FM97.5 / LIVE

ადმინისტრაციული სამსახურები პრემიების ოდენობას არ ასაჯაროებენ

მთავარიეკონომიკა 24.05.2012
ადმინისტრაციული სამსახურები იმ თანამშრომლების ვინაობას მალავენ, რომლებზეც გასული წლიდან ამ დრომდე პრემიები გაიცა

ადმინისტრაციული სამსახურები პრემიების ოდენობას არ ასაჯაროებენ

საჯარო ინფორამციის მოთხოვნით ”სამხრეთის კარიბჭემ” ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობასა და საკრებულოს, ასევე სამხარეო ადმინისტრაციას მიმართა. 14 მაისის განცხადებით გაზეთი გასული წლის იანვრიდან დღემდე თანამშრომლებზე გაცემული პრემიების ოდენობის შესახებ ითხოვდა ინფორმაციას.

სამივე სამსახურიდან მიღებული პასუხი ზოგადია. არცერთ წერილში, არცერთი თანამშრომლის ვინაობა და თანხის ოდენობა მითითებული არაა.

გუბერნატორის ადმინისტრაციის თანამშრომლებზე 2011 წელს გაცემულია პრემია 104'555 ლარის ოდენობით, ხოლო 2012 წლის იანვარ-აპრილში - 44'970.

რაც შეეხება საკრებულოს, 2011 წელში ერთდროული ფულადი ჯილდო - პრემია გაცემულია სამჯერ. მათ შორის ორი - ერთი თვის თანამდებობრივი სარგოს განაკვეთების 100% ოდენობით , ერთი - 50 %-ის ოდენობით. 2012 წლის განმავლობაში ერთდროული ფულადი ჯილდო - პრემია გაცემულია ერთხელ, ერთი თვის თანამდებობრივი სარგოს განაკვეთების 100 %-ის ოდენობით.

”გამგეობის თანამშრომლებზე 2011 წლის აპრილსა და დეკემბერში გაიცა პრემია თანამდებობრივი სარგოს 100 %-ის ოდენობით, აგვისტოში 50 % და, 2012 წლის მაისში - 100 %”, - ვკითხულობთ გამგეობიდან მოსულ პასუხში, რომელიც 21 მაისით თარიღდება.

[თამუნა უჩიძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ახალციხის საკრებულოში 13 240 ლარის ჯილდო გაიცა
სამცხე–ჯავახეთში, 2 თვეში,  ნახევარ მილიონ ლარამდე პრემია გასცეს
რა ოდენობის პრემია და დანამატი გაიცა ახალციხის სასამართლოს თანამშრომლებზე
ახალციხის გამგეობაში საახალწლოდ 57 540 ლარის პრემია გაიცა
სამცხე–ჯავახეთის თვითმმართველობებმა ერთ წელში 680 065 ლარის ჯილდო და დანამატი გასცეს
31 000 ლარი ხელფასი და 27 000 ლარი პრემია – ბორჯომის გამგებლის სარგო ერთ წელიწადში
2018 წელს ახალციხის თვითმმართველობაში 13 000 ლარის პრემია–დანამატი გაიცა