FM97.5 / LIVE

განაწილებული თანამდებობები და გაზრდილი ხელფასები – ბორჯომში კრიზისი დასრულდა

მთავარისიახლე, პოლიტიკა 02.04.2018
ბორჯომის თვითმმართველობაში სამთვიანი კრიზისი დასრულდა. თუმცა, დეპუტატების ნაწილი ფიქრობს, რომ ბორჯომს ოპოზიციური საკრებულო აღარ ჰყავს, რადგან "ალიანსი" "ოცნებას" გაურიგდა;

განაწილებული თანამდებობები და გაზრდილი ხელფასები – ბორჯომში კრიზისი დასრულდა

სამთვიანი დავისა და არაერთი ხმაურიანი სხდომის შემდეგ ბორჯომის თვითმმართველობაში გაზრდილი ხელფასები დაამტკიცეს. თუმცა, ეს შესაძლებელი მხოლოდ მას შემდეგ გახდა, რაც საკრებულოს ოპოზიციონერ თავმჯდომარეს „პატრიოტთა ალიანსიდან“ ზაზა ჩაჩანიძეს იმპიჩმენტი მოუწყეს, მის ადგილზე კი მისივე მოადგილე და ასევე, „პატრიოტთა ალიანსის“ წევრი გიორგი გოგიჩაიშვილი აირჩიეს.

გოგიჩაიშვილი დღეს, ორ აპრილს გამართულ სხდომაზე საკრებულოს თავმჯდომარეობის ერთადერთი კანდიდატი იყო. „პატრიოტთა ალიანსისა“ და ქართული ოცნების“ წევრები აცხადებენ, რომ ისინი თავმჯდომარეობის კანდიდატზე ერთიანად შეთანხმდნენ. შეთანხმება კი ასეთი იყო, თუ საკრებულოს თავმჯდომარის პოზიციაზე „ოცნება“ „პატრიოტთა ალიანსის“ წარმომადგენელს დაუჭერდა მხარს, მაშინ მისი მოადგილე „ოცნების“ წევრი უნდა ყოფილიყო.

„ერთმანეთთან დათმობაზე წავედით, სხვა გზა არ იყო“, – ამბობს „ქართული ოცნების“ წევრი და საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ოთარ არბოლიშვილი.

გიორგი გოგიჩაიშვილი კი ამბობს, რომ ეს დათმობა კი არა შეთანხმება იყო: „ოცნების“ წევრი მოადგილედ მეტი გამჭვირვალეობისთვის დავასახელე. თუ დემოკრატიულ ქვეყანაში გვინდა ცხოვრება ასეა. ამის მიზეზი სხვა არაფერი ყოფილა. ბორჯომის საკრებულო ისევ ოპოზიციურ საკრებულოდ დარჩება“.

განაწილებული თანამდებობები და გაზრდილი ხელფასები – ბორჯომში კრიზისი დასრულდა

შეკითხვაზე, რა აძლევს ამის თქმის საფუძველს, მაშინ როცა მოადგილედ „ოცნების“ წევრი დანიშნა, მისი არჩევის საკითხი კი ასევე „ოცნებასთან“ შეათანხმა, გოგიჩაიშვილი გვპასუხობს: „დიახ, შეთანხმებულები ვიყავით, მაგრამ საკრებულოს თავმჯდომარე ოპოზიციონერია“.

ბორჯომის საკრებულოს სხდომას დღეს არ დასწრებია „პატრიოტთა ალიანსის“ ორი წევრი, მათ შორის ზაზა ჩაჩანიძე. ასევე, სხდომაზე არ იყვნენ „ნაციონალური მოძრაობის“, „ევროპული საქართველოს“ და „ლეიბორისტული პარტიის“ დეპუტატები. ისინი აცხადებენ, რომ „დადგმულ ცირკში“ მონაწილეობის მიღება არ სურდათ, რადგან მიაჩნიათ, რომ „ოცნება“ და „ალიანსი“ გარიგდნენ, ამით კი ბორჯომელი ხალხის არჩევანს, ოპოზიციური საკრებულო ჰყოლოდათ, პატივი არ სცეს.

რაც შეეხება, სხდომაზე დამსწრე 22 დეპუტატს, რომელთა შორის ცხრა „პატრიოტთა ალიანსის“ წევრი იყო, 13 კი „ქართული ოცნება“, 21–მა მხარი გოგიჩაიშვილის თავმჯდომარედ არჩევას დაუჭირა და ერთი წავიდა წინააღმდეგი. 22–მა მისცა ხმა მის მოადგილედ ოთარ არბოლიშვილს. დეპუტატების შემადგენლობას არც გაზრდილი ხელფასების დამტკიცებაზე უდავიათ. 22 დეპუტატიდან გარდა ერთის, ვიოლეტა ბალახაშვილისა, მერიაში ხელფასების ზრდას ყველამ ხელი აუწია.

„მინდოდა, რომ ხელფასების ხარჯზე დაზოგილი თანხით, იმ ბავშვებს ვისაც საშუალება არ აქვთ, სხვადასხვა წრეებზე ევლოთ, ესწავლთ მუსიკა ხატვა. ცუდია, რომ ასე არ გამოვიდა“, – ამბობს ბალახაშვილი.

განაწილებული თანამდებობები და გაზრდილი ხელფასები – ბორჯომში კრიზისი დასრულდა

„პატრიოტთა ალიანსის“ ის დეპუტატები, კი რომლებიც ამ დრომდე ხელფასების მატებას მხარს არ უჭერდნენ, აცხადებენ, რომ დათმობაზე წავიდნენ.

„ეს დაძაბული ვითარება უნდა განიმუხტოს, ასე გაგრძელება აღარ შეიძლება, ამიტომ დავუჭირე მხარი რომ გაიზარდოს ხელფასები“, – ამბობს „პატრიოტთა ალიანსის“ დეპუტატი ტატიანა მარტინენკო.

„ახლა ჩვენ წავედით დათმობაზე, მერე ალბათ რაღაც საკითხებზე მერია წავა დათმობაზე“, – აცხადებს გიორგი გოგიჩაიშვილი.

დღეს დამტკიცებული თანამდებობრივი სარგოების მიხედვით, მერის ხელფასი 2 650 ლარია, სამსახურების უფროსების – 2 000 ლარი, განყოფილების უფროსების – 1 600 ლარი, სპეციალისტების – 1 000 – 1 100 ლარი.

საშტატო ნუსხის მიხედვით მერიაში 88 შტატია განსაზღვრული, ამას ემატება სამხედრო აღიცხვისა და გაწვევის სამსახურის ხუთი შტატი. საერთო ჯამში, 93 თანამშრომლისთვის თვეში სახელფასო ფონდი 117 350 ლარი გამოდის.

გარდა მერიის თანამშრომლებისა, ასევე, გაიზარდა საკრებულოს აპარატის 16 თანამშრომლის ხელფასი.

„ზუსტად იგივე ოდენობით გაიზარდა საკრებულოს აპარატის თანამშრომლების ხელფასები, როგორც მერიის“, – აცხადებენ მერიის საფინანსო საბიუჯეტო სამსახურში.

სამთვიანი ლოდინის შემდეგ, თვითმმართველობის თანამშრომლები მომატებულ ხელფასებს ეტაპობრივად მიიღებენ. მერიაში ამბობენ, რომ ერთიანად დარიცხვა ტექნიკურად შეუძლებელია.

განაწილებული თანამდებობები და გაზრდილი ხელფასები – ბორჯომში კრიზისი დასრულდა

[თამუნა უჩიძე, ბორჯომი]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ბორჯომის საკრებულომ მერიის გაზრდილი ხელფასები დაამტკიცა
ბორჯომის საკრებულოს თავმჯდომარედ გიორგი გოგიჩაიშვილი აირჩიეს
ბორჯომის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილედ ოთარ არბოლიშვილი აირჩიეს
ბორჯომის საკრებულოს თავმჯდომარემ მოადგილედ "ოცნების" წევრი წარადგინა
ბორჯომში მერიის ხელფასების დასამტკიცებლად საკრებულოს ახალ თავმჯდომარეს ელიან
ხელისუფლებამ ბორჯომში ოპოზიციონერი თავმჯდომარე გადააყენა [Video]
ბორჯომის საკრებულოს თავმჯდომარედ მოადგილის კანდიდატურა განიხილება