FM97.5 / LIVE

შალვა ნათელაშვილი: 'ბორჯომის საკრებულომ ოქროს ასოებით ჩაწერა თავისი სახელი ისტორიაში' [Video]

მთავარისიახლე, პოლიტიკა 27.03.2018
ბორჯომში ჩასულმა არასაპარლამენტო ოპოზიციის ლიდერთა საბჭოს წევრებმა, საკრებულოს დეპუტატებს მოუწოდეს, მხარი არ დაუჭირონ საკრებულოს თავმჯდომარის, ზაზა ჩაჩანიძის იმპიჩმენტს.

შალვა ნათელაშვილი: 'ბორჯომის საკრებულომ ოქროს ასოებით ჩაწერა თავისი სახელი ისტორიაში' [Video]

ოპოზიციონერ დეპუტატებთან შეხვედრის შემდეგ, არასაპარლამენტო ოპოზიციის ლიდერებმა და ბორჯომის საკრებულოს თავმჯდომარემ ზაზა ჩაჩანიძემ სპეციალური ბრიფინგი გამართეს.

„მოვუწოდებ ხელისუფლებას ხელი აიღოს ბორჯომის ოპოზიციური საკრებულოს დასჯაზე, საკრებულოს თავმჯდომარის გადაყენებაზე და ერთადერთი მუნიციპალური თვითმმართველობის ლიკვიდიაციაზე. ამით დააჩქარებთ თქვენს ლიკვიდაციას, თქვენს იმპიჩმენტს და თქვენი პოლიტიკური მოღვაწეობის დასასრულს, რომელიც ისედაც დაჩქარებულია. დაგრჩათ ცოტა დრო ხელისუფლებაში ყოფნის“, – მიმართა ხელისუფლებას „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა.

მისივე განცხადებით, დღეს ბორჯომში ვიზიტი საკრებულოსთვის სოლიდარობის გამოცხადებას ნიშნავს: „ბორჯომის საკრებულომ ოქროს ასოებით ჩაწერა თავისი სახელი ისტორიაში... დაუმორჩილებლობა აჩვენა პირველად საქართველოს იტორიაში და პრაქტიკულად, ეს დეპუტატები ზნეობრივი გმირები არიან, მიუხედავად პარტიული კუთვნილებისა თუ სხვა ნიუანსების“.

ზაზა ჩაჩანიძის განცხადებით, გავრცელებული ხმები, რომ მისი იმპიჩმენტის შემდეგ საკრებულო ისევ ოპოზიციური იქნება, საფუძველს მოკლებულია. მანვე განაცხადა, რომ საკრებულოში დაპირისპირება ფრაქციების შექმნისა და ხელფასების საკითხზე დაიწყო: „ის ზღაპრები, რომ არ ვთანამშრომლობთ, გრძელდება. ხვალ დაინახავს ყველა იმ რეალობას, რაც არის“.



„ევროპული დემოკრატების“ ლიდერი პაატა დავითაია ამბობს, რომ ბორჯომმა აჩვენა როგორ შეიძლება მოვიდეს ხელისუფლებაში ოპოზიციური ერთობა: „ასევე, როგორ შეიძლება ოპოზიციურმა ერთობამ დაბლოკოს ის სახელისუფლო ქმედებები, რომელიც მათი პირადი კეთილდღეობისთვისაა მიმართული. ამიტომ, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ხვალ ეს ერთობა შენარჩუნდეს და ბატონი ზაზა დარჩეს საკრებულოს თავმჯდომარედ.

მისივე განცხადებით, არასაპარლამენტო ოპოზიცია თვალს მიადევნებს როგორ განვითარდება მოვლენები ბორჯომში: „ლიდერთა საბჭო ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ სამართლებრივი ბრძოლა გაგრძელდეს საკრებულოს თავმჯდომარის გადაყენების გამო, რომელიც შეიძლება ხვალ განხორციელდეს“.

არასაპარლამენტო ოპოზიციის ლიდერთა საბჭოს წევრები ბორჯომში, საკრებულოს თავმჯდომარესა და ოპოზიციური პარტიების დეპუტატებს დღეს, 27 მარტს შეხვდნენ.

ბორჯომის საკრებულოს თავმჯდომარეს, ზაზა ჩაჩანიძეს, რომელიც "პატრიოტთა ალიანსის" წევრია, დეპუტატების ნაწილი იმპიჩმენტს უპირებს. განცხადება, შესაბამისი მოთხოვნით, საკრებულოში 21 მარტს, შევიდა. დოკუმენტს 15 დეპუტატი აწერს ხელს. მათგან ორი, მამუკა ლურსმანაშვილი და ტატიანა მარტინენკო ზაზა ჩაჩანიძის თანაგუნდელები არიან, 13 კი „ქართული ოცნების“ დეპუტატია.

ზაზა ჩაჩანიძის გადაყენებას კენჭს ფარულად ხვალ, 28 მარტს დანიშნულ სხდომაზე უყრიან. იმპიჩმენტისთვის საკრებულოს დეპუტატების სიითი შემადგენლობის ნახევარზე მეტი, ანუ 15 დეპუტატის ხმა სჭირდება. ბორჯომის საკრებულოში სულ 28 დეპუტატია.


[sknews.ge]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ბორჯომის საკრებულოში სპეციალური ბრიფინგი იგეგმება [Video]
დღეს ბორჯომის საკრებულოს თავმჯდომარის იმპიჩმენტს  უყრიან  კენჭს
‘იესოს უღალატეს და...’ – ბორჯომის საკრებულოს თავმჯდომარეს იმპიჩმენტს უპირებენ
ბორჯომის საკრებულოს თავმჯდომარეს იმპიჩმენტს თანაპარტიელები უწყობენ
განხეთქილება ბორჯომში, ‘პატრიოტთა ალიანსის’ დეპუტატებში
ბორჯომში არასაპარლამენტო ოპოზიციას ელოდებიან
ბორჯომის საკრებულოს თავმჯდომარედ გიორგი გოგიჩაიშვილი აირჩიეს