FM97.5 / LIVE

ბორჯომში არასაპარლამენტო ოპოზიციას ელოდებიან

მთავარისიახლე, პოლიტიკა 27.03.2018
ბორჯომის საკრებულოს დეპუტატებს დღეს არასაპარლამენტო ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები შეხვდებიან. შეხვედრა საკრებულოს თავმჯდომარის მოსალოდნელი იმპიჩმენტის გამო დაიგეგმა.

ბორჯომში არასაპარლამენტო ოპოზიციას ელოდებიან

ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლების განცხადებით, შეხვედრა დღეს, 27 მარტს, 13:00 საათზე დაიწყება.

„როგორც ვიცით ჩამოდიან ბურჯანაძე, კუკავა და ნათელაშვილი. მათი ჩამოსვლის მიზეზი ბორჯომის საკრებულოს თავმჯდომარის დაგეგმილი იმპიჩმენტია“, – ამბობს ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატი „ლეიბორისტული პარტიიდან“ გიორგი გიუაშვილი.

„დემოკრატიული მოძრაობა ერთიანი საქართველო – ნინო ბურჯანაძის“ პარტიის ბორჯომის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე მაია ხრიკაძე დაგეგმილი შეხვედრის შესახებ ინფორმაციას ადასტურებს: „თუმცა, ვინ მოდის პარტიიდან, ნამდვილად არ ვიცი“.

აღნიშნული შეხვედრის შესახებ ინფორმაცია არ აქვს ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატს და საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეს გიორგი გოგიჩაიშვილს.

„თუ რომელიმე ფრაქცია, ან დეპუტატი მართავს შეხვედრას, არაა სავალდებულო, რომ ეს აპარატთან შეთანხმებული იყოს“, – აცხადებენ ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატში.

დღეს, საკრებულოში დაგეგმილ შეხვედრაზე არავის მიუწვევია „ქართული ოცნების“ დეპუტატები.

„ვიცით, რომ მოდიან პარტიების ლიდერები, მაგრამ ჩვენ ამ შეხვედრაზე დასასწრებად არ ვართ მიწვეულები“, – ამბობს ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კვირველია.

ხვალ, 28 თებერვალს ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულო რიგით პირველ საკითხად გაიტანს თავმჯდომარის ზაზა ჩაჩანიძის გადაყენების საკითხს.

„დანარჩენი საკითხები კი მათ შორის ხელფასების მატება ამის შემდეგ იქნება განხილული“, – ამბობს ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე გიორგი გოგიჩაიშვილი.

[თამუნა უჩიძე, ბორჯომი]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ბორჯომის საკრებულოს თავმჯდომარედ გიორგი გოგიჩაიშვილი აირჩიეს
დღეს ბორჯომის საკრებულოს თავმჯდომარის იმპიჩმენტს  უყრიან  კენჭს
ბორჯომის საკრებულოს თავმჯდომარე ზაზა ჩაჩანიძე თანამდებობიდან გადააყენეს
ბორჯომის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილედ ოთარ არბოლიშვილი აირჩიეს
დღეს ბორჯომში საკრებულოს ახალ თავმჯდომარეს აირჩევენ
‘იესოს უღალატეს და...’ – ბორჯომის საკრებულოს თავმჯდომარეს იმპიჩმენტს უპირებენ
ბორჯომის ოპოზიციონერი დეპუტატები დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს შეხვდნენ