FM97.5 / LIVE

მინაძეში ავარიისას დაშავებულების მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია

მთავარისიახლე, საზოგადოება 11.03.2018
დღეს, 11 მარტს ახალციხეში, სოფელ მინაძეში მომხდარი ავარიის შედეგად დაშავებულების მდგომარეობა, ახალციხის რეფერალური საავადმყოფოს ინფორმაციით, დამაკმაყოფილებელია.

მინაძეში ავარიისას დაშავებულების მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია
ახალციხის რეფერალურ ჰოსპიტალში აცხადებენ, რომ ავარიის შედეგად დაშავებულებს გამოკვლევები უკვე ჩაუტარდათ და ახლა დაკვირვების ქვეშ იმყოფებიან.

„არცერთ მათგანს ოპერაცია არ დასჭირდა. ორივე კარგად გრძნობს თავს და შესაძლოა დღის ბოლომდე სახლშიც გავწეროთ“, – გვითხრეს ახალციხის რეფერალურ საავადმყოფოში.

შეგახსენებთ, რომ ავტოსაგზაო შემთხვევა სოფელ მინაძეში, დღეს 11 მარტს დილით მოხდა. ასპინძიდან ახალციხის მიმართულებით მიმავალი მიკროავტობუსი ხეს შეეჯახა და ამობრუნდა. შემთხვევის შედეგად ორი ადამიანი დაშავდა. ორივე მათგანი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა ახალციხის რეფერალურ ჰოსპიტალში გადაიყვანა.

მომხდარზე ძიება ავტოსაგზაო მოძრაობის წესების დარღვევის მუხლით მიმდინარეობს.

[sknews.ge]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

სოფელ მინაძეში ავარიის შედეგად ორი ადამიანი დაშავდა
ახალციხეში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 5 ადამიანი დაშავდა
სოფელ მინაძესთან ავარიის შედეგად ორი ახალგაზრდა დაშავდა
ადიგენში ავარიის შედეგად ერთი ადამიანი დაშავდა
აწყურთან ავარიისას დაშავებული  ორი  პაციენტი საავადმყოფოდან გაეწერა
სოფელ ბოლაჯურთან ავარიის შედეგად ოთხი ადამიანი დაშავდა
ახალციხეში ავარიის შედეგად ქალი გარდაიცვალა