FM97.5 / LIVE

მალხაზ ჟუჟუნაძე 2007 წლის გახმაურებული საქმის გამოძიებას ორი წელია ელოდება

მთავარისამართალი 30.08.2014
2007 წლის ნოემბრის მოვლენების ერთ-ერთი გახმაურებული საქმე ახალციხეში; მეორე წელია მალხაზ ჟუჟუნაძე ყოფილი ხელისუფლების პერიოდში ჩადენილი დანაშაულის გამოძიებას ელოდება;

მალხაზ ჟუჟუნაძე 2007 წლის გახმაურებული საქმის გამოძიებას ორი წელია ელოდება
მალხაზ ჟუჟუნაძემ სამცხე-ჯავახეთის საოლქო პროკურატურას ყოფილი ხელისუფლების პერიოდში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების თხოვნით, 2012 წლის ნოემბერში, მიმართა, თუმცა ამ დრომდე შედეგი უცნობია.

ჟუჟუნაძე 2007 წლის ნოემბრის აქციების დროს დააკავეს. მას ბრალი სსკ-ის 260-ე მუხლით ედებოდა, რაც ნარკოტიკული ნივთიერების შეძენა-შენახვასა და გამოყენებას გულისხმობდა და 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. მაშინ იგი ახალციხის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე იყო.

ჟუჟუნაძის თქმთ, დაკავების მიზეზი რეალურად ის იყო, რომ ნოემბრის აქციაზე მიმავალ „კონსერვატიული პარტიის“ წარმომადგენლებს, მის ბენზინგასამართ სადგურზე საწვავი ჩაუსხა. ასევე, ამავე პარტიის წარმომადგენელს ტელეფონზე საუბრისას უთხრა, რომ თბილისში აქციაზე წასვლას თავადაც აპირებდა: „საუბრიდან 15 წუთში პოლიციელები მოვიდნენ სახლში და დაიწყეს ჩხრეკა“.

„ჩხრეკაზე ძალიან ბევრი პოლიციელი იყო, მათ თან ახლდა ახალციხის რაიონული სამმართველოს მაშინდელი უფროსი ვახტანგ გეწაძეც. გასვლისას ვაზაში ერთი აბი სუბოტექსი სწორედ მან „აღმოაჩინა“, – ჩადებით კი ვინ ჩაუდო, ეს გამოძიების დასადგენია, გვიხსნის ჟუჟუნაძის ადვოკატი ნუგზარ სამარჯიშვილი.

ნარკოტიკული ნივთიერება მაშინ ჟუჟუნაძეს სისხლშიც აღმოუჩინეს, თუმცა, როგორც თავად ამბობს, პოლიციაში მიყვანისას წყალი დაალევინეს და ეს ნივთიერება მის ორგანიზმში სწორედ ამ გზით მოხვდა.

ჟუჟუნაძემ ციხეში 8 თვე დაყო. შემდეგ დანაშაული აღიარა, საპროცესო გარიგება გაუფრომეს და გამოვიდა. როგორც თავად აცხადებს, მაშინ სხვა გზა არ ჰქონდა.
ხელისუფლების შეცვლის შემდეგ, მან იუსტიციის და შინაგან საქმეთა მინისტრებს, ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარესა და სამცხე-ჯავახეთის საოლქო პროკურატურას განცხადებებით მიმართა.

სამცხე-ჯავახეთის საოლქო პროკურატურაში აცხადებენ, რომ საქმეზე გამოძიება 2012 წლის 22 ნოემბერს დაიწყეს.

„დაიკითხნენ ოჯახის წევრები და სხვა მოწმეები, შედეგი საზოგადოებისთვის ცნობილი მალე გახდება“, - ამბობს სამცხე-ჯავახეთის საოლქო პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის უფროსი გიორგი ბახტაძე.


ამ დრომდე პროკურატურა იმ ადამიანის დაკითხვით, რომელმაც ვაზაში ნარკოტიკული საშუალება იპოვა არ დაინტერესებულა.

„ამ საქმეზე ჯერ არავის დავუკითხივარ“, - ამბობს ახალციხის რაიონული სამამმართველოს მაშინდელი უფროსი ვახტანგ გეწაძე.

არადა, როგორც ადვოკატი აცხადებს, ამ საქმეში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დეტალი ჩხრეკაში სწორედ გეწაძის მონაწილეობა იყო: „როგორც წესი სამმართველოს უფროსები ჩხრეკაში მონაწილეობას არ იღებენ, თუმცა, კანონით ამის უფლება აქვთ. ასევე საინტერესოა ის, რომ ჩხრეკის ოქმში, სადაც მისი ყველა მონაწილე ფიქსირდება, გეწაძის შესახებ აღნიშნული არაფერი იყო, არადა წამალი გასვლისას, მან „აღმოაჩინა“.

კითხვაზე, რამდენად შესაძლებელია სამართლებრივად ის, რომ ექვსი წლის შემდეგ პროკურატურამ წამლის ჩადებისა და ჟუჟუნაძის ნარკოტიკით მოწამვლის ფაქტი დაადასტუროს, გვპასუხობს: „თუ პროკურატურა კრიტიკულად დაკითხავს ჩხრეკის მონაწილეებს ეს შესაძლებელია. ასევე, წარმოუდგენელი და დაუშვებელია, რომ მაშინ, როცა აბსოლიტურად ყველაფერს პოლიცია აკონტროლებდა, ჟუჟუნაძე რომელიც მათი თქმით, ნარკოტიკის მომხმარებელი იყო, საოლქო კომისიის თავმჯდომარედ დაენიშნათ“.

[თამუნა უჩიძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

სამმართველოს ყოფილი უფროსი საოლქო პროკურატურაში დაკითხვაზე იმყოფება
სამარჯიშვილი: ‘ახალი ხელისუფლების ზონდერის საქმეს პროკურატურა არ გამოიძიებს’
საკადრო ცვლილება სამცხე–ჯავახეთის საოლქო პროკურატურაში
რატომ ჭიანურდება ვახტანგ გეწაძის წინააღმდეგ საქმის გამოძიება
რატომ შევიდა ახალციხის გამგეობაში პროკურატურა?
რა საჩივრით მიმართავს ხევაშენში გარდაცვლილი ახალგაზრდის ოჯახი მთავარ პროკურატურას
რა შუამდგომლობით მიმართავს ახალციხის ყოფილი გამგებლის ადვოკატი პროკურატურას