FM97.5 / LIVE

ახალციხელი ებრაელები [Photo/Video]

მთავარისაზოგადოება 29.05.2016
კვირას, 29 მაისს, ახალციხეში ებრაელ სტუმრებს ელიან. უძველესი სინაგოგის განახლების 153 წლის იუბილეს უმეტესად ჩამოსული ებრაელები იზეიმებენ, – ერთ დროს ხალხმრავალ დასახლებაში ახლა მხოლოდ სამი ებრაელი შემორჩა.

ახალციხელი ებრაელები  [Photo/Video]

ადგილობრივი ებრაელებიდან, კვირას დაგეგმილ ღონისძიებებს, მხოლოდ ერთი, სიმონ ლევიშვილი დაესწრება. 21 წელიწადია იგი საქართველოში, და არა მხოლოდ საქართველოში, უძველეს სინაგოგას უვლის.

1994 წელს, მამის, იოსებ ლევიშვილის გარდაცვალების შემდეგ, თემმა ებრაელთა საზოგადოების თავმჯდომარედ აირჩია. სინაგოგასაც, რომელიც წლების წინ, რაბათის „ებრაელთა უბანში“ მცხოვრებ მლოცველებს ვერ იტევდა, ახლა ყოველდღიურად მხოლოდ სიმონ ლევიშვილი სტუმრობს.

ებრაელთა დასახლებები სამცხე–ჯავახეთში

ახალციხელი ებრაელები  [Photo/Video] ისტორიკოსი ცირა მესხიშვილი, რომელმაც 1990–იან წლებში "ახალციხელ ებრაელთა ტრადიციულ ყოფაზე" დისერტაცია დაიცვა, ამბობს, რომ ისტორიული სამცხე–საათაბაგოს ტერიტორიაზე ებრაელთა დასახლებები ანტიკური ხანიდან უნდა ყოფილიყო. წარსულში ახალციხე, როგორც სავაჭრო–სახელოსნო ცენტრი, ერთ–ერთი წამყვანი ქალაქი იყო, ამიტომ, მათი უდიდესი ნაწილი სწორედ აქ დასახლდა.

ახალციხელი ებრაელები  [Photo/Video] მისი განმარტებით, გარდა ახალციხისა, ებრაელთა დასახლებები აღმოჩენილია გოკიოსა და ბარალეთში (ახალქალაქის მუნიციპალიტეტი), ხერთვისსა და წუნდაში (ასპინძის მუნიციპალიტეტი). დიდი დასახლება იყო ასევე ადიგენში, სოფელ ვარხანში, ანტიკურ ქალაქ ოძრხეში (დღევანდელი აბასთუმანი) და ბორჯომის ხეობაში. ახალციხის შემდეგ, ებრაელთა ერთ–ერთი ყველაზე დიდი თემი აწყურში ფიქსირდება.

ისტორიკოსები ვარაუდობენ, რომ საქართველოში, კერძოდ სამცხე–ჯავახეთში, ებრაელები ბიზანტიის მხრიდან შემოვიდნენ.

ებრაელები ახალციხეში

ახალციხელი ებრაელები  [Photo/Video] ისტორიული ცნობების მიხედვით, ახალციხეში მცხოვრები ებრაული თემი მრავალრიცხოვანი იყო. 1835 წლის მონაცემებით აქ 623 ებრაელი ცხოვრობდა (ისტ. თ. იველაშვილი) მე–20 საუკუნეში კი, რაბათის ორ უბანში სულ, 400 ოჯახი, 3000 ებრაელი იყო.

თავდაპირველად, ისინი ერთ სინაგოგაში ლოცულობდნენ, რომელიც საქართველოში უძველესია. იგი ებრაელთა შემოწირულობებით 1863 აშენდა, თუმცა ისტორიკოს ცირა მესხიშვილის თქმით, იმავე ადგილზე სამლოცველო სახლი მანამდეც არსებობდა.

ახალციხელი ებრაელები  [Photo/Video] სინაგოგის განახლების შემდეგ, აქ ყოველდღიურად სალოცავად 400–მდე ებრაელი მიდიოდა. შენობაში ყველა გვარს საკუთარი სალოცავი ადგილი ჰქონდა. ისტორიკოსები ამბობენ, რომ მე–19 საუკუნის მეორე ნახევარში, აწყურში მცხოვრები ებრაელები ადგილობრივი მაჰმადიანებისგან შევისწროებას განიცდიდნენ, 80–მდე ოჯახი იძულებული გახდა ახალციხეში გადმოსახლებულიყო. ებრაელთა თემი გაიზარდა, ამიტომ ისინი ლოცვისას სინაგოგაში ვეღარ ეტეოდნენ.

1902 წელს, აწყურიდან გადმოსულმა ებრაელებმა რაბათის იმავე დასახლებაში მეორე სინაგოგა ააშენეს. ნახევარი საუკუნის განმავლობაში თემი ლოცვას ორივე სამლოცველო სახლში აღავლენდა.

ახალციხელი ებრაელები  [Photo/Video]

"1953 წელს სტალინის პერიოდში, ორივე სინაგოგა ჩამოგვართვეს, ჩამორთმევიდან ორი თვის შედეგ გარდაიცვალა სტალინი. ებრაელებმა საჩივარი დაწერეს და მოსკოვში გააგზავნეს, რომ ეს სინაგოგა ებრაელებს დაბრუნებოდათ. იქიდან თანხმობა მოვიდა, მაგრამ მხოლოდ ერთი, ძველი შენობა დაგვიბრუნეს. 1902 წელს აშენებული შენობა დაიტოვეს. იქ ჯერ ბიბლიოთეკა გაიხსნა, შემდეგ კინო დარბაზი და საბილიარდო იყო, ბოლოს კი სპორტ–დარბაზი კრივისთვის“, – იხსენებს უძველესი სინაგოგის მომვლელი სიმონ ლევიშვილი.

წეს–ჩვეულებები

ებრაელთა სალოცავი ადგილი მხოლოდ სინაგოგით არ შემოიფარგლებოდა.

ახალციხელი ებრაელები  [Photo/Video] "აუცილებელი იყო ყოველ სამლოცველო სახლს რიტუალური განბანვის შენობა, ცხოველთა დასაკლავი ადგილი და ფურნე ჰქონოდა. რაც მთავრია, სალოცავები ყოველთვის უბნის შუაგულში შენდებოდა, რომლის გარშემოც იარუსული სისტემით სახლდებოდნენ ებრაელები“, – გვიყვება ცირა მესხიშვილი.

ტრადიციული მაცას (ერთგვარი პური) გამოცხობის რიტუალი ახალციხეში წლების განმავლობაში სრულდებოდა. ორივე სინაგოგას თან საცხობი ფურნე ახლდა. აქ გამომცხვარი მაცა მათ ებრაელი ხალხის ეგვიპტიდან გამოსვლას ახსენებდა.



აქვე იმართებოდა სხვადასხვა დღესასწაულებიც, რომლებსაც ებრაელები ქართველ მეზობლებთან ერთად აღნიშნავდნენ.

ალია – ებრაელთა დაბრუნება ისრაელის მიწაზე

ებრაელთა გასვლა ახალციხიდან 70–იან წლებში დაიწყო. 1971 წელს ისტორიულ სამშობლოში პირველი ოჯახი დაბრუნდა. ალია ანუ ებრაელთა სამშობლოში დაბრუნება 80–იან წლებში შეჩერდა.

1993 წლისათვის ახალციხეში დაახლოებით 150 ოჯახი ცხოვრობდა, თუმცა ეს პერიოდი მათთვის გაცილებით რთული აღმოჩნდა.

ცირა მესხიშვილი იხსენებს, რომ იმ პერიოდში, ფულის გამოძალვის მიზნით, "ეროვნულ მოძრაობას“ ამოფარებული ჯგუფი ებრაელებს ძალიან ავიწროებდა.

ახალციხელი ებრაელები  [Photo/Video] "ერთ ოჯახს სამჯერ მოსტაცეს ბავშვი... იმ პერიოდში დისერტაციას ვწერდი და შევესწარი ბოლო კრებას, რომლეზეც გადაწყდა, რომ ებრაელებს საქართველო უნდა დაეტოვებინათ. მთელი ჯამაათი იქ იყო. მე ჩემთვის კუთხეში ვიჯექი. გული მწყდებოდა, რომ 26 საუკუნე მოვიტანეთ ეს მეგობრობა, 14 კლასელი ებრაელი მყავდა და ახლა უნდა დაეტოვებინათ საქართველო. გადაწყდა და 20–25 ოჯახი ერთიანად წავიდა“, – იხსენებს იგი.

გარდა ამისა, 1994 წელსვე უძველესი სინაგოგიდან ექვსი თორა (წმინდა წიგნი) მოიპარეს. შემთხვევიდან მეორე დღეს, იოსებ ლევიშვილი, რომელიც სინაგოგას 40 წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა, გულის შეტევით გარდაიცვალა.

ახალციხელი ებრაელები  [Photo/Video]

ქვეყანაში შექმნილი მძიმე მდგომარეობისა და შევიწროების გამო, 90–იანი წლებიდან ახალციხე ებრაელებისგან დაიცალა. ადგილობრივმა რაბინმა (სულიერი მოძღვარი) აქ ლოცვა ბოლოს 1996 წელს აღავლინა.

2015 წლისათვის ებრაელთა თემში მხოლოდ 8 ადამიანი ირიცხებოდა. 5 მათგანი იმავე წელს გარდაიცვალა.

ამჟამად ებრაელთა 3 კაციან საზოგადოებას სიმონ ლევიშვილი ხელმძღვანელობს. ის სინაგოგის ერთადერთი მლოცველია, რადგან დარჩენილი ორი თანამემამულე სინაგოგაში მისვლას ვერ ახერხებს: ერთს ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობა აქვს, მეორე კი ძირითადად თბილისში ცხოვრობს და ახალციხეში მხოლოდ ზაფხულში ჩამოდის.

ახალციხელი ებრაელები  [Photo/Video]

საქართველოდან წასულ ებრაელებს წელიწადში ერთხელ უკან წინაპართა საფლავები აბრუნებს. რაბათში მდებაზე ებრაელთა სასაფლაო ერთ–ერთი უძველესია. ისოტირკოსების თქმით იგი 400 წელს ითვლის.



ლოცვების გარეშე

1997 წლის შემდეგ, ახალციხეში ადგილობრივი ებრაელები ლოცვას ვერ აღავლენენ. მათი წესის მიხედვით, იმისთვის, რომ ერთობლივი ლოცვა შესრულდეს, აუცილებელია თემში 10 მამაკაცი იყოს.

მლოცველთა საჭირო რაოდენობის შესაგროვებლად სიმონ ლევიშვილი ყოველდღე ებრაელ ტურისტებს ელოდება.

2015 წლის ზაფხულში, რაბათის უძველეს სინაგოგაში შუადღის ლოცვები თითქმის ყოველდღე აღევლინებოდა, რადგან ახალციხეში ჩამოსული ტურისტების რიცხვი ყველაზე მაღალი იყო.

ახალციხის ციხის მონაცემებით, 2015 წელს ყველაზე მეტი, 9 323 ადამიანი ისრაელიდან შემოვიდა, მათ შემდეგ იყვნენ რუსეთიდან და პოლონეთიდან შემოსული ვიზიტორები. რაც შეეხება 2016 წელს, ხუთი თვის მონაცემებით, ისრაელიდან ციხეს 595 ადამიანი ესტუმრა. თუმცა ისტორიული კომპლექსის ადმინისტრაციაში განმარტავენ, რომ ებრაელი ხალხის ახალციხეში შემოსვლა მასისი თვიდან დაიწყება.

ახალციხელი ებრაელები  [Photo/Video]

ქართულ–ებრაული მეგობრობის ზეიმი

საქართველოში უძველესი სინაგოგის იუბილე 2016 წელს პირველად აღინიშნება. ღონისძიებაზე, რომელიც "ქართულ–ებრაული მეგობრობის“ სახელს ატარებს, სტუმრებს ძირითადად ისრაელიდან ელიან.

ქართულ–ებრაული მეგობრობის ზეიმი 29 მაისს 14:00 საათზე დაიწყება და საღამომდე გასტანს.



[თაკო ფეიქრიშვილი, ოთარ აწყურელი, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

სინაგოგას მისი ერთადერთი მლოცველი აღარ ტოვებს
ახალციხეში მცხოვრები ებრაელები ხანუქას დღესასწაულს აღნიშნავენ
სინაგოგის ერთადერთი მლოცველი ახალციხეს ტოვებს
სინაგოგის ერთადერთი მლოცველი  [Video]
ებრაელები ხანუქას დღესასწაულს აღნიშნავენ
ახალციხელი ებრაელების მოლოდინი
დღეს ებრაული ახალი წელია - როშ ჰაშანა