FM97.5 / LIVE

ვალეში კათოლიკური რელიკვიების დაწვის ფაქტზე შსს–მ ძიება დაიწყო

მთავარისიახლე, საზოგადოება 13.03.2018
შინაგან საქმეთა სამინისტრომ, ვალეს სალოცავთან, კათოლიკური ხატებისა და ლოცვების წიგნების დაწვის ფაქტზე, ძიება რელიგიური საქმიანობისთვის ხელისშეშლის მუხლით დაიწყო.

ვალეში კათოლიკური რელიკვიების დაწვის ფაქტზე შსს–მ ძიება დაიწყო

შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ გუშინ, 12 მარტს, ვალეში მომხდარი ფაქტის შესახებ ამ დრომდე მათთან შეტყობინება არ შესულა. თუმცა, მათ გამოძიება საინფორმაციო სააგენტოების მიერ გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე დაიწყეს.

ძიება სისხლის სამართლის კოდექსის 166–ე მუხლით მიმდინარეობს, რაც პოლიტიკური, საზოგადოებრივი ან რელიგიური გაერთიანების შექმნისათვის, ან მისი საქმიანობისათვის ხელის შეშლას გულისხმობს. აღნიშნული ფაქტი ისჯება ჯარიმით, ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ერთ წლამდე, ან თავისუფლების შეზღუდვით ორ წლამდე, ანდა თავისუფლების აღკვეთით იმავე ვადით.

შეგახსენებთ, რომ 12 მარტს, დაახლოებით 18:00 საათზე, ვალეში მდებარე ქრისტიანულ სალოცავში, რომელშიც კათოლიკეები და მართლმადიდებლები მრავალი წელია ერთად ლოცულობენ, კათოლიკური ხატები და ლოცვის წიგნები დაწვეს.

[თამუნა უჩიძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

დღის ფოტო: ვალეში კათოლიკური რელიკვიები დაწვეს [Photo]
ვალეში კათოლიკური რელიკვიების დაწვის ფაქტს ომბუდსმენი შეისწავლის
ვალეში კათოლიკური რელიკვიების დაწვის საქმე ისევ გამოუძიებელია
ქართველ მუსლიმთა კავშირი ვალეში კათოლიკური რელიკვიების დაწვის ფაქტს გმობს
ომბუდსმენი მოუწოდებს სამართალდამცავებს დროულად გამოიძიონ ვალეში კათოლიკური რელიკვიების დაწვის ფაქტი
ვალეს სალოცავში კათოლიკური ხატები და ლოცვის წიგნები დაწვეს [photos]
გამოკითხვა: რას უკავშირებთ  ვალეში კათოლიკური რელიკვიების დაწვას [Video]