FM97.5 / LIVE
ამოქოლილი კარი გაუხსნეს. იგი მეზობლის კარით იქამდე ისარგებლებს, ვიდრე სასამართლოს გადაწყვეტილება არ გახდება ცნობილი.">

სახლში ჩაკეტილ ქალს კარი გაუხსნეს

მთავარისაზოგადოება 06.06.2013
კლდიაშვილის №20-ში მცხოვრებ ჯულიეტა გასპარიანს წლების წინ ამოქოლილი კარი გაუხსნეს. იგი მეზობლის კარით იქამდე ისარგებლებს, ვიდრე სასამართლოს გადაწყვეტილება არ გახდება ცნობილი.

სახლში ჩაკეტილ ქალს კარი გაუხსნეს
დღეს დილიდან კლდიაშვილის ქუჩაზე არასამთავრობო ორგანიზაციის ”ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციისათვის”, ადგილობრივი თვითმმართველობისა და შსს ახალციხის რაიონული სამმართველოს წარმომადგენლები იმყოფებოდნენ. ისინი 71 წლის ქალბატონის პრობლემით მას შემდეგ დაინტერესდნენ, რაც ”სამხრეთის კარიბჭემ” სტატია გამოაქვეყნა.

ქალბატონი, რომელიც ამ სახლში ცხოვრობს, რამდენიმე დღეა გარეთ არ გამოსულა. პოლიციამ მისთვის კარის გახსნა დაახლოებით ნახევარი საათის წინ შეძლო. ჯულიეტა გასპარიანი გარეთ გამოსვლას მკრტიჩიანების გასასვლელით შეძლებს.

არდრანიკ მკრტჩიანის თქმით, 71 წლის ქალბატონი ამ გასასვლელით იქამდე ისარგებლებს, ვიდრე სასამართლოს გადაწყვეტილება არ გახდება ცნობილი.

”სასამართლომ უნდა დაადგინოს რეალური წილის გაყოფა. თუ დადგინდა, რომ აქედან არ შეუძლია მას სიარული, ჩვენ მაინც მივცემთ უფლებას, რომ აქედან იაროს. ბოლოს და ბოლოს ადამიანები ვართ”, - ამბობს იგი.

მკრტჩიანის ადვოკატის ეკა აბაშიძის თქმით, იდეალური წილის შემთხვევაში არცერთ მესაკუთრეს არ აქვს უფლება, რომ კარი დაკეტოს.

’’2011 წლის სასამართლოს გადაწყვეტილება ვნახე, სადაც წერია, რომ დავა არის დაწყებული 2008 წლიდან, ფაქტობრივად დაკმაყოფილდა სარჩელი ამ პერიოდში და ხაჩატურს და მის ძმას, ანდრანიკს, ორივეს გამოეყო იდიალური წილი სამკვიდრო ქონებიდან, ერთი მეოთხედი და ერთი მეოთხედი, ხოლო ჯულიეტა გასპარიანი არის ერთი მეორედის იდეალური წილის მესაკუთრე”, - განმარტავს ეკა აბაშიძე და ამატებს, რომ ფაქტობრივად, ამ შემთხვევაში გამიჯვნა არაა მომხდარი, - ”მაგრამ, სიტუაციიდან გამომდინარე ქალბატონი ჯულიეტა ფლობდა ეზოდან გასასვლელს. ახლა, როცა მეზობელმა საკუთრების უფლებით თავისი სახლი გაყიდა და ეზო ამოქოლა, რადგან კლიენტს არ აწყობდა სხვა მეზობელთან საერთო სარგებლობით ესარგებლა, აქედან გამომდინარე, ფაქტობრივად ქალბატონი აღმოჩნდა დალუქულ ოთახში.”

ადვოკატი ასევე განმარტავს, რომ არსებობს მესამე მეწილე, როზა დევნოსაძე, რომელსაც აქვს დაკეტელი კარი.

”იდეალური წილი თუა, არცერთს არ უნდა დაეკეტა, არც მესამე პირს, როზა დევნოსაძეს, რადგან ამ შემთხვევაში გაყოფა არ არის მომხდარი და ყველას აქვს უფლება თავისუფლად იმოძრაოს. სამართალდამცავ ორგანოებს აქამდეც უნდა გაერკვიათ, რადგან მხოლოდ და მხოლოდ მკრტჩიანების საკუთრებაში არსებულ ტერიტორიაზე აღიძრა დავა. აქედან გამომდინარე არ არის გამოძახებული და დაკითხული მესამე პირი, როზა დევნოსაძე”, - ამბობს იგი.

სახლში ჩაკეტილი ქალის შესახებ ინფორმაცია ”სამხრეთის კარიბჭემ” გუშინ გაავრცელა. ამ შემთხვევას კომპეტენტური უწყებები დღეს დილიდან იკვლევდნენ. ”სამხრეთის კარობჭე” თვალს მიადევნებს სასამართლო პროცესებსაც და გიამბობთ,. როგორ გადაწყდება დავა და რას გადაწყვეტს სასამართლო.

[თამარ თოთაძე, ნუკა სტეფნაძე, ახალციხე]

ამავე თემაზე იხილეთ ვიდეორეპორტაჟიც.


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

71 წლის ქალი ამ დრომდე გამომწყვდეულია
მეზობლებმა 71 წლის ქალი სახლში გამოკეტეს
სახლში გამოკეტილი ქალით უფლებადამცველი ორგანიზაცია დაინტერესდა
დაუსრულებელი საბინაო დავა ბორჯომში
სასამართლომდე მისული სამეზობლო დავა ახალქალაქში
ახალციხეში დიდიმამიშვილის ქუჩაზე საცხოვრებელი სახლი გატეხეს
ვანო მერაბიშვილის სარჩელი სტრასბურგის სასამართლომ ნაწილობრივ დააკმაყოფილა