FM97.5 / LIVE

სად აიკრძალება კანაფისა და მარიხუანას მოხმარება

მთავარისიახლე, სამართალი 15.09.2018
შს სამინისტრო, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსისში ახალი, სპეციალური მუხლის დამატების ინიციატივით გამოდის, რომლის მიხედვითაც კანაფისა და მარიხუანას მოხმარება იკრძალება ნებისმიერი დანიშნულების შენობა-ნაგებობაში, გარდა ფიზიკური პირის საცხოვრებელი ადგილისა.

სად აიკრძალება კანაფისა და მარიხუანას მოხმარება
შსს–ს ინფორმაციით, მცენარე კანაფის ან მარიხუანას მცირე ოდენობით უკანონო შეძენა, შენახვა, გადაზიდვა ან გადაგზავნა გამოიწვევს პირის დაჯარიმებას - 500 ლარის ოდენობით.

უწყების მიერ მომზადებული პროექტის მიხედვით, კანაფისა და მარიხუანას მოხმარება ნებისმიერი დანიშნულების შენობა-ნაგებობაში, გარდა ფიზიკური პირის საცხოვრებელი ადგილისა, გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარიდან 1 000 ლარამდე ოდენობით. აღნიშნული ქმედების განმეორებით ჩადენა - გამოიწვევს დაჯარიმებას 1 000 ლარიდან 1 500 ლარამდე ოდენობით.

მარიხუანას 21 წლამდე ასაკის პირის მიერ მოხმარება 500 ლარიდან 1000 ლარამდე ოდენობით დასჯადი ქმედება იქნება. აღნიშნული ქმედების განმეორება კი, 1000 ლარიდან 1500 ლარამდე ოდენობით დაჯარიმებას გამოიწვევს.

კანაფის ან მარიხუანას მოხმარება ქუჩაში, ეზოში, სტადიონზე, სკვერში, პარკში, სასამართლოში, აეროპორტში, სამედიცინო ან ფარმაცევტული დაწესებულებების შენობა-ნაგებობებში და მათ საკუთრებაში არსებულ ტერიტორიებზე, კინოთეატრში, თეატრში, საკონცერტო დარბაზში, კაფეში, რესტორანში, ყველა სახის საზოგადოებრივ ტრანსპორტში (მათ შორის, საზღვაო და საჰაერო ტრანსპორტში), ავტოსადგურში, რკინიგზის სადგურში ან საზოგადოებრივი თავშეყრის სხვა ადგილას – გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარიდან 1000 ლარამდე ოდენობით. აღნიშნული ქმედების განმეორებით ჩადენა 1000 ლარიდან 1500 ლარამდე ოდენობით დასჯადი იქნება.

გარდა ამისა, 1 000 ლარიდან 1 500 ლარამდე ოდენობით დაჯარიმებას გამოიწვევს კანაფის ან მარიხუანას მოხმარება ან ზემოქმედების ქვეშ ყოფნა არასრულწლოვანის თანდასწრებით, ან სასწავლო-საგანმანათლებლო და სააღმზრდელო დაწესებულების, ბიბლიოთეკის, მოსწავლე ახალგაზრდობის ბანაკის, ბავშვთა გასართობი ცენტრის და 18 წლამდე ასაკის პირებისთვის განკუთვნილი სხვა დაწესებულების შენობა-ნაგებობებში და მათ საკუთრებაში არსებულ ტერიტორიებზე, აგრეთვე 18 წლამდე ასაკის პირებისთვის განკუთვნილ საზოგადოებრივ შეკრებებზე ან მათ მიმდებარე ტერიტორიაზე 150 მეტრის რადიუსში. იგივე ქმედების განმეორებისთვის ჯარიმა 1 500 ლარიდან 2 000 ლარამდე იქნება.

მარიხუანას მოხმარება ან ზემოქმედების ქვეშ ყოფნა სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას – გამოიწვევს დაჯარიმებას 1 000 ლარიდან 1 500 ლარამდე ოდენობით, ხოლო განმეორებით ჩადენა 1 500 ლარიდან 2 000 ლარამდე ოდენობით დაჯარიმებას.

მარიხუანას მოხმარება ან ზემოქმედების ქვეშ ყოფნა სამხედრო ნაწილში - გამოიწვევს დაჯარიმებას 1 000 ლარიდან 1 500 ლარამდე ოდენობით. იგივე ქმედების განმეორებით ჩადენა 1 500 ლარიდან 2 000 ლარამდე ოდენობით დაჯარიმებით დაისჯება.

დაწესებულების მიერ კანაფისა და მარიხუანას მოხმარების ან სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას ზემოქმედების ქვეშ ყოფნის გამოვლენილი ფაქტის აღსაკვეთად ზომების მიუღებლობა - გამოიწვევს დაწესებულების დაჯარიმებას 1 500 ლარის ოდენობით, ხოლო განმეორების შემთხვევაში - 2 000 ლარის ოდენობით.

[sknews.ge]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

სახანძრო უსაფრთხოების წესების დარღვევაზე ჯარიმების ოდენობა იზრდება
 რამდენი ლარით დაგაჯარიმებენ გარემოს დანაგვიანებისთვის
სად და ვისთვის იკრძალება მარიხუანას მოხმარება
საჯაროდ ხვევნა-კოცნა 300 ლარით დაჯარიმდება
გარემოს დაბინძურებისთვის ჯარიმები იზრდება
21 წლამდე პირებისთვის მარიხუანას მოხმარება აიკრძალება
სახელმწიფო ენის ნორმების დარღვევისთვის შესაძლოა სანქციები დაწესდეს