FM97.5 / LIVE

ახალციხის ციხის მონახულება გაძვირდა

მთავარიეკონომიკა 23.01.2015
ახალციხის ციხეში შესვლის მსურველი სტუდენტები 1.50 ლარის ნაცვლად 2 ლარს გადაიხდიან, უცხოელი ტურისტები კი 5 ლარის ნაცვლად 7 ლარს.

ახალციხის ციხის მონახულება გაძვირდა

ციხეში შესვლის ფასებმა 13 იანვრიდან მოიმატა. ახალციხის ციხის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი ლილი გოზალიშვილი განმარტავს, რომ ბილეთის ღირებულება ახალციხის ციხის ადმინისტრაციამ და ქალაქ ახალციხის მერიამ ურთიერთშეთანხმებით გაზარდეს.

კითხვაზე, რატომ გაძვირდა ახალციხის ციხეში შესვლა, ახალციხის მერის პირველი მოადგილე ზაზა თამარაშვილი გვპასუხობს, რომ ეს ახალციხის ციხის მენეჯმენტისა და ფინანსური მდგომარეობის მოწესრიგებას უკავშირდება: „ახალციხის ციხე ძალიან დიდ დაფინანსებას იღებდა ჩვენი ბიუჯეტიდან. წელს შევამცირეთ, სუბსიდიის სახით 200.000 ლარს ვაძლევთ. დროა დავიწყოთ თანხების ოპტიმალური გამოყენება და სწორედ ეს არის ნაწილობრივი ღონისძიება მენეჯმენტის გაუმჯობესებისთვის“.

ბილეთის ღირებულება არ შეცვლილა სხვა კატეგორიის ვიზიტორებისთვის. სკოლის მოსწავლეებს ისევ ერთ ლარად შეუძლიათ ციხეში შესვლა, სხვა ვიზიტორებს (საქართველოს მოქალაქეებს) 5 ლარად, მრავალჯერადი მომსახურება დღის განმავლობაში 7 ლარის ღირს, გიდის მომსახურება ქართულ ენაზე 10 ლარი, უცხოურ ენაზე კი 20 ლარია.

ახალციხის ციხეში, პირადობის დამადასტურებელი მოწმობის წარდგენის შემთხვევაში, შესვლა უფასოა ICOM – ის წევრებისთვის ( მუზეუმებისა და მუზეუმების პროფესიონალთა საერთაშორისო ორგანიზაცია), საქართველოს და უცხოეთის მუზეუმის თანამშრომლებისთვის, 6 წლამდე ასაკისა და მიუსაფარი ბავშვებისთვის, სოციალურად დაუცველ და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის, ასევე, იძულებით გადაადგილებულ პირთა და ომის ვეტერანებისთვის.

შეგახსენებთ, რომ ახალციხის ციხეზე ცვლილებები მიმდინარე წლის იანვრიდან დაიწყო. ციხიდან 13 თანამშრომელი გაათავისუფლეს, რომლებიც წყალმომარაგების, ელექტროგაყვანილობისა და გამწვანების მიმართულებით მუშაობდნენ. მოგვიანებით ციხეში 5 შტატი შემცირდა, დარჩენილ შტატებზე კი ანაზღაურებამ დაიკლო.

[მანანა სარაშვილი, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ახალციხის ციხეში ვიზიტორების რაოდენობამ იმატა
‘ახალციხის ციხეში’ შესასვლელი ბილეთის ფასი გაიზარდა
‘ახალციხის ციხეში’ ბილეთის ფასმა  მოიმატა
ახალციხის ციხეში დღეიდან ბილეთების ფასი შეიცვალა
დღეს, 18 მაისს, ახალციხის ციხეში შესვლა უფასოა
ახალციხის  ციხეზე საპირფარეშო ფასიანი გახდა
ადგილობრივებისთვის ზედა ციხის დათვალიერება გაძვირდა