოვდნენ. პირველ ადგილზე გასული გუნდები ზონალურ თამაშებში მიიღებენ მონაწილეობას.

ზონალური თამაშები თბილისში, ან გორში გაიმართება, სადაც აღმოსავლეთის და დასავლეთის გამარჯვებული გუნდები შეეჯიბრებიან ერთმანეთს. ფინალური თამაშები კი ზაფხულში,ოზურგეთში ჩატარდება.

ფრენბურთში რეგიონის პირველობა ახალქალაქის და ასპინძის გუნდებმა მოიპოვეს

[sknews.ge]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

გარბენში რეგიონის პირველობა ახალციხის გოგონათა და ვაჟთა გუნდებმა მოიპოვეს
მაგიდის ჩოგბურთში 'სასკოლო სპორტული ოლიმპიადა 2019'–ის ფინალი გაიმართა
მძლეოსნობაში რეგიონის პირველობა ასპინძის და ბორჯომის სკოლების გუნდებმა მოიპოვეს
ფრენბურთში მუნიციპალიტეტის პირველობა ახალციხის მერიის გუნდმა მოიპვა
ტურნირი ხელბურთში
ახალციხეში  მაგიდის ჩოგბურთში 'სასკოლო სპორტული ოლიმპიადა 2018' გაიმართა
მინი ფეხბურთში, სასკოლო ოლიმპიადის გამარჯვებული ახალციხის გუნდი გახდა