FM97.5 / LIVE

საჯარო დაწესებულებებში მოწევა აიკრძალება

მთავარისიახლე, საზოგადოება 20.06.2016
2017 წლის 1 ივლისიდან, კაფეებში, სალონებსა და სასტუმროებში მოწევა აიკრძალება. ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო აქვეყნებს.

საჯარო დაწესებულებებში მოწევა აიკრძალება

საქართველოს პარლამენტში წარდგენილი კანონპროექტის მიხედვით, რომელიც „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ კანონში ცვლილებებს ითვალისწინებს, სხვადასხვა საზოგადოებრივ და საჯარო სივრცეებში მოწევის სრულად ან ნაწილობრივ აკრძალვა 2017 წლის 1 ივლისიდან იწყება.

2017 წლის 1 ივლისამდე საჯარო დაწესებულებების, კაფე-ბარების, რესტორნებისა და საზოგადოებრივი კვების ობიექტების, კაზინოების, სილამაზის სალონების, მაღაზიების და სავაჭრო ობიექტების შენობა-ნაგებობებში დასაშვებია როგორც მოწევის სრული აკრძალვა ისე სპეციალური მოსაწევი ადგილის (ადგილები) გამოყოფა, რომელიც უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ კრიტერიუმებს:

• არ უნდა იკავებდეს დაწესებულების საერთო ფართის 20%-ზე მეტს;
• სრულად (კედლებით) გამიჯნული უნდა იყოს დაწესებულების სხვა ნაწილებისაგან/ტერიტორიისაგან;
• უნდა ჰქონდეს ვენტილაცია ან ღია სივრცეში გამავალი ფანჯარა.

2018 წლის 1 იანვრამდე კერძო ოფისების, ქარხანა-ფაბრიკების, საამქროების, საწყობების, ტერმინალების და სხვა მსგავსი დაწესებულებების შენობა-ნაგებობაში დასაშვებია როგორც მოწევის სრული აკრძალვა ისე სპეციალური მოსაწევი ადგილის (ადგილები) გამოყოფა, რომელიც უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ კრიტერიუმებს:

• არ უნდა იკავებდეს დაწესებულების საერთო ფართის 20%-ზე მეტს;
• სრულად (კედლებით) გამიჯნული უნდა იყოს დაწესებულების სხვა ნაწილებისაგან/ტერიტორიისაგან;
• უნდა ჰქონდეს ვენტილაცია ან ღია სივრცეში გამავალი ფანჯარა.

ასევე, მოწევა იკრძალება საზოგადოებრივ ტრანსპორტში, მათ შორის, ავტობუსში, სამარშრუტო ტაქსში, არასამარშრუტო ტაქსში, საჰაერო ხომალდში, მეტროპოლიტენში, მატარებელში, ტრამვაისა და ტროლეიბუსში, გემზე, კატერებსა და სხვა სანაოსნო საშუალებებზე.

პროექტით იკრძალება თამბაქოს ნაწარმის, მისი აქსესუარების და მოხმარებისთვის განკუთვნილი მოწყობილობების განლაგება ვიტრინებზე, ვიტრაჟებზე, დახლზე, თაროზე ან ნებისმიერი სხვა სახით იმგვარად, რომ იგი ხილვადია ობიექტის შიგნიდან ან გარედან.

[sknews.ge]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

დახურულ შენობებში, საზოგადოებრივ ტრანსპორტსა და სტადიონებზე შესაძლოა მოწევა აიკრძალოს
საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში თამბაქოს მოწევა 2018 წლის 1-ელი მაისიდან აიკრძალება
სად ვერ მოწევთ სიგარეტს პირველი მაისიდან
გამოკითხვა: რას ფიქრობთ მოწევის აკრძალვაზე? [Video]
დაუფასოებელი თამბაქოს გაყიდვა აიკრძალა
რამდენი ლარით დაჯარიმდებით, თუ სიგარეტს იქ მოწევთ, სადაც აკრძალულია
21 ნოემბრიდან დაუფასოებელი სახით ნებისმიერი თამბაქოს მიწოდება/რეალიზაცია იკრძალება