FM97.5 / LIVE

სასწავლო წლის განახლებამდე არლის სკოლის მშენებლობა დასრულდება

მთავარისიახლე, საზოგადოება 30.08.2018
სამწლიანი ლოდინის შემდეგ, ადიგენში, სოფელ არლის სკოლის მოსწავლეები სწავლას ახალ შენობაში შეძლებენ. სამშენებლო კომპანია სამუშაოებს 16 დღეში დაასრულებს.

სასწავლო წლის განახლებამდე არლის სკოლის მშენებლობა დასრულდება

მშენებელი კომპანიის „Rooms–ის“ წარმომადგენელი დავით მუმლაძე ამბობს, რომ სამშენებლო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს: „გარე სტადიონზე ხელოვნურ ბალახას ვაგებთ. შიდა სპორტულ დარბაზში კი კედლებს ვღებავთ. წყლისა და კანალიზაციის სისტემა გაყვანილია, ახლა კაფელს ვაკრავთ. ამის მერე სამუშაოები მხოლოდ გარეთ დარჩება, ეზოში მიწა უნდა მოვჭრათ და ასფალტი დავაგოთ“.

მისი თქმით, 15 სექტემბრამდე ყველა სამუშაო დასრულდება: „ ჯერ ვადა არ გადაგვიცილებია, ახალი სასწავლო წლის დაწყებამდე ყველაფერს მოვასწრებთ“.

შეგახსენებთ, რომ არლის საჯარო სკოლის მშენებლობა 2015 წლის დასაწყისში დაიწყო. მშენებლობა ერთ წელიწადში უნდა დასრულებულიყო. სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს "Civil Construction" ასრულებდა, თუმცა მისი ხელმძღვანელის გარდაცვალების გამო, მშენებლობა შეჩერდა და ის რაც უკვე გაკეთებული იყო, ნადგურდებოდა. ამ პერიოდში, ახალი მშენებლის შესარჩევად გამოცხადებული ტენდერი პირველ მცდელობაზე ჩავარდა და მშენებლის შერჩევაც დაგვიანდა. ამ ეტაპზე სკოლაში სამშენებლო სამუშაობს კომპანია „Rooms–ი“ ასრულებს. სკოლის მშენებლობის დასრულებისთვის 540 000 ლარია გათვალიწინებული.

არლის ახალი სკოლა 192 მოსაწვლეზეა გათვლილი. შენობა ადაპტირებულია შშმ პირებისთვის. მშენებლობის დასრულებამდე მოსწავლეები სოფელში არსებულ კათოლიკურ და მართლმადიდებლურ სამრევლო სკოლების შენობებში არიან გადანაწილებული.

[თინათინ ზაზაძე, ადიგენი]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

არლის სკოლის მოსწავლეები ახალ სასწავლო წელს ისევ ძველ შენობაში ხვდებიან
სოფელ არალში სკოლის მშენებლობა წელს ვერ დასრულდება
ოთხწლიანი ლოდინის შემდეგ არლის სკოლა ახალ შენობაში გადავიდა
არლის სკოლაში სამშენებლო სამუშაოები ჭიანურდება
საფეხური: რატომ გაჭიანურდა არლის სკოლის მშენებლობა [Audio]
არალში სკოლის მშენებლობა ისევ შეჩერებულია, სამუშაოები დეკემბერში უნდა დასრულებულიყო [Photos]
სოფელ არალში სკოლის მშენებლობა დროებით შეჩერდა