FM97.5 / LIVE

ბორჯომის საკრებულოს თავმჯდომარეს იმპიჩმენტს თანაპარტიელები უწყობენ

მთავარისიახლე, პოლიტიკა, საზოგადოება 21.03.2018
ზაზა ჩაჩანიძის, ბორჯომის საკრებულოს თავმჯდომარის გადაყენების ინიციატივა, მისივე თანაგუნდელებს ეკუთვნით. მათი განცხადებით, საკითხი შეთანხმებულია პარტიასთან.

ბორჯომის საკრებულოს თავმჯდომარეს იმპიჩმენტს თანაპარტიელები უწყობენ

ბორჯომის საკრებულოს თავმჯდომარის იმპიჩმენტის მოთხოვნას ხელს „პატრიოტთა ალიანსის“ ორი დეპუტატი აწერს. ერთ–ერთი მათგანის, ტატიანა მარტინენკოს თქმით, ჩაჩანიძის იმპიჩმენტის ინიციატორები თავად არიან.

„საკრებულოს უმრავლესობაში „პატრიოტთა ალიანსის“ 11 დეპუტატი ვართ. ვფიქრობთ, რომ ჩვენი პასუხისმგებლობის წილი ბორჯომის სიმშვიდეზე, საკრებულოსა და მერიას შორის საქმიანი ურთიერთობის ჩამოყალიბებაზე, დიდია. ამიტომ, ჩვენი ინიციატივა იყო, შეცვლილიყო საკრებულოს თავმჯდომარე და „ოცნების“ დეპუტატებიც შემოგვიერთდნენ“, – ამბობს მარტინენკო.

მისი თქმით, ჩაჩანიძე საკრებულოს 15 ოპოზიციონერი დეპუტატის ხმებს პირადი მიზნებისთვის იყენებდა. მარტინენკო ფიქრობს, რომ ბორჯომის თვითმმართველობაში კრიზისი რეალურად ჩაჩანიძესა და „ოცნების“ წევრებს შორის არსებული პიროვნული დაპირისპირების შედეგია: „ამიტომ დავაყენეთ იმპიჩმენტის საკითხი და ჩაჩანიძის გადაყენების შემდეგ საკრებულოს თავმჯდომარის პოზიციაზე კანდიდატს პარტიის 11 წევრიდან შევარჩევთ. „ოცნებას“ არ ჰყავს იმდენი დეპუტატი საკრებულოში, რომ თავისი კანდიდატი გაიყვანოს და იმედია ჩვენსას მხარს დაუჭერენ“.

ბორჯომის საკრებულოს თავმჯდომარეს იმპიჩმენტს თანაპარტიელები უწყობენ შეკითხვებზე, რამდენად იზიარებენ „პატრიოტთა ალიანსის“ სხვა წევრები ორი დეპუტატის მოსაზრებას და თუ იზიარებენ, განცხადებას ხელს რატომ არ აწერენ, მარტინენკო გვპასუხობს: „ამ განცხადებაში რამდენიმე დეპუტატის მოსაზრებაცაა გათავლისწინებული, თუმცა, ყველა აქ არ არის, ზოგი საავამდყოფოშია, ზოგი თბილისში“.

მარტინენკო ამბობს, რომ მათი გადაწყვეტილება „პატრიოტთა ალიანსთან“ შეთანხმებულია.

„ასეთ გადაწყვეტილებას რომ იღებდნენ, ბუნებრივია, პარტიას შეუთანხმდნენ. ეს არ არის ჩვენი ინიციატივა, რადგან არ ვერევით იქაურ ამბებში, მაგრამ შეგვითანხმეს“, – ამბობს „პატრიოტთა ალიანსის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენელი მარიამ კუკავა.

შეკითხვაზე, რამდენად დემოკრატიული პროცესია, როცა საქართველოში საკრებულოს ერთადერთ ოპოზიციონერ თავმჯდომარეს ასევე ორი ოპოზიციონერი დეპუტატი იმპიჩმენტის მოწყობის ინიციატივით გამოდის, „პატრიოტთა ალიანსში“ გვპასუხობენ: „იმდენად დამოუკიდებლები არიან დეპუტატები, რომ ვისაც რა გადაწყვეტილება აქვს მიღებული, იმას ახმოვანებს“.

ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოში თავმჯდომარის ზაზა ჩაჩანიძის გადაყენებას კენჭს ფარულად 28 მარტს დანიშნულ სხდომაზე უყრიან. იმპიჩმენტისთვის საკრებულოს დეპუტატების სიითი შემადგენლობის ნახევარზე მეტი, ანუ 15 დეპუტატის ხმა სჭრიდება.

შეგახსენებთ, რომ საკრებულოში განცხადება, რომელსაც ხელს „ოცნების“ 13 და „პატრიოტთა ალიანსის“ ორი დეპუტატი აწერს, დღეს, 21 მარტს შევიდა.

[თამუნა უჩიძე, ბორჯომი]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

განხეთქილება ბორჯომში, ‘პატრიოტთა ალიანსის’ დეპუტატებში
დღეს ბორჯომის საკრებულოს თავმჯდომარის იმპიჩმენტს  უყრიან  კენჭს
‘იესოს უღალატეს და...’ – ბორჯომის საკრებულოს თავმჯდომარეს იმპიჩმენტს უპირებენ
ბორჯომის საკრებულოში სპეციალური ბრიფინგი იგეგმება [Video]
ბორჯომის საკრებულოს თავმჯდომარედ გიორგი გოგიჩაიშვილი აირჩიეს
ბორჯომში დაიწყო სხდომა, რომელზეც საკრებულოს თავმჯდომარის იმპიჩმენტის საკითხი უნდა განიხილონ
ბორჯომის საკრებულოს თავმჯდომარე ზაზა ჩაჩანიძე თანამდებობიდან გადააყენეს