FM97.5 / LIVE

71 წლის ქალი ამ დრომდე გამომწყვდეულია

მთავარისაზოგადოება 06.06.2013
მეზობლების მიერ საკუთარ ბინაში გამომწყვდეული ქალბატონით ადგილობრივ თვითმმართველობაში დაინტერესდნენ. საქმეში აქტიურად ჩაერთვნენ შსს ახალციხის რაიონული სამმართველოს წარმომადგენლებიც

71 წლის ქალი ამ დრომდე გამომწყვდეულია
71 წლის ჯულიეტა გასპარიანი ამ დრომდე გარეთ გამოსვლას ვერ ახერხებს. ის ერთადერთი შესასვლელი, რომლითაც ხანდაზმული სარგებლობდა ამოშენებულია.

დაზარალებული ქალბატონის სანახავად და ვითარების გასარკვევად ადგილობრივი თვითმართველობის წარმომადგენლები შუადღისთვის მივიდნენ. გამგებლის მოადგილის მალხაზ ჟუჟუნაძის განმარტებით, პირველ რიგში უნდა გაიხსნას კარი, რათა ქალბატონმა გარეთ გამოსვლა შეძლოს და მიეცეს ნორმალური ცხოვრების საშუალება. ჟუჟუნაძე საკითხში უკეთ გარკვევის მიზნით პოლიციასაც დაუკავშირდა.

- ”აღმოჩნდა რომ აღნიშნული ბინა ოთხ მეპატრონეზეა გაყოფილი. გასარკვევია, ვის რა ფართი უკავია. საქმის მოკვლევა ახალციხის რაიონის პოლიციის სამმართველო, უკვე დაიწყო”, - ამბობს ჟუჟუნაძე.

მისი თქმით, როგორც უბნის ინსპექტორთან საუბრის შემდეგ გაირკვა საქმეზე გამოძიება გრძელდება: ”გადაწყვეტენ აღიძრება საქმე თუ გადაეგზავნება სასამართლოს და შესაბამისად მოხდება რეაგირება”.

თვითმმართველობის წარმომადგენლებმა და პოლიციის თანამშრომლებმა საუბრის შემდეგ კლდიაშვილის #20-ში მცხოვრები ერთერთი მეპატრონე ანდრანიკ მკრტიჩიანი, რომელიც ბინის 1\4 ფლობს დაითანხმეს, რომ გახსნას კარი და გასპარიანს სარგებლობის საშუალება მისცეს, თუმცა 71 წლის ქალბატონი შეთავაზებაზე თანახმა არაა. გასპარიანი ითხოვს, რომ იმ გზით ისარგებლოს, რომელიც მკრტჩიანის საძინებელ ოთახზე გადის.

- ”საიდანაც მთავაზობენ გასასვლელს ტუალეტი აქვთ და ვიწრო კარებია,”-აცხადებს გასპარიანი.

- ”მაინტერესებს საძინებელზე თუ გაივლის და კარს გავაღებ რაღაცა რომ დაიკარგოს პასუხს ვინ აგებს?! რამდენჯერმე შევთავაზე დერეფნით ესარგებლა, თუმცა უარი განაცხადა”, - კითხულობს მკრტიჩიანი.

რაც ბინის მეპატრონე ანდრანიკ მკრტიჩიანი და მისი მეუღლე შსს ახალციხს რაიონულ სამმართველოში დაკითხვიდან რამდენიმე წუთის წინ გამოვიდნენ.

სამმართველოს წარმომადგენლები გამოძიების დასრულებამდე კომენტარის გაკეთებისგან თავს იკავებენ.

შეგახსენეთ, რომ არასამთავრობო ორგანიზაცია ”ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციისათვის” წარმომადგენლები დღეს დილიდან ვითარებას ადგილზე აკვირდებიან.

”რაც მოხდა საშინელებაა. ვეცდებით გასპარიანის უფლებები დავიცვათ და დროებით გავუხსნათ ის შესასვლელი, რომლითაც აქამდე სარგებლობდა. შემდეგ გასაჩივრდება ეს საკითხი და სასამართლო გამოიტანს განაჩენს ვის რა ეკუთვნის და რა არა. ”, - აცხადებს ორგანიზაციის სამცხე-ჯავახეთის რეგიონის კორდინატორი დავით ბერიძე და აქვე ამატებს, რომ დაინტერესდება ამ დრომდე პოლიციამ რატომ არ მოახდინა შესაბამისი რეაგირება.

კლდიაშვილი #20-ში სამეზობლო დავა ბინის თაობაზე გასულ წლებშიც იყო.

ამ წუთებში ადგილზე მობილიზებული არიან პოლიციის თანამშრომლები და ისინი კარის შემტვრევას ცდილობენ. მოვლენების განვითარების შესახებ ”სამხრეთის კარიბჭე” მოგვიანებით შეგატყობინებთ.

ამავე თემაზე შეგიძლიათ იხილოთ ვიდეო.

[თინათინ ზაზაძე,ნუკა სტეფნაძე - ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

სახლში გამოკეტილი ქალით უფლებადამცველი ორგანიზაცია დაინტერესდა
მეზობლებმა 71 წლის ქალი სახლში გამოკეტეს
სახლში ჩაკეტილ ქალს კარი გაუხსნეს
ვის დაიცავს ახალი ორგანიზაცია?
"ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციისათვის“ ასპინძაში  რაიონულ ოფისს ხსნის
მოსამართლე ბორჯომის პოლიციის ყოფილი უფროსის საქმეზე განაჩენს აცხადებს
მალხაზ ჟუჟუნაძე 2007 წლის გახმაურებული საქმის გამოძიებას ორი წელია ელოდება