FM97.5 / LIVE

”გენდერული თანასწორობა პოლიტიკურ პროცესებში”

მთავარისაზოგადოება 11.04.2013
როგორ ემზადებიან ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის ქალები და აპირებენ თუ არა ისინი პოლიტიკურ ცხოვრებაში ატიურად ჩართვას. ამ საკითხებზე დღეს ”გენდერული თანასწორობის ქსელმა” შეხვედრა გამართა.

”გენდერული თანასწორობა პოლიტიკურ პროცესებში”
შეხვედრა, რომელიც ახალციხის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში გაიმართა, სამცხე-ჯავახეთის ექვსივე მუნიციპალიტეტში მცხოვრები ქალბატონები ესწრებოდნენ. ასევე, დღევანდელ დისკუსიაში მონაწილეობა გენდერულ თემაზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა და რეგიონში მცხოვრებმა ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებმა მიიღეს.

შეხვედრის მონაწილეებმა იმსჯელეს პოლიტიკაში ქალის ჩართულობის მექანიზმზე და განიხილეს, რამდენადაა დარღვეული გენდერული ბალანსი არჩევნების დროს და რატომ არის საქართველოს პარლამენტის წევრთა შორის მამაკაცების უმეტესობა. გარდა ამისა, ისაუბრეს რატომ ანიჭებენ უპირატესობას მამაკაცებს სხვადასხვა თანამდებობაზე დანიშვნისას და რა შემთხვევებში ირღვევა გენდერული ბალანსი ქალებთან მიმართებაში. რა უნდა გააკეთონ ქალბატონებმა იმისათვის, რომ პოლიტიკაში უფრო აქტიურები გახდნენ.

”ჩვენი ქსელის მიზანია 2014 წლის ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებში რაც შეიძლება მეტმა ქალმა მიიღოს მონაწილეობა. ამისათვის შეხვედრებს ქალბატონებთან ვმართავთ. დღეს მათ გავაცანით ჩვენი სამოქმედო გეგმები, მოვისმინეთ მათი მოსაზრებები, მისწრაფებები და პრობლემები”, - ამბობს ”გენდერულ თანასწორობის ეროვნული ქსელის” სამცხე-ჯავახეთის კომიტეტის თავმჯდომარე მარინა მოდებაძე.

მისივე თქმით ”ქალთა მოძრაობამ” შეიმუშავა კანონპროექტი, რომელსაც უახლოეს მომავალში წარადგენენ. აღნიშნული პროექტი ითვალისწინებს, რომ პოლიტიკური პარტიების წევრთა 30 პროცენტს მანდილოსნები უნდა წარმოადგენდნენ. კანონის მიღების შემთხვევაში, თუ ამ წესს არ დაიცავენ არჩევნებში მისაღებად რეგისტრაციას ვერ გაივლიან.

შეხვედრის მონაწილეები ამბობენ, რომ მსგავსი სახის შეხვედრებით ისინი საკუთარ უფლება-მოვალეობებზე მეტ ინფორმაციას იღებენ.

”ვცდილობ აქტიურად ჩავერთო მსგავს შეხვედრებზე, რადგან ჩვენს უფლებებზე ბევრ რამეს გავიგებთ. მე სამწუხაროდ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე მონაწილეობას არ ვიღებ, თუმცა მნიშვნელოვანია, რომ პოლიტიკურ ცხოვრებაში ბევრი ქალი ჩაერთოს”, - ამბობს ადიგენის საჯარო სკოლის პედაგოგი მარინა ზაზაშვილი.

[ნუკა სტეფნაძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ახალციხეში გენდერულ საკითხებზე იმსჯელეს
NGO-ები გენდერული საბჭოების მუშაობაში ერთვებიან
ახალციხეში გენდერული თანასწორობის საკითხებზე იმსჯელეს
საინფორმაციო შეხვედრა გენდერულ თემაზე
ახალციხეში გენდერულ ძალადობაზე იმსჯელეს
საინფორმაციო აქცია ქალთა პოლიტიკაში ჩართულობის მხარდასაჭერად
ახალციხეში გენდერული ძალადობის შესახებ შეხვედრა გაიმართა