FM97.5 / LIVE

მიტროპოლიტი თეოდორე ვალეში მომხდარზე: ‘ეს ეკლესიის შეურაცხყოფაა’

მთავარისიახლე, საზოგადოება 13.03.2018
ახალციხისა და ტაო–კლარჯეთის მიტროპოლიტი თეოდორე ჭუაძე ამბობს, რომ სოფელ ვალეში კათოლიკური ხატებისა და წიგნების დაწვა ეკლესიის, ხატებისა და სიწმინდეების შეურაცხყოფაა, რასაც პასუხი გამოძიებამ უნდა გასცეს.

მიტროპოლიტი თეოდორე ვალეში მომხდარზე: ‘ეს ეკლესიის შეურაცხყოფაა’

მიტროპოლიტი თეოდორე ჭუაძე ვალეში მომხდარს ვანდალიზმად აფასებს: „ეს არის დანაშაული და შეურაცხყოფა ეკლესიისა, ხატებისა და იმ სიწმიდნეებისა, რომლებსაც ჩვენ ვეთაყვანებით“.

იგი ფიქრობს, რომ ეს ხალხის დასაპირისპირებლადაა გაკეთებული და ასეთი რამ მხოლოდ ქვეყნის მტერს შეიძლება აწყობდეს. მაგრამ, არ აკონკრეტებს, ვის გულისხმობს მტერში: „ქვეყანას ჰყავს მტრები და ისინი არეულობის გამოწვევას ცდილობენ. მიუხედავად ამისა, ვფიქრობ, რომ ეს დაპირისპირებას ვერ გამოიწვევს. ხალხი გონიერია, მათ იციან, რომ ამას ჭკუათმყოფელი ადამიანი შეგნებულად არ იზამდა“.

მიტროპოლიტი თეოდორე ამბობს, რომ შესაძლოა დამწვარ ხატებსა და ლოცვებს შორის მართლმადიდებლურიც იყო: „არ ვიცი ვინ გაარჩია, რომ მხოლოდ კათოლიკური დაიწვა. რაც არ უნდა იყოს, ამ ფაქტს გამოძიება სჭირდება. სამართალდამცავებმა უნდა დაადგინონ რა მოხდა“.

მისი თქმით, სალოცავი მართლმადიდებელი ეკლესიის დაქვემდებარებაში არაა: „ჩვენ არ შევდივართ იქ, არ აღევლინება წირვა–ლოცვა, უბრალოდ ადამიანები შედიან, ანთებენ სანთლებს. ხატები და ლოცვებიც მათი შეტანილია“.

მიტროპოლიტი ხალხს მოუწოდებს, დაეხმარონ გამოძიებას იმის დადგენაში, რა მოხდა, ასევე ლოცვა გააძლიერონ: „მე მოვუწოდებ ხალხს და ვთხოვ, რომ არ აყვნენ პროვოკაციებს და მიეხმარონ გამოძიებას, რომ გამოძიებულ იქნეს ეს ფაქტი. ასევე უნდა ვილოცოთ, რომ უფალმა გვაპატიოს ის უღირსობები, რომელსაც ჩვენი თანამოქალაქეები ჩადიან“.

შეგახსენებთ, რომ 12 მარტს, დაახლოებით 18:00 საათზე, ვალეში მდებარე ქრისტიანულ სალოცავში, რომელშიც კათოლიკეები და მართლმადიდებლები მრავალი წელია ერთად ლოცულობენ, კათოლიკური ხატები და ლოცვის წიგნები დაწვეს.

მომხდარზე ძიება შინაგან საქმეთა სამინისტრომ რელიგიური საქმიანობისთვის ხელისშეშლის მუხლით დაიწყო.

[თამუნა უჩიძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ვალეში კათოლიკური რელიკვიების დაწვის ფაქტზე შსს–მ ძიება დაიწყო
ვალეში კათოლიკური რელიკვიების დაწვის ფაქტს ომბუდსმენი შეისწავლის
გამოკითხვა: რას უკავშირებთ  ვალეში კათოლიკური რელიკვიების დაწვას [Video]
ვალეს სალოცავში კათოლიკური ხატები და ლოცვის წიგნები დაწვეს [photos]
ომბუდსმენი მოუწოდებს სამართალდამცავებს დროულად გამოიძიონ ვალეში კათოლიკური რელიკვიების დაწვის ფაქტი
ეპისკოპოსი ჯუზეპე პაზოტო: ‘ვალეში მომხდარს ვერავის დავაბრალებთ’
კვირის აქცენტი: დამწვარი კათოლიკური რელიკვიების საქმე [Video]