FM97.5 / LIVE

განხეთქილება ბორჯომში, ‘პატრიოტთა ალიანსის’ დეპუტატებში

მთავარისიახლე, პოლიტიკა 22.03.2018
ბორჯომის საკრებულოს თავმჯდომარეს ზაზა ჩაჩანიძეს ათი თანაგუნდელიდან მხოლოდ ორი გაემიჯნა. დანარჩენები ფიქრობენ, რომ ‘პატრიოტები’ ‘ოცნებას’ გაურიგდნენ.

განხეთქილება ბორჯომში, ‘პატრიოტთა ალიანსის’ დეპუტატებში
ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოში „პატრიოტთა ალიანსის“ ორი დეპუტატის, ტატიანა მარტინენკოსა და მამუკა ლურსმანაშვილის, ინიციატივა თავმჯდომარის იმპიჩმენტის შესახებ, მათი თანაგუნდელებისთვის მოულოდნელი აღმოჩნდა.

„გაოგნებული ვარ, ვერ წარმოვიდგენდი, რომ ასეთ რამეს მოიფიქრებდნენ. ფაქტია, რომ ვერ არის საქმე ისე, როგორც უნდა იყოს, არადა პარტიაში პრობლემები არ გვაქვს. რატომ სურთ ჩაჩანიძის გადაყენება, გაუგებარია. ჩემთვის ეს მეხის გავარდნასავით იყო“, – ამბობს „პატრიოტთა ალიანსის“ დეპუტატი თედორე მელიქიძე.

მისი ვარაუდით, მარტინენკო და ლურსმანაშვილი „ოცნებას“ გაურიგდნენ: „სხვა ახსნა არ აქვს იმას, რაც ხდება“.

მელიქიძის მოსაზრებას ეთანხმებიან მისი თანაგუნდელები, ნიკოლზ კიკნაძე და მერაბ კვარაცხელია: „ძნელია დაიჯერო, რომ ეს მარტინენკოს და ლურსმანაშვილის პიროვნული გადაწყვეტილებაა. ეს ყველაფერი „ოცნებასთან“ ერთად, კარგად გააზრებული და დაგეგმილი ჰქონდათ მათ“.

მომხდართან დაკავშირებით საუბარი არ სურთ „პატრიოტთა ალიანსის“ დეპუტატებს გოჩა ჩადუნელს და გიორგი გოგიჩაიშვილს, თუმცა ამბობენ, რომ მარტინენკოს და ლურსმანაშვილის პოზიციას ემიჯნებიან: „ჯერ კონსულტაციებს გავივლით თანაგუნდელებთან და მერე გავაკეთებთ კომენტარს“.

ასევე, „პატრიოტთა ალიანსის“ დეპუტატები ფირან გოგიჩაიშვილი და ვიოლეტა ბალახაშვილი აცხადებენ, რომ მათ საკრებულოში მიმდინარე მოვლენების შესახებ არ იციან. თუმცა, შეკითხვაზე, მხარს უჭერენ თუ არა ჩაჩანიძის იმპიჩმენტს გვპასუხობენ: „თუ ეს საკითხი საკრებულოზე გავა მის გადაყენებას ხმას არ მივცემთ“.

„სამხრეთის კარიბჭე“ მეორე დღეა ცდილობს მამუკა ლურსმანაშვილთან დაკავშირებას, თუმცა, იგი ჩვენ სატელეფონო ზარებს არ პასუხობს.

ტატიანა მარტინენკო კი თანაგუნდელების ბრალდებებს „ოცნებასთან“ გარიგების შესახებ სამარცხვინოს უწოდებს: „ისინი თავად არიან ზაზა ჩაჩანიძის გავლენის ქვეშ მოქცეულები. მე რომ „ოცნებასთან“ გარიგებული არ ვარ ამას საკრებულოს სხდომაზე დავამტკიცებ, მათ თავმჯდომარეობის კანდიდატს მხარს არ დავუჭერ“.

შეგახსენებთ, რომ საკრებულოში თავმჯდომარის იმპიჩმენტის მოთხოვნით განცხადება, რომელსაც ხელს „ოცნების“ 13 და „პატრიოტთა ალიანსის“ ორი დეპუტატი აწერს, გუშინ, 21 მარტს შევიდა.

ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოში თავმჯდომარის ზაზა ჩაჩანიძის გადაყენებას კენჭს ფარულად 28 მარტს დანიშნულ სხდომაზე უყრიან. იმპიჩმენტისთვის საკრებულოს დეპუტატების სიითი შემადგენლობის ნახევარზე მეტი, ანუ 15 დეპუტატის ხმა სჭრიდება.

[ლუბა გიორგაძე, ბორჯომი]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ბორჯომის საკრებულოს თავმჯდომარეს იმპიჩმენტს თანაპარტიელები უწყობენ
დღეს ბორჯომის საკრებულოს თავმჯდომარის იმპიჩმენტს  უყრიან  კენჭს
ბორჯომის საკრებულოში სპეციალური ბრიფინგი იგეგმება [Video]
‘იესოს უღალატეს და...’ – ბორჯომის საკრებულოს თავმჯდომარეს იმპიჩმენტს უპირებენ
ბორჯომის საკრებულოს თავმჯდომარედ გიორგი გოგიჩაიშვილი აირჩიეს
ბორჯომის საკრებულოს თავმჯდომარედ მოადგილის კანდიდატურა განიხილება
ბორჯომში დაიწყო სხდომა, რომელზეც საკრებულოს თავმჯდომარის იმპიჩმენტის საკითხი უნდა განიხილონ