FM97.5 / LIVE

დღეს ებრაული ახალი წელია - როშ ჰაშანა

მთავარისიახლე, საზოგადოება 18.09.2020
ებრაული კალენდრის მიხედვით, 18-20 სექტემბერს ებრაელი ხალხი ახალ წელს - როშ ჰაშანას აღნიშნავს. ათვლა დაიწყო 5781-მა წელმა.

დღეს ებრაული ახალი წელია - როშ ჰაშანა

როშ ჰაშანა ორ დღეს გრძელდება და მსგავსად სხვა ებრაული დღესასწაულებისა მოძრავია.

ებრაული ახალი წელი გამოირჩევა იმით, რომ მას განსაკუთრებულად არ ზეიმობენ. როშ ჰაშანა ებრაელისთვის არის განვლილი წლის შეჯამება, ცოდვების მონანიება, საკუთარი თავის გააზრება და მომავლისადმი იმედი.

„საქართველოს 26 საუკუნოვან ებრაულ თემში დღესასწაულს დიდი იმედებით ეგებებიან. ტრადიციისამებრ, მიდიან სალოცავში, ერთმანეთს პატიებას სთხოვენ და ცდილობენ ყველაფერი კარგი დაიბედონ. რაც შეეხება სადღესასწაულო სუფრას, სასურველია სუფრაზე იყოს: თაფლი, მარილის ნაცვლად, ვაშლი, აუცილებელია თევზი და თევზის თავი. როგორც თევზია გამრავლებული, ხალხი რომ გამრავლდეს და იყვნენ თავში და არა ბოლოში. ასევე სუფრაზე შეგვხვდება: ლეღვი, წითელი ჭარხალი, პრასი, ყურძენი, ბროწეული და ა. შ“, - განმარტავს ქართველ ებრაელთა ისტორიის მკვლევარი მამუკა აშვეთია.

მისივე თქმით, ისტორიულ სამშობლოში დაბრუნებული ებრაელები დღემდე აგრძელებენ საქართველოდან წაღებულ ტრადიციებს და როშ ჰაშანის სუფრაც ისეთივე უცვლელია, როგორიც წლების წინ საქართველოში იყო.

ამ დროისათვის, ახალციხეში, რაბათის „ებრაელთა უბანში“ მხოლოდ ერთი ებრაელი, სიმონ ლევიშვილი ცხოვრობს. იგი უკვე წლებია საუკუნოვან სინაგოგას უვლის.

ამავე თემაზე ნახეთ:

სინაგოგის ერთადერთი მლოცველი

ახალციხელი ებრაელები

[თაკო ფეიქრიშვილი]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

სინაგოგას მისი ერთადერთი მლოცველი აღარ ტოვებს
ებრაელები ხანუქას დღესასწაულს აღნიშნავენ
სინაგოგის ერთადერთი მლოცველი ახალციხეს ტოვებს
ახალციხეში მცხოვრები ებრაელები ხანუქას დღესასწაულს აღნიშნავენ
სინაგოგის ერთადერთი მლოცველი  [Video]
ებრაული თემი ხანუქას დღესასწაულს აღნიშნავს
ახალციხელი ებრაელები  [ფოტო]