FM97.5 / LIVE

ქალები პოლიტიკაში და უმცირესობები არჩევნებში – საიას კვლევების შედეგები

მთავარისიახლე, საზოგადოება 23.03.2018
საიამ ახალციხეში ადგილობრივებს, არჩევნებში ეთნიკური უმცირესობების მონაწილეობისა და პოლიტიკაში ქალების ჩართულობის შესახებ, კვლევების შედეგები გააცნო.

ქალები პოლიტიკაში და უმცირესობები არჩევნებში – საიას კვლევების შედეგები

„ახალგაზრდა იურისტთა ასოციციამ“, იმის შესახებ, თუ რამდენი ქალი დასაქმდა ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში 2017 წლის არჩევნების შემდეგ, კვლევა ჩაატარა.

საიას გორის ოფისის წარმომადგენლის ქეთი ბებიაშვილის თქმით, 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ ნათელი გახდა, რომ ბუნებრივი გზით, პოლიტიკაში ქალთა მონაწილეობის ზრდა ვერ ხერხდება: „რომ ვუყურებ პოლიტიკური პარტიების საქმიანობას, ძირითადად ქალები აქტიურობენ. ისინი არიან კოორდინატორები, მობილიზატორები, ასე ვთქვათ, არჩევნებს ქალები იგებენ, მაგრამ ხელისუფლებაში მოდიან კაცები“.

ბებიაშვილის თქმით, 2017 წლის არჩევნების შემდეგად, ქალთა მონაწილეობა საარჩევნო პროცესებში, წინა ადგილობრივი თივთმმართველობის არჩევნებთან შედარებით, დაახლეობით, 1.5%–ით გაიზარდა და 13,46% შეადგინა.

კვლევის მიხედვით, 64 საკრებულოდან 22–ში მაჟორიტარული წესით არჩეული ქალების რაოდენობა ნულია.

„სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსებული 18 პოლიტიკური პარტიიდან გენდერულ დანამატს, მხოლოდ, 15 პოლიტიკური პარტია იღებს, თუმცა, ადგილობრივ თვითმმართველობებში ქალთა რაოდენობა კვლავ დაბალია. არადა კვლევისას აღმოჩნდა, რომ რეგიონში პოლიტიკური პარტიების წარმომადგენელთა 87% ისურვებდა მეტ ქალს საკუთარი რაიონის საკრებულოში“, – ამბობს ბებიაშვილი.

დღეს გამართულ შეხვედრაზე, საქართველოში არსებული ეთნიკური უმცირესობების საარჩევნო ქცევასთან დაკავშირებით, „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ მკვლევარმა გიორგი გობრონიძემ ისაუბრა: „კვლევის მიზანი ეთნიკური უმცირესობების საარჩევნო ქცევის შესწავლა იყო. გვინდოდა დაგვენახა, თუ რამდენად არიან უმცირესობების წარმომადგენლები საარჩევნო პროცესებში ჩართულები და ასევე, გაგვერკვია ამ ჩართულობის ხარისხი“.

კვლევა საქართველოს ხუთ მუნიციპალიტეტში ახმეტაში, ახალქალაქში, ნინოწმინდაში, მარნეულსა და გარდაბანში ჩატარდა. საბოლოოდ გამოვლინდა, რომ პოლიტიკური პარტიების შესახებ ეთნიკური უმცირესობების ინფორმირების ხარისხი დაბალია, ასევე, დაბალია მათი მხრიდან ნდობა პოლიტიკური პარტიების მიმართ.

„ეთნიკური უმცირესობებისათვის, ასევე, პრობლემას წარმოადგენს ენის ბარიერი. მათ არ იციან ქართული კარგად, ამიტომ საქართველოში მიმდინარე მოვლენების შესახებ ინფორმაციას რუსული საინფრომაციო სააგენტოებიდან იღებენ, რაც ხშირად სიმართლეს არ შეესაბამება“.

კვლევისთვის გამოკითხვები ინტერვიუების და დისკუსიების ფორმით ტარდებოდა.

საია კვლევების პრეზენტაციას ყველა რეგიონში გამართავს.

[მარიამ ბარძიმაძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

საია–მ სამცხე–ჯავახეთში წინასაარჩევნო მონიტორინგის შედეგები წარადგინა
საიას  რეკომენდაციები  პოლიტიკური პარტიებს და კანდიდატებს
სამცხე-ჯავახეთში წინასაარჩევნო პერიოდს მონიტორინგს საია გაუწევს
”გენდერული თანასწორობა პოლიტიკურ პროცესებში”
ახალციხეში პარტიების სოციალურ-ეკონომიკურ პროგრამებს განიხილავენ
ომბუდსმენი ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების პრობლემებზე
საია–მ ახალციხეში წინასაარჩევნო მონიტორინგის შედეგები წარადგინა