FM97.5 / LIVE

მძლეოსნობაში რეგიონის პირველობა ასპინძის და ბორჯომის სკოლების გუნდებმა მოიპოვეს

მთავარისიახლე, საზოგადოება 14.04.2018
„სასკოლო სპორტული ოლიმპიადა – 2018“–ის ფარგლებში, სამცხე–ჯავახეთის მასშტაბით, მძლეოსნობაში პირველი ადგილი ბორჯომის მესამე და ასპინძის, სოფელ ტოლოშის სკოლების გუნდებმა დაიკავეს.

მძლეოსნობაში რეგიონის პირველობა ასპინძის და ბორჯომის სკოლების გუნდებმა მოიპოვეს

მძლეოსნობაში „სასკოლო სპორტული ოლიმპიადა – 2018“–ის რეგიონული თამაში დღეს, 14 აპრილს ახალციხის ცენტრალურ სტადიონზე ჩატარდა. ერთმანეთს სამცხე–ჯავახეთის ოთხი მუნიციპალიტეტის ასპინძის, ახალციხის, ადიგენის და ბორჯომის სკოლის გუნდები შეეჯიბრნენ.

ოთხი მუნიციპალიტეტიდან ჩემპიონატში მონაწილეობას რვა გუნდი იღებდა, ოთხი გოგონების და ამდენივე ბიჭების.

გუნდური შეჯიბრების დროს, პირველი ადგილი გოგონებში ასპინძის, სოფელ ტოლოშის სკოლის გუნდმა დაიკავა, ბიჭებში კი ბორჯომის მესამე საჯარო სკოლამ.

„ძალიან გახარებულები ვართ პირველი ადგილზე რომ გავედით. ვაპირებთ უფრო მეტი ვივარჯიშოთ და მეტ წარმატებას მივაღწევთ“, – ამბობს ტოლოშის საჯარო სკოლის მოსწავლე ნინო ქუქჩიშვილი.

მეორე ადგილი გოგონებშიც და ბიჭებშიც ახალციხის მესამე საჯარო სკოლას ერგო.

მესამე ადგილს დაჯერდა გოგონების გუნდი ბორჯომის მესამე საჯარო სკოლიდან და ბიჭების გუნდი ასპინძის, სოფელ რუსთავის საჯარო სკოლიდან.

„ძლიერი მეტოქე გვყავდა, მაგრამ მეტი შეგვეძლო. უფრო მონდომებით ვივარჯიშებთ და მომავალ წელს ნამდვილად გაგვიმართლებს“, – ამბობს ბორჯომის მესამე საჯარო სკოლის მოსწავლე ქეთევან გოგოლაძე.

მძლეოსნობაში რეგიონის მასშტაბით პირველ ადგილზე გასული გუნდები შემდეგ ეტაპზე, ზონალურ თამაშებში ერთმანეთს მაისში შეხვდებიან. ფინალურ თამაშში კი, რომელიც ივნისში გაიმართება საქართველოს მასშტაბით გამარჯვებული გამოვლინდება. 2018 წლის ჩმეპიონის სტატუსის მქონეები 2019 წლის ჩემპიონებს სუპერფინალში შეხვდებიან და 2020 წელს მსოფლიო სასკოლო ჩემპიონატის საგზურისათვის იბრძოლებენ.

ღონიძიებას ორგანიზება ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის სამსახურმა გაუწია. „ოლიმპიადა 2018“-ის გენერალური სპონსორი VTB ბანკია.

„სასკოლო სპორტული ოლიმპიადა 2018“ - ის რეგიონული თამაშები 24 თებერვალს დაიწყო და აპრილის ბოლოს დასრულდება. ოლიმპიადაში წელს საქართველოს 1700-ზე მეტი სკოლის 100000-მდე მოსწავლე მონაწილეობს.

მძლეოსნობაში რეგიონის პირველობა ასპინძის და ბორჯომის სკოლების გუნდებმა მოიპოვეს

მძლეოსნობაში რეგიონის პირველობა ასპინძის და ბორჯომის სკოლების გუნდებმა მოიპოვეს

მძლეოსნობაში რეგიონის პირველობა ასპინძის და ბორჯომის სკოლების გუნდებმა მოიპოვეს


[თინათინ ზაზაძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

მინი ფეხბურთში, სასკოლო ოლიმპიადის გამარჯვებული ახალციხის გუნდი გახდა
ახალციხეში  მაგიდის ჩოგბურთში 'სასკოლო სპორტული ოლიმპიადა 2018' გაიმართა
გარბენში რეგიონის პირველობა ახალციხის გოგონათა და ვაჟთა გუნდებმა მოიპოვეს
კალათბურთში პირველი ადგილი ბორჯომისა და ნინოწმინდის სკოლების გუნდებმა დაიკავეს
ფრენბურთში რეგიონის პირველობა ახალქალაქის და ასპინძის გუნდებმა მოიპოვეს
მძლეოსნობაში საქართველოს პირველობა ახალციხის მესამე და მეხუთე სკოლების გუნდებმა მოიპოვეს
მაგიდის ჩოგბურთში 'სასკოლო სპორტული ოლიმპიადა 2019'–ის ფინალი გაიმართა